საქართველოს 6 ერში მიიწვევენ?! ინგლისის რაგბის ბოსისა და იტალიური გამოცემის პროგნოზი...

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა oasport.it ინგლისის რაგბის კავშირის ხელმძღვანელი ბილ სვინის კომენტარს აქვეყნებს და თან, საკუთარ პროგნოზსაც ახმოვანებს, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს "6 ერის" გათამაშება.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო სპორტული კალენდარი შეცვალა და ბუნებრივია, ცვლილებების რაგბისაც შეეხო. ყველაფერთან ერთად ეჭვქვეშ დააყენა ნოემბრის ტესტ მატჩების ჩატარებაც. რა მოხდება, თუ ბრიტანული ნაკრებები ევროპაში ჩამოსვლაზე უარს იტყვიან და საკუთარ გათამაშებას მოაწყობენ. ამ და სხვა სავარაუდო სცენარზე სწორედ სვინიმ ისაუბრა.

"თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ "6 ერში" გადაუდებელი მდგომარებით განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დროებითი იქნება და ფორმატის ახლებურ
ჩამოყალიბებასთან საქმე არ გვექნება.

"6 ერი" განსაკუთრებული შეჯიბრებაა, შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოც კი, რომელსაც უნიკალური სტრუქტურა, ტრადიაცია და შარმი გააჩნია. თუმცა, მოცემული მდგომარეობა ყურადღების მიღმა ვერ დარჩება და იქნებ, წელს ალტერნატული ვერსიაც მივიღოთ, რომელიც უფრო მიმზიდველი იქნება მისი უნიკალურობის გამო, რადგან ასეთი ფორმით ის აღარასდროს განმეორდება.

რა ჰიპოთეზები გვაქვს განსახილველად? პირველ რიგში, უკვე რამდენჯერმე ნათქვამი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც "6 ერის" ფარგლებში არა 5, არამედ 10 მატჩი ჩატარდება და შინ-გასვლა ფორმატი იქნება. მატჩების ნახევარი ტესტ-მატჩების ნაცვლად შემოდგომაზე ჩატარდება, ხოლო დარჩენილი შეხვედრები კი, ტრადიციულად, თებერვალ-მარტში. თუმცა ვიმეორებ, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდება."

მეორე ჰიპოთეზა კი გახლავთ შეჯიბრის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარება და 2020 წლის გამარჯვებულის ასე გამოვლენა.

მესავე ვარიანტი კი შეჯიბრებაში "6 ერის" ტრადიციულ გუნდებთან ერთად არამონაწილე ქვეყნების მიწვევას გულისხმობს. მართალია, სვინის გადაწყვეტილებით ჯერ ამ ნაკრებთა ვინაობა გარკვეულ იარაა, თუმცა იტალიური გამოცემა წერს, რომ პირველ რიგში საქართველო მოიაზრება, რომელიც "6 ერის" კარზე წლებია აკაკუნებს.

იტალიური წყაროს ცნობით, ეს შესაძლოა ყველაზე მიმზიდველი გადაწყვეტილება არ იყოს, თუმცა გარკვეულწილად, ამ ნაბიჯს შეუძლია იტალიის სავარაუდო ჩანაცვლების შესახებ არსებულ ჭორებს ბოლო მოუღოს.



მკითხველის კომენტარები / 9 /
6 ერი, ნატოში გაწევრიანება. სადამდე უნდა გვაბოლონ? 6 ერში არ მიგვიღებენ, ეს კომერციული ტურნირია და ჩვენგან არანაირი სარგებელი არა აქვთ, ესაა თავი და თავი და ძირითადი მიზეზი. ჩვენი 2000-3000 სტადიონებით რა მოგება უნდა ნახონ და თანაც 10ლ ბილეთებით.
მერაბ მაღლაკელიძე
14:53 08-06-2020
1
ახლა ერთ ადგილზე მიიმაგრონ ეგ ტურნირი.
რაც აქამდე ექვს ერზე და ვიზალიბერალიზაციაზე ევროპამ გვახვეწნინა, ახლა ,აბაროტი“ (უკაცრავად ბარბარიზმისათვის“) ავუღოთ და აქეთ ვახვეწნინოთ მაგათი ვირუსებით სავსე ქვეყნიდან სამოთხეში (საქართველოში) შემოშვებაზე :)
ქომაგი
13:34 08-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული