Irish Times-ი რაგბის რეპორტიორ ჯონ ო'სალივანის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ავტორი წერს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 6 ერს საქართველო და ფიჯი დაემატებიან.
ავტორის მიხედვით, მსოფლიო რაგბი მიმდინარე კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ტესტ-მატჩების შესახებ და განსაზღვრავს 2020 წლის "6 ერის" კალენდარს, რომელიც არატრადიციული ფორმატით ჩატარდება და შეჯიბრებაში მონაწილეობას 8 ნაკრები გუნდი მიიღებს: ირლანდია, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, საფრანგეთი, იტალია, ფიჯი და საქართველო. მოსალოდნელია, რომ გათამაშება 5 დეკემბერს დასრულდება.
სტატიის მიხედვით, ბრიტანულ პრესაში, განსაკუთრებით, ინგლისურ მედიაში, ბევრი სპეკულაცია იყო იმის შესახებ, თუ
რომელი იქნებოდა ის ორი გუნდი, რომლებიც ტრადიციულ 6 ნაკრებს დაემატებოდნენ. განსაკუთრებით ბევრს წერდნენ იაპონიის ნაკრებზე, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული სამოგზაურო შეზღუდვების გამო მე-8 გუნდი საქართველო იქნება და არა იაპონია.
"ფიჯელი და ქართველი მორაგბეების უმრავლესობა საფრანგეთსა და ბრიტანეთში თამაშობს, რაც ამ ორი ნაკრების სამოგზაურო სტატისტიკას შეამცირებს. ამასთანავე, ტიერ 2 დონის გუნდების შეჯიბრებაში მონაწილეობა ამ ქვეყნებისთვის წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნება.
2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ყველა თამაში მოიგო, მათ შორის რუმინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. უკანასკნელი 10 შეჯიბრებიდან საქართველომ 9 ტურნირში გაიმარჯვა და პირდაპირ საუკეთესო ევროპულ შეჯიბრებაში მონაწილეობა თუ არა, პლეი-ოფის შანსი მაინც დაიმსახურა.
რეალურად თუ შევაფასებთ ვითარებას, ეს მალე არ მოხდება, თუმცა ეს შანსი მათთვის უდიდესი პლატფორმა იქნება, რათა 6 ერის გუნდების წინააღმდეგ დაამტკიცონ, რომ მომავალში ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას იმსახურებენ. თუ საქართველოს სურს ხმამაღალი განცხადების გაკეთება, თუ საით არის მათი რაგბი მიმართული, მაშინ ეს იდეალური პერიოდია ამის გასაკეთებლად." - წერს ავტორი.
რაგბის იტალიალი ლეგენდა: საქართველო "6 ერიდან" მაინც 1 წლის მერე გამოვარდება და აზრი?!
საქართველოს 6 ერში მიიწვევენ?! ინგლისის რაგბის ბოსისა და იტალიური გამოცემის პროგნოზი...