საქართველოს ბედს ევროპელები გადაწყვეტენ - მსოფლიო რაგბიმ "8 ერს" მწვანე შუქი აუნთო

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბიმ ახალ კალენდარს მხარი დაუჭირა და შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომა-ზამთარში "8 ერის" გამართვა სავსებით რეალური გახდა.

ახლა ჯერი "6 ერის" მმართველ ორგანოზეა, დაიმატებს თუ არა 2 ნაკრებს ერთჯერადად და რომელი იქნებიან ეს გუნდები.

თავიდან ბევრი იწერებოდა ფიჯისა და იაპონიის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ბრიტანული და ფრანგული გამოცემები "8 ერში" თამაშის მთავარ კანდიდატებად საქართველოსა და ფიჯის თვლიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებიც კი დაასხელეს. თუმცა, ყველაზე რეალური კანდიდატები მაინც ფიჯი, იაპონია და ჩვენი ნაკრები არიან. ევროპელები ამ სამი
გუნდიდან აირჩევენ ორს...

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯერ ერთი კორონას ამბავში უკეთეს მდგორეონაში ვართ ვიდრე იაპონია და ჩვენ და ფიჯის კიდევ დიდი პლიუსია მორაგბეების 60-პროცენტზე მეტი ევროპაში თამაშობენ. ისე რომ უფრო უსაფრთხოა ჩვენ და ფიჯის.
Archil
23 ივლისი 2020 21:05
2
ჩვენ სამიდან, იაპონიასთან თამაში ნამდვილად ურჩევნიათ, მაგრამ ფიჯზე უკეთესი ვარიანტი კი უნდა ვიყოთ, ფინანსურადაც უკეთესი სიტუაციაა, უფრო ახლოსაც ვართ და ერთი დონის ნაკრები გვყავს.
niko
23 ივლისი 2020 20:32
3
ეს არჩევანი თუ ჩენ ნაკრებზე გაკეთდა ეს იქნება ქართული რაგბისთვის დიდი მიღწევა და წარმატება...მაშინ აუცილებლად მოუწევს ჩვენს ნაკრებს საკუთარ თავზე გადახტომა და იმის დამტკიცება რომ ჩვენი ნაკრები ამას იმსახურებს....მე მჯერავს თუ ეს არჩევანი გაკეთდა ჩვენი ბიჭები თავს არ შეირცხვენენ
gogia
23 ივლისი 2020 20:24
2
მე მგონია რომ საქართველო იაპონია მოხვდებიან ფინანსურად ფიჯი მძიმე მდგომარეობაშია მაგთ კი უფრო კომერციული მხარე აინტერესებთ მასე რო იყოს საქართველოს აქამდე გაუხსნიდნენ გზას
xose
23 ივლისი 2020 19:58
0
მე კი მგონია, რომ იაპონელები გადაწყვეტენ... თუმცა, ახალი სარაგბო წესრიგით ხომ ეგენიც ევროპელები არიან...
მ.ტ.
23 ივლისი 2020 18:55
3
დავასრულოთ ეს რებუსი, "სამი გუნდიდან აირჩევენ ორს... ანუ ფიჯის და იაპონიას?
1
23 ივლისი 2020 18:09
6
არც მთლად მასეა... იაპონელები ნამდვილად არ იწვიან სურვილით და ფიჯი კიდევ ფინანსურად ჩვენზე წამგებიანი იქნება... ასე, რომ წინასწარ ნუ ჩამოვიწერთ თავს... ისე, რუსებსაც კი უნდა აწყობდეთ და იქნებ, ერთხელ მაინც შეგვაწიონ სიტყვა - მერე იტყვიან, - მოგება რომ დავუპირეთ, ზუსტად მაშინ შეგვასწრეს 8 ერშიო...დდდდდ
მ.ტ.
23 ივლისი 2020 19:08
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული