საქართველო 6 ერს დაემატება - ინგლისთან გასამართი მატჩის თარიღიც ცნობილია

AutoSharing Option
ინგლისური გამოცემა The Telegaph-ის მიხედვით, რომელიც ხშირად წინასწარ ახმოვანებს 6 ერის ბრიტანული ქვეყნების პოზიციებს, წერს, რომ 6 ერს არა სამხრეთ აფრიკის ნაკრები, არამედ საქართველო დაემატება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, გამოცემა ინგლისსა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის გასამართი მატჩის თარიღსაც ასახელებს - ეს შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართებაო...

წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისთან, უელსსა და ირლანდიასთან ერთად იქნება. 

მოგეხსენებათ, მორაგბეებთან გამართული შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა ისტორიული შანსის გამოსაყენებლად და 6
ერის ქვეყნებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. 

როგორც ჩანს ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ბორჯღალოსნები უდიდეს შესაძლებლობას მიიღებენ, რომელსაც, ცხადია გამოყენება სჭირდება. 

alt"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს 1-ელ ნოემბერს უმასპინძლებს

alt"ბორჯღალოსანთა" მწვრთნელად ლევან მაისაშვილი რჩება

მკითხველის კომენტარები / 56 /
ძალიან კარგი ამბავია, ყველას გილოცავთ, განსაკუთრებით რაგბისტებს, თქვენი დამსახურებაა ევროპიდან უალტერნატივოდ საქართველო რომ განიხილება ბობოლებთან დასაწინაურებლად. ნეტა მოგვეცეს იმის საშუალება რომ სისტემატიური სახე ჰქონდეს ამ ამბავს. წარმატებები ბორჯღალოსნებო! მჯერა, მიუხედავად უამრავი პრობლემისა ქართულ რაგბში, ღირსეულად იბრძოლებთ და ვიამაყებთ ქართველობით!
ზურა
08 სექტემბერი 2020 17:17
1
კი ბატონო, ჩვენთვის სასურველი ჯგუფი უფრო არასასურველით შეგვიცვალეს (შესაძლოა, ეს ჩვენსა და იაპონიას შორის სარეიტინგო განსხვავებით ახსნან და რეალურად კი უფრო დიდ ჩათ--ხობასაც ჰქონდეს ადგილი), მაგრამ მთლად იმ დათვივითაც ნუ მოვიქცევით, მუ--ლი რომ იშოვა და - ფუჰ, რა ბანჯგვლიანი ყოფილაო... მაგ პრინციპით, არც ევროპის ჩემპიონატზე (ფეხბურთში)გასასვლელად უნდა ვიკლავდეთ თავებს, ხომ მშვენივრად ვიცით, რომ იქ გიბრალტარისა თუ სან-მარინოს ნაცვლად სუსტების დაჩაგვრაზე კბილებდალესილი მონსტრები მიგველიან... იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ინფორმაცია დადასტურდება (ინგლისური ტელეგრაფი მაინც არ გახლავთ ასავალ-დასავალი) და იქამდე მაინც შევირგოთ ეს აღიარება, სანამ (როგორც ბევრს ჰგონია და უფრო კი სურვილი ჰკლავს) რაგბის თამაშის ხალისს დაგვაკარგინებენ ამპარტავანი ბრიტანელები... ქართული რაგბი ამ ეტაპზე იასონ კვირკველიას პირველ მერცხალს წააგავს, თურქი მეზღვაურები რომ გადაჯეკეს და ინგლისელი მეზღვაურების თავურს რომ თვალსღა აყოლებდნენ შეცბუნებულები... და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ იმ გამარჯვებებს უყრიდნენ საფუძველს, რასაც ათწლეულების შემდეგ ლივერპული, კარდიფ სიტი თუ უელსთან გასვლითი 5:0 დაერქმეოდა... მოდით, წუწუნს შევეშვათ, რაც მისალოცია, რაგბი იქნება თუ ქვეყნის ხელახალი ტურისტული აღმოჩენა (ჯერ-ჯერობით კორონა გადასარევად კარგად იქცევა ჩვენთვის) ერთმანეთს და ქვეყანას მივულოცოთ და იმაზე ვიფიქროთ, რომ ჩვენისთანა ქვეყნისათვის ჰაიჰარად ნაჩუქარი ე.წ. გრინ ქარდები კანონზომიერებებად ვაქციოთ და მტერი და მოშურნე (მე თქვენ გეტყვით და ცოტანი გვყავს) არ გავაცინოთ...
მ. ტ.
08 სექტემბერი 2020 16:23
4
უელსს აქ მოუგეთ 5:0, იქ გასვლაზე 0:1.
Ziz
08 სექტემბერი 2020 19:28
3
მე იმას მივხვდი, რომ შენ ვერაფერს მიხვდი... გული არ გაიტეხო,- სწავლა სიკვდიმდეო, ჯვარი გწერია...
გგ-ს
08 სექტემბერი 2020 19:05
0
ყველა გამოხმაურება
ნუ ვიჩქარებთ ზეიმს.უკვე რამდენჯერ ატეხეს ყვირილი პატარძალი მოჰყავთო,მაგრამ სულ ტყუილი გამოდგა.სანამ დადასტურება ოფიციალურად არ მოვა,ნერვების შლას,აზრი არ ექნება.რაც შეეხება სიძლიერეს.აჰა და სამი თამაში ამ მონსტრებთან წავაგეთ,ბოლო თამაში მაინც მეორე ჯგუფის აუტსაიდერთან მოგვიწევს.ეს კი დიდი ალბათობით,მაინც იტალია იქნება.შესაძლოა ფიჯიც და ორივესთან ანგარიშები გვაქვს.მთავარია, ჭორი გამართლდეს.
სოსო
08 სექტემბერი 2020 15:33
8
ღმერთმა ქნას ძმაო!!!
tttt
08 სექტემბერი 2020 16:45
1
აკი ჯგუფში იტალიაო??
მარა მაინც კაი ამბავია!
გამარჯვებები ბიჭებო!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2020 15:11
0
საერთოდ არ უნდოდათ ჩვენი მიწვევა დდ რა იტალიააა მთავრობა ჩაერია ჩვენი პირადად გახარია და შეაწუხენ ეტყობა ქართულად ხოდა სადაც აწყობდათ იქ დაგვამატეს.
zaza
08 სექტემბერი 2020 14:49
4
ჯიგრულ პონტში შეაწუხა?
las
08 სექტემბერი 2020 17:50
3
ვერ გავიგე, რის 6 ერი? 8 ერი! მეორე, რის სამხრეთ აფრიკა, ამ ჯგუფში ფიჯი იყო. მესამე, ადრე წერდით, რომ იაპონია ამბობს უარს და არა ფიჯი. ხვიჩა, გთხოვ გადაამოწმე. და შესწორებები, თუ საჭიროა, დადე.
alexandre
08 სექტემბერი 2020 14:24
9
გელა ნუგზარაშვილის დუბლით დავამარცხებთ მოწინააღმდეგეს!
მიდი გელა!
08 სექტემბერი 2020 14:24
20
მიდი გელა "ნა ბალშოი"!

ამაზე უკეთესი შანსი ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევის არასდროს გვქონია!

წარმატებები და გამარჯვება საკუთარ შეშებზე!
დიმა
08 სექტემბერი 2020 14:56
2
შეგეშალა ოქროჯან .... ნუგზარ გელაშვილის
კონსტანტინე თავართქილაძე
08 სექტემბერი 2020 14:50
6
იტალიასთან მაინც მოვხვედრილიყავით
ალეკო
08 სექტემბერი 2020 14:05
6
ფაჩულია ითამაშებს?
lasha
08 სექტემბერი 2020 13:19
19
გადავრჩენილვართ მეგობრებო ტაში
lasha
08 სექტემბერი 2020 14:06
11
კიი. ფაჩულიაც ითამაშებს და აჩი არველაძეც..
lasha - s
08 სექტემბერი 2020 13:50
2
ყველა გამოხმაურება
მაგარია. :)
,,ჰა ბურთი (ოვალური :)), ჰა მოედანი. :)
მიშა
08 სექტემბერი 2020 13:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული