PREVIEW - შოტლანდია-საქართველო. დღეს რაგბის დღეა!

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

7-თვიანი პაუზის შემდეგ ქართველი მორაგბეები ისევ გავლენ მოედანზე.



შოტლანდია - საქართველო

Sportall.Ge


ეს ნაკრებები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ და 4-ივე გამარჯვება შოტლანდიელების ანგარიშზეა.

1. 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ, რომელიც ახალ ზელანდიაში გაიმართა. "სკოტებმა" ეს მატჩი 15:6 მოიგეს.

2. 2016 წელს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ესტუმრა და 43:16 დამარცხდა. 6 გაშვებული ლელო და 5 გარდასახვა.

ბოლო ორი შეხვედრა იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატამდე გაიმართა.

3. პირველ დაპირისპირებაში "დინამო არენაზე" 10:44 დავმარცხდით. 5 გაშვებულს ქართველებმა ასიეშვილის ლელო დაუპირისპირეს.

4. ხოლო ბოლო ტესტ-მატჩში ქართველები 9:36 დამარცხდნენ.

ურთიერთშეხვედრების ქულებში შოტლანდიას 138, ხოლო საქართველოს 41 აქვს დაგროვებული.

შოტლანდიას ბოლო 5 მატჩიდან 3 აქვს წაგებული. ეს მატჩებია:

1. შოტლანდია - საფრანგეთი 28:17
2. იტალია - შოტლანდია 0:17
3. შოტლანდია - ინგლისი 6:13
4.ირლანდია - შოტლანდია 19:12
5. იაპონია - შოტლანდია 28:21

რაც შეეხება საქართველოს - 5 მატჩიდან 4 გამარჯვება.

1. პორტუგალია - საქართველო 24:35
2. საქართველო - ბელგია 78:6
3. ესპანეთი - საქართველო 10:23
4. საქართველო - რუმინეთი 41:13
5. ავსტრალია - საქართველო 27:8

მატჩი თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ამდენი ხნის პაუზის შემდეგ საინტერესო იქნება ჩვენების თამაში ნახვა. ძალიან მაინტერესებს როგორ ფორმაში არიან და რა მხრივ აქბვთ გაუმჯობესებული ყველა ის კრიტერიუმი რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას რომ "რაგბი ჩვენი თამაშია"

მოლოდინი: მეტი პასები, მეტი სისწრაფე, მეტი დრიბლინგი, მეტი ინდივიდუალიზმი..

ვნახოთ, წარმატებები ჩვენებს

Biankonneri
12:58 23-10-2020
2
ძნელი იყო როდის, რომელ საათზეა, ამის დაწერა?
მინდია
15:48 23-10-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული