მიმართეთ საქართველოს რაგბის ნაკრებს შოტლანდიასთან პრინციპულ მატჩამდე

AutoSharing Option
მიმართეთ საქართველოს ნაკრებს შოტლანდიასთან პრინციპულ მატჩამდე.

საუკეთესო 15 კომენტარი ამოირჩევა და 16:00-ზე გამოვაქვეყნებთ.

შეგახსენებთ, 22:30-ზე საქართველოს რაგბის ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 84 /
ბოლომდე და დაიჯერეთ რომ სასწაულები ხდება, თუ მარცხი გველის კიდე ამაყად რომ გამოხვალთ ამაში დარწმუნებული ვარ.
თქვენს გვერდით ვართ ბოლომდე
giorgi4444
23 ოქტომბერი 2020 15:03
0
უბრალოდ მინდა იცოდეთ როცა თქვენ მოედანზე გადიხართ სისხლი მიდუღდება ვიყინები 80წუთი .. მინდა იცოდეთ ყოველი შეჯახება ყოცელი დარტყმა მესმის და ვგრძნობ.. მინდა იცოდეთ ვლოცულობ გამარჯვებისთვის ...გამძლეობისთვის და ვლოცულობ საქართველოსთვის...უფალი იყოს ჩვენი მფარველი წინ გმირებო ერთად გამარჯვებისკენ
შიო კესარელი
23 ოქტომბერი 2020 14:58
0

მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,
დადგეს ყიჟინის კორიანტელი,
რომ საქართველოს რწმენის აკვანი
კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი.

მამულისათვის, მამულისათვის
ტყვია მიზანში მოსახვედრია.
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია.
პავლე
23 ოქტომბერი 2020 14:49
0
ჩვენო ლომებო, ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ ჯანსუღ ჩარკვიანის სიტყვებით: „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“! დღეს თქვენს წინაშე არიან შოტლანდიელი ლომები, მაგრამ არ შედრკეთ, არ დაგავიწყდეთ, ვისი გორისა ხართ! გფარავდეთ წმინდა გიორგი!
ამირან ბუთურიშვილი
23 ოქტომბერი 2020 14:33
0
აბა თქვენ იცით ბიჭებო, უმეტესობა თქვენგანის მომავალია შემდეგი 6-7 წელი, დაგვანახეთ რომ მომავალი გვაქვს !!! წარმატებები
senaki
23 ოქტომბერი 2020 14:25
0
ამ ძნელბედობის ჟამს თქვენ შეგიძლიათ გააბედნიეროთ ხალხი.ჩვენ იმ გვარისა ვართ, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია, ამიტომ წინ, გამარჯვებისკენ. ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები!!!
mamuka09ze
23 ოქტომბერი 2020 14:14
0
ეს ამხანაგური თამაში თუ "პრინციპული" თამაშია (როგორც სათაურში წერია) მაშინ პრინციპული მართლა რაღაა? ავტორებო შეარჩიეთ რა სიტყვები. მასა არა ვართ, ყველაფერს არა ვჭამთ!
ჩვენ ლომებს გამარჯვება ყველგან და ყოველთვის!!
SL
23 ოქტომბერი 2020 14:13
1
თქვენ ეს შეგიძლიათ!!! ჩვენ გვჯერა!!!
Დავით იბერიელი
23 ოქტომბერი 2020 14:12
0
გახსოვდეთ აფხაზეთი! გახსოვდეთ სამაჩაბლო!
ქუთაისელი
23 ოქტომბერი 2020 13:54
0
წინ
ქართველი
23 ოქტომბერი 2020 12:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული