"ბორჯღალოსნები" ჩვენს დონეზე "გადაიხარშნენ", მათ ელიტა სჭირდებათ - ამბობს რუსი მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა Rugger.info-სთან "ბორჯღალოსნების" ევროპის ელიტარულ გუნდებთან თამაშის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა.

"ქართველები მრავალი წელია ჩვენს დონეზე "იხარშებიან", უკვე კარგა ხანია გადაიზარდნენ. ამან უკანასკნელ ხანს მათი დაღუპვა დაიწყო. გარღვევისათვის უძლიერეს მეტოქეებთან თამაშია საჭირო. საქართველოს ჩემპიონატის დონე ახლა არ იძლევა ისეთი ნაკრების ჩამოყალიბების საშუალებას, რომელიც ელიტის წარმომადგენლებს ტოლ-სწორად ეთამაშება. მათთან თამაშის გამოცდილებაა აუცილებელი. თვითონ ქართველთა "შემოდგომის ერთა თასზე" მონაწილეობა დიდი საქმეა, ყვეყანაში რაგბის განვითარებისაკენ დიდი ნაბიჯია.

ქართველების ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებას, ალბათ, არ უნდა ველოდოთ. ყოველ მატჩში თავიანთი ამოცანის
გადაწყვეტა მართებთ: არ დამარცხდნენ დიდი ანგარიშით, რაც შეიძლება მეტი ქულები მოაგროვონ, მოიგონ მოედანზე მიკროდუელები. ეს კარგი გამოცდილება იქნება. თუ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან მოახერხებენ, რომ შერკინებაში არ დაიჯაბნონ და მოწინააღმდეგეს დაცვაში ღრმა გარღვევების საშუალება არ მისცენ, ამის ხარჯზე კლასის ამაღლებას მიაღწევენ. სავარაუდოდ, ვინმეს ვერ მოუგებენ, თუმცა მაინც ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ასეთ კომპანიაში აღმოჩნდა".

ტურნირზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში, 14 ნოემბერს, ინგლისს უნდა შეხვდეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
100%
თბილისელი
23:31 05-11-2020
1
რუსს თუ როდესმე რამეში დავეთანხმებოდი არ მეგონა მარა ამ კაცმა ორივე ხელები ამაწევინა.
darabi
14:39 06-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული