"რვა ერი": საქართველო ინგლისთან მშრალად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები "თვიქენჰემზე" ინგლისს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უშანსოდ დამარცხდა - 0:40.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ, პრაქტიკულად, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა და მისმა გუნდმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ პირველი მეოთხედის განმავლობაში, სტუმრებმა დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად იასპარეზეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს კომბინირებულად თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.

მიუხედავად ამისა, "ვარდებმა" მე-14 წუთზე უილისის ლელოს შემდეგ, დომინაცია ქულებშიც ასახეს და პირველ ტაიმში ქართველები 4-ჯერ დაალელოვეს. მატჩის ბოლომდე, ინგლისელთა საფირმო "მოძრავი
მოლის" შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ სტრატეგიის ფონზე, ჯეიმი ჯორჯმა 3 ლელო გაიფორმა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევები წარმატებით კიდევ 2-ჯერ დაასრულეს და საბოლოო ჯამში, 40 ქულას მოუყარეს თავი. ამ გამარჯვებით ედი ჯონსის გუნდი ჯგუფში გალიდერდა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ინგლისი

ხაზი: 15. დეილი, 14. ჯოზეფი, 13. ლოურენსი, 12. სლეიდი, 11. მეი, 10. ფარელი, 9. იანგსი.

შერკინება: 1. ჯენჯი, 2.ჯორჯი, 3.სტიუარტი, 4. ეველსი, 5. ლონჩბერი, 6. იტოჯე, 7. უილისი, 8. ვუნიპოლა.

მარქაფა: 16. დუნი, 17. ვუნიპოლა მ, 18. სინკლერი, 19. ერლი, 20. ქერი, 21. რობსონი, 22. მალინსი, 23. მერჩანტი.


საქართველო

ხაზი: 15. ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ.), 11. სვანიძე, 10.  აბჟანდაძე, 9. აფრასიძე;

შერკინება: 1. ნარიაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ჯაიანი, 5. ქერდიყოშვილი, 6. საღინაძე, 7. თხილაიშვილი, 8. გორგაძე.

მარქაფა: 16. ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ყაულაშვილი, 19. გიორგაძე, 20. ჯალაღონია, 21. ლობჟანიძე, 22. თოდუა, 23. ჯავახია.

მკითხველის კომენტარები / 89 /
წავაგეთ ეს ცუდია მშრალად ეს ძანცჯდია. მაგრამ მე ეს წაგება მირჩევნია ვიდრე იმ სუსტ გუნდებთან გამარჯვება რომლისგანაც არფერი ზრდა არ ყო. იყო უამრავი შეცდომები მაგრამ იყო ჟინი ბრძოლის სურვილი და ამიტომაც თქვენთანვართ ბიჭებო მახსენდება პირველი მერცხალი როდესაც წაგებულები მაგრამ ნაბრძოლები აბა ულითს დასჭექავენ თქვენც შემოსძახეთ ურთიერთ გაამხნევეთ და მოგებაც იქნება
იბერიელი68
15 ნოემბერი 2020 20:28
0
ხელდახელ თამაში ვერ ისწავლეს ქართველებმა ტემპში სპრიტში აბსოლურურად ყველას ჩამოვრჩებით. სანაქებო შერკინება წარსულს ჩაბარა. მეორე ხაზი,არ, არც მესამე.9-ს და 10-ს არა უშავს რა. 15 -0. თავგზააბნეული მწვრთნელი და ფედერაცია. შედეგად 000-ი.
ოზეკი
15 ნოემბერი 2020 14:42
2
ჩვენი ლომები.გენაცვალეთ ქართულ გულში!!!მიუხედავად წაგებისა მე თქვენი ყურებისას ყოველთვის განვიცდი სიამაყეს!თქვენ გენაცვალეთ,მაგარი კაცები ხართ.
Jordan beli
15 ნოემბერი 2020 14:10
5
გასაგებია ინგლისია და ძნელია მას ლელო დაუდო თუმცა არეკნი რომ დაამუშაონ ბიჭებმა ნულზე არ წავაგებთ, თან ქულას აიღებ და თან დიდი ალბათობით ბურთსაც ბრძოლაში დაიბრუნებ და ისევ მოამზადებ შეტევას
Ok.
15 ნოემბერი 2020 12:16
0
უფრო რთული მოსამზადებელია ვიდრე შესასრულებელი. მატჩების უმრავლესობაში ნებისმიერი გუნდის არეკნები საერთოდ არ ირტყმება
ishviatobaa
16 ნოემბერი 2020 01:56
0
ბიჭების გარჯის არდაფასება ვერ იქნება მართებული ჩვენგან, მაგრამ მშრალი ანგარიშით წაგებასაც ვერ ვუწოდებთ ღირსეულს. ამასთანავე, ისეთ შეცდომებს ვუშვებთ, მეორე დონის გუნდებთანაც რომ ჩანს, მაგრამ იქ გაგვდის. მაგალითად - ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში ვიღებთ და სიჩქარის აკრეფას ვერ ვასწრებთ, რაქში თამაშს ვაგვიანებთ, როგორც შეტევისას, ისე დაცვისას და ძლიერ გუნდებთან ბურთის დაჭერას არ ვცდილობთ.

ზოგადად, ამ ფორმაციის ნაკრებით და უკანა ხაზით ვერ ვითამაშებთ ბობოლებთან ტოლ-სწორად. შეადარეთ მაგალითად შოტლანდიელების 15 ნომერი ჩვენსას. ან ჩვენი 11 და 14 ნომრები, უბრალოდ გაბარიტებით შეადარეთ ბობოლებისას და ეს იმის ფონზე, რომ სისწრაფეში თუ მეტი არა, ნაკლები ნამდვილად არაა იმათი ფლანგელები. ამ ჩვენ ნაკრებ შერკინებასაც გადაუარეს ბოლო 2 თამაშში... ღმერთმა ქნას, რომ გამოვასწოროთ. ამაზე ძლიერი მეტოქეები აღარ გვეყოლება ამ ტურნირზე და იქნებ ჩვენც ვაჩვენოთ რამე.
Lasha
15 ნოემბერი 2020 12:14
1
იტალია 2000 წლიდან დღემდე თამაშობს 6 ერში და იცით რამდენი მოგება აქვს??? 12... კი ზუსტად 12 20 წელიწადში.. 20 წელში თუ იტალია ვერ გაიზარდა იმ დონემდე რო წინააღმდეგობა მაინც გაუწიოს 6ერის ტოპ გუნდებს რამდენი წელი დაჭირდება მაგისთვის საქართველოს ნაკრებს??? და თქვენ ის ხალხი ვინც ითხოვს ჩვენს 6 ერში შეყვანას მზად ხართ იმ შედეგებისთვის რა შედეგებიც გველოდება მანდ თამაშის დროს?? მოდი რა ნუ შევაზიზღებთ ამ სპორტსაც ქართველებს და მოვუგოთ ისევ რუსეთს რუმინეთს პორტუგალიას და გვეგონოს რო მაგარი ნაკრები გვყავს...
durantula
15 ნოემბერი 2020 01:12
33
მაგათ მსოფლიოს ჩემპიონატებში,აგრეთვე ტესტ მატჩებში შეგვახვედრებენ და კიდევ უფრო ადვილად მოვუგებთ.ნეტავი მიგვიღონ.ასე უკან რომ დავიწიეთ,სწორედ იმის ბრალია,რომ ძლიერ გუნდებს იშვიათად ვხვდებით.თუ განვითარების სტიმული არა გაქვს,ზრდას წყვეტ და ეს,გარდაუვალად იწვევს უკუსვლას.ზუსტად ეს გვჭირს ახლა.ადრე ჩვენი ასაკობრივი ნაკრები,ევროპის ჩემპიონატშიც ხვდებოდა ხოლმე 6 ერის ქვეყნებს და იქ მიღებული გამოცდილების ხარჯზე ,მსოფლიოს ჩემპიონატზეც წარმატებით გამოდიოდა და ევროპის ჩემპიონატზეც თანდათან 6 ერის ნაკრებებსაც დავუწყეთ დამარცხება.ამის საპასუხოდ,6 ერის ქვეყნებმა,ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნეს თავისი ნაკრებები და განვითარების ეს საშუალება გადაგვიკეტეს.შედეგმაც არ დააყოვნა.ბოლო ჩემპიონატზე,უკვე ძლივს შევინარჩუნეთ ელიტაში ადგილი და მომდევნო პირველობაზე უკვე გამოვარდნას ველოდები.მაქსიმუმ ორი ამაში გვიწევდა ხოლმე ამ ძლიერებთან თამაში და ამის მოკლებამაც კი, ასეთი უარყოფითი გავლენა მოახდინა ახალგაზრდული ნაკრების დონეზე.შოტლანდიასთანაც და ინგლისთანაც,ბიჭების საკმაო ნაწილს,სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოუწიათ თამაში.ეგ კი არა,ყოველი თამაშის წინ,სულ ორი გუნდური ვარჯიშის ჩატარება მოესწრო და ასე მოუმზდებელს,რა საშუალებით უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა, მსოფლიოს მეორე ნაკრებთან?დაცვაზე უმუშავიათ,შერკინებაზე,ცხადი იყო,დერეფანზეც და მოლზეც,მაგრამ ინგლისს უძლიერესი მოლი ჰყავს და მაინც დაგვაჭარბეს.შეტევისათვის კი ფიზიკურად აღარ ექნებოდათ მომზადების დრო.შოტლანდიასტან მატჩის შემდეგ,დაბრუნებული ბიჭებისთვის,8 ერის ორგანიზატორებს,ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშის უფლება რომ არ წაერთმიათ,ბიჭები ცოტას მაინც აიღებდნენ სათამაშო პრაქტიკას,მაგრამ ესეც აგვიკრძალეს და გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს.ასე რომ,მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, ასე წაგება.კიდევ კარგად გადავრჩით,ან კიდევ მათაც თავები შეინახეს.ახლა უელსის წინ,მთელი კვირა გვაქვს სავარჯიშოდ და მჯერა,რაღაც კომპონენტები,აუცილებლად გაუმჯობედება,მაგრამ იმდენად, რომ უელსის საკმაოდ შესუსტებულ გუნდს, ღირსეულად ვეთამაშოთ?საკითხავი ეს არის.რუსეთთან თამაში არ უნდა გაეუქმებინათ და მაშინ მომზადების უწყვეტი ციკლი გვექნებოდა,მაგრამ ამ თამაშის გაუქმებამ,ყველაფრი დაშალა და ამ მდგომარეობაში ჩაგვაგდო.
სოსო
15 ნოემბერი 2020 10:35
0
პასუხი "იმ ხალხისგან": იტალია რატო არ განვითარდა მაგაზე იტალიელებმა იდარდონ. ეგრე არგენტინა 8 წელია რაც ოთხ ერშია და 42 თამაშიდან სულ 5 ქონდა მოგებული, მაგრამ შარშან ზელანდიასთან 4 ქულით წააგო და წელს პირწმინდად მოუგო.

მე ქართული რაგბის მომავლის მჯერა! მჯერა იმიტომ რომ ვხედავ რაგბისტების, რაგბში ჩართული ადამიანების და ნამდვილი გულშემატკივრების პროგრესის წყურვილს! მჯერა იმიტომ რომ ქართველი რაგბისტების ყოველი თაობა თავის თავზე მაღლა გადახტომას ახერხებს და წინაზე უკეთესია! მჯერა იმიტომ რომ საქართველოში საქმისადმი ყველაზე სწორ და პროფესიონალურ მიდგომას სწორედ რაგბში ვხედავ! (მიუხედავად იმისა რომ "არასწორი" ერთეულები აქაც არიან). განვითარება და წარმატება კიდე შენზე უკეთესთან ბრძოლის გარეშე არ მოდის - ამ ბრძოლას კი ხშირად მოაქვს მარცხი.

ნიკზე გეტყობა კალათბურთის გულშემატკივარი ხარ, ხოდა ერთი უცნობი კალათბურთელის ციტატით დავასრულებ აზრს: "მე ავაცილე 9000-ზე მეტი სროლა კარიერაში. წავაგე თითქმის 300 თამაში. 26-ჯერ მენდო გუნდი რომ გადამწყვეტი ბურთი მესროლა და მე ავაცილე. მე ვმარცხდებოდი ცხოვრებაში ისევ და ისევ. და სწორედ ამიტომ ვაღწევ წარმატებას" - მაიკლ ჯორდანი.
ჭია
15 ნოემბერი 2020 07:18
0
ეს რა ოპტიმისტური და ეგზოტიკური, შინაურული სპორტია.მარტო რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ რომ იცის მუღამი.. მეც მომინდა აქ თამაში,40-0 აგებ და ყველა გაქებს:))აუ რა კაია,გენაცვალეთ თქვენ,რა დაბალი თამასაა."ლელო ვერ დავდეთ მაგრამ ბოჭვა ჰქონდა მგეზავს პელე","მღლეტავები გვეზრდებიან-ვაცადოთ ბიჭებს" ვახ რა ერთსულოვნებაა,როგორი ჰარმონია,რა კეთილი ზღაპარია რაგბი.სად შEვიდე,რომელ კლუბში მირჩევთ,მეც ჯიგარი ვარ ძმაკაცობა მიყვარს,მაგრამ როცა ვაგებ ხოლე ყველა მტისკავს და ეს არის ჩEმი გადარჩEნა.მინდა რა რაგბის გაწონასწორებულობა.არ მინდა ეს სიგიჟე და არა კაცობა,სულ რომ აგებ და გსაყვედურობს გულშემატკივარი.რაგბი მინდა ,სულ რომ ცავაგო მაინც სუფთა ვარ,პირველი თოვლივით.ჰო კიდე აი სადაც ცუდად აგებენ 0;1 და ვერ ხევენ მაკედონიას როცა უნდათ იმათ წავართვათ რა ფული,მოედნები და ჩვენ დავხარჯოთ,მესამე ტაიმები ვაკეთოთ.ჩვენს ეგზოტიკაში ჩავიკეტოთ,კუნთებს ვუყუროთ სხვატკამ და ვისიამტკბილოთ წაგებებით
gio
15 ნოემბერი 2020 01:01
40
შენი კომანტარის მიხედვით ან ფეხბურთელი ხარ ან ამ ნომერ პირველი სპორტის დიდი გულშემატკივარი. ძალიან კარგად მესმის შენი აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ზოგმა ვაი გულშემატკივარმა ფეხბურთის საერთოდ გაუქმება მოითხოვა და ზოგმა ნაკრების წევრებს საერთოდ გადაუარა. მაგალითად კანკავას და ოქრის, რომლებიც ამ თამაშამდე ისევ მაგათთვის,რომ გეკითხათ გუნდის სული და გული იყვნენ. მაკედონიას მხოლოდ იმაში გაუმართლა, რომ ევროპის შუაგულშია და მისი ჩვენ ბიჭებზე არაფრით გამორჩეული ფეხბურთელები უფრო ადვილად ხდებიან უკეთეს ჩემპიონატებში. სხვა ობიექტური ახსნა ვერ ექნება იმას, რომ ელმასი ნაპოლიში, ხოლო კვარაცხელია რუბინში თამაშობს. ასეთ გუნდებში თამაში თავისთავად უკეთეს ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებას, უკეთეს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გულისხმობს. რაც საბოლოო ჯამში ორ უმთავრეს კომპონენტში გამოცდილებასა და მაღალ საფეხბურთო კლასში გადაიზრდება.
ეხლა რაც შეეხება რაგბს აქ უკვე შენ იმეორებ ზემოთ ნახსენები გულშემატკივრების შეცდომას, როდესაც ასე ცინიკურ კომენტარს აკეთებ ნაკრების წევრებზე და მთლიანად ქართულ რაგბზე. ეს თამაში მართლაც, რომ სპეციფიურია და აქ ერარქიული სხვაობა ნაკრებებს შორის უფრო მაღალია ვიდრე ფეხბურთში. მგონია, რომ ფარერების სამოყვარულო გუნდთან უიმედოდ განადგურება მეტად მტკივნეულია ვიდრე რაგბში ინგლისთან ამ ანგარიშით დამარცხება. დამიჯერე ფეხბურთში, რომელიმე დიდ ტურნირზე ასეთ სიკვდილის ჯგუფში, რომ მოვხვდეთ იქაც სანატრელი გვექნება ერთი გოლის გატანა, როგორც აქ ლელოსი.
მიუხედავად ბევრი იმედგუცრუებისა ფეხბურთი და რაგბი ჩვენი თამაშია.
H
15 ნოემბერი 2020 10:47
1
ხომ ვიძახდი არ გვინდა 6 ერი მეთქი. რომელიმე გუნდის დამარცხების იმედი გააქვთ ვინმეს?
ჩვენი ხალხს ოღონდ რუსი დავამარცხოთ სხვამ თუნდაც თავზე იმას გვიქნას. ასე ვართ ყველაფერში.
ავადმყოფი ერი ტყუილად კი არა თქვა ასტაფიევმა ჩვენზე. რა წარმატებებზე შეიძლება ლაპარაკი როცა ნაცები და მისი მომხრეები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ამ სპორტულ საიტზე ჩუმად შემოპარულები. ისინი ხომ ხარობენ საქართველოს წარუმატებლობით. სანამ ბოროტება არ აღმოიფხვრება არაფერი არ ეშველება ქვეყანას არც ერთ სფეროში. სანამ გლახუნები იარსებებენ არც მაშინ
დავით 67
15 ნოემბერი 2020 00:47
26
This was definitely George’s day, not Georgia’s. წერს გარდიანი!
rugby_FAN
15 ნოემბერი 2020 00:32
2
ედი ჯონსი რა დღეში იყო, რამ გადარია, რამ ანერვიულა ესე?! გეგონება ფინალს თამაშობდა :))
ედის
14 ნოემბერი 2020 23:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული