"რვა ერი": საქართველო ინგლისთან მშრალად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები "თვიქენჰემზე" ინგლისს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უშანსოდ დამარცხდა - 0:40.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ, პრაქტიკულად, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა და მისმა გუნდმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ პირველი მეოთხედის განმავლობაში, სტუმრებმა დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად იასპარეზეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს კომბინირებულად თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.

მიუხედავად ამისა, "ვარდებმა" მე-14 წუთზე უილისის ლელოს შემდეგ, დომინაცია ქულებშიც ასახეს და პირველ ტაიმში ქართველები 4-ჯერ დაალელოვეს. მატჩის ბოლომდე, ინგლისელთა საფირმო "მოძრავი
მოლის" შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ სტრატეგიის ფონზე, ჯეიმი ჯორჯმა 3 ლელო გაიფორმა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევები წარმატებით კიდევ 2-ჯერ დაასრულეს და საბოლოო ჯამში, 40 ქულას მოუყარეს თავი. ამ გამარჯვებით ედი ჯონსის გუნდი ჯგუფში გალიდერდა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ინგლისი

ხაზი: 15. დეილი, 14. ჯოზეფი, 13. ლოურენსი, 12. სლეიდი, 11. მეი, 10. ფარელი, 9. იანგსი.

შერკინება: 1. ჯენჯი, 2.ჯორჯი, 3.სტიუარტი, 4. ეველსი, 5. ლონჩბერი, 6. იტოჯე, 7. უილისი, 8. ვუნიპოლა.

მარქაფა: 16. დუნი, 17. ვუნიპოლა მ, 18. სინკლერი, 19. ერლი, 20. ქერი, 21. რობსონი, 22. მალინსი, 23. მერჩანტი.


საქართველო

ხაზი: 15. ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ.), 11. სვანიძე, 10.  აბჟანდაძე, 9. აფრასიძე;

შერკინება: 1. ნარიაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ჯაიანი, 5. ქერდიყოშვილი, 6. საღინაძე, 7. თხილაიშვილი, 8. გორგაძე.

მარქაფა: 16. ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ყაულაშვილი, 19. გიორგაძე, 20. ჯალაღონია, 21. ლობჟანიძე, 22. თოდუა, 23. ჯავახია.

მკითხველის კომენტარები / 89 /
ეხლა ვფიქრობდი, უკვე ყველა სპორტში სასაცილოები ვართ, პოლიტიკაშიც ასევე, ცხოვრების დონე ნ უ ლ ი, მეტი რაღა უნდა დაგვემართოს, გადავგვარ-გადავშენდით, საძოვარზე მიშვებული ნახირიც აღარ ვართ უკვე ...................
??????????????????????????????????????????????????????????????
14 ნოემბერი 2020 21:06
46
თუ გვაცალეს ამათთან ჰყოფნა, ერთი ხუთი წელი, რაცხა კაი გამოგვივა.
იტალიას , არგენტინას და იაპონიას, ტოლიტოლზე მაინც ვეთამაშებით, თუ მათზე უკეთესად არა.
Sapienti Sat
14 ნოემბერი 2020 21:06
24
ნე სვისტი, ტოლი არა ვჯობნით
დინამო 72
14 ნოემბერი 2020 22:06
0
არგენტინას დღეს ზელანდია დაუგდია, იაპონიამ რა ქნა მსოფლიოზე ეგეც არ დაგვავიწყდეს
14 ნოემბერი 2020 21:54
0
ყველა გამოხმაურება
მოძრავი მოლის' შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა
კარგით რა დალოცვილო რით ვერ ისწავლეთ მოლის გაჩერება
sar
14 ნოემბერი 2020 21:02
5
ფეხბურთელები გასაგებია არა გვყავს, ამდენი ხანი მწვრთნელი არ ჰყავდეს გუნდს პირველად ვნახე. 300 მილიონს რომ აძლევთ ფეხბურთის ფედერაციას იმენნა შესაჭმელად და თამაშის წასაგებად, მიეცით მეხუთედი და დანარჩენით რაგბის კარგი მწვრთნელი ჩამოვიყვანოთ ხომ შეიძლება
მარტო ჭამაში ვარგივართ
14 ნოემბერი 2020 21:02
12
მადლობა ბიჭებს!!! შედეგი გასაკვირი არ არი, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი დადეს მოედანზე ძალიან რთულ პირობებში! გამოჩნდა პროგრესი შოტლანდიის თამაშთან შედარებით და დარწმუნებული თამაშიდან თამაშამდე მომატებას გავაგრძელებთ!
ჭია
14 ნოემბერი 2020 21:00
13
ტყეშელაანთ გიჟო,შოტლანდიასტან თამაშის წინ,სულ ორი ვარჯიშის საშუალება მოგვეცა,მერე საქართველოში დაბრუნებულ ბიჭებს,ეროვნულ ჩემპიონატში თამაში აუკრძალეს 8 ერის ორგანიზატორებმა და ისე გამოვიდა,რომ კვლავ უთამაშებლები დარჩნენ/მერე,როცა ინგლისისტვის შეიკრიბნენ,რამდენიმე დღე,კონტაქტური ვარჯიშები,აკრძალული ჰქონდათ და ისე გამოვიდა რომ საქართველოდან ისევ უთამაშებელი ბიჭები ჩავიდნენ ინგლისში და თანაც სულ 2 სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარეს.ორჯერ ნავარჯიშებ ნაკრებს,მსოფფლიოს მეორე ნომერ ნაკრებთან რომ არაფრის შანსი არ ექნებოდა,ამას რა მიხვედრა უნდა?სულ ორჯერ ნავარჯიშები კი არა მსოფლიოს საუკეთესი ნაკრებები ვერაფერს შვრებიან მის წინააღმდეგ,სრულფასოვანი მომზადების შემდეგაც კი და ან ბიჭებს,ან კიდევ მწვრთნელს რა შეეძლოთ?ამაზე დავწერე კიდეც,რომ სავარჯიშო მსხლის როლში ვჭირდებით მეთქი,მაგრამ რა შეგვიძლია?თანაც ასეთი შესაძლებლობაც კი საოცნებოა ჩვენთვის და ამის დაკარგვა, არ შეიძლებოდა.ახლა ყოველი თამაშის შემდეგ,მთელი კვირა ვარჯიშის საშუალება გვაქვს და თამაშიდან თამაშამდე,სულ უფრო უკეთ მოვემზადებით.გული არ უნდა გავიტეხოთ.დაღირებას,დარტყმა სჯობიაო.ჩვენ უკვე დაგვარტყეს და წესით,უკვე ვეღარაფერი შეგვაშინებს.ამაზე ძლიერი მეტოქე,ამ ტურნირზე,უკვე აღარ შეგვხვდება.ასე რომ მომდევნო თამაშებში,ამაზე მეტად აღარ გაგვიჭირდება და უკეთესობაზე ფიქრიც შეგვიძლია.ახლა ხომ ყოველი თამაშის შემდეგ,სულ უფრო უკეთეს ფორმაში შევალთ და სათამაშო პრაქტიკასაც შევივსებთ.უელსი,ნადვილად ვერ გამოიყურებოდა მრისხანედ და მათთან მეტნაკლებად თანაბარი ბრძოლის გამართვა,შესაძლოა შევძლოთ კიდეც.ყოველ შემთხვევაში,პროგრესი უნდა გვქონდეს.
სოსო
14 ნოემბერი 2020 23:23
1
უფრო აგრესიულად და სწრაფად ვწევდით ხაზს დაცვაში, არ ვაფუჭებდით ბოჭვებს, კიდეებზე როცა სივრცე იქმნებოდა ვასწრებდით ჩახურვას, უკეთესი დისციპლინა გქონდა და არ ვიკიდებდით უაზრო თამაშგარე ჯარიმებს, მთელი 80 წუთი მობილიზებულები ვთამაშობდით (მაშინ როცა შოტლანდიასთან მომენტებში უბრალოდ გავჩერდით), ბურთი როცა გვქონდა კონტაქტის არეს ვიგებდით მაშინ როცა შოტლანდია ყოველ დაჯახებაზე უკან გვახევინებდა, და ა.შ.

სამუშაოც ბევრია - მოლში რო გადაგვიარეს მაგას ჩემი კომენტარი არ ჭირდება, რაქის გასუფთავება და ბურთის სწრაფად გამოტანაც საჭიროა და კიდე ბევრი რამ - მაგრამ მოდი ამინდიც და მოწინააღმდეგეც გავითვალისწინოთ. გვაქვს უპრეცედენტო შანსი რო გავაგრძელოთ ერთად ვარჯიში, მინუსებზე მუშაობა და კვირიდან კვირამდე ასეთივე მაღალი დონის მოწინააღმდეგეებთან გამოვცადოთ თავი. ხოდა ვნახოთ... მე ვხედავ პროგრესს და მჯერა რო კიდევ მოვუმატებთ!

მწვრთნელს რაც შეეხება შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მე მას უფრო ტურნირის განმავლობაში პროგრესიდან (ან უპროგრესობიდან) გამომდინარე შევაფასებდი და არა ემოციურ ფონზე მსოფლიოს საუკეთესო (ჰა-ჰა მე-2) გუნდთან უშანსოდ წაგების შემდეგ.
ჭია
14 ნოემბერი 2020 23:07
0
ყველა გამოხმაურება
კანეშნა მოუგებდა სულ ჩვენ გვაჯარიმებდნენ, პირველი ლელო აჩუქეს, ჩვენ კი საშვალება არ მოგვეცა ლელო დაგვედო
rugby
14 ნოემბერი 2020 20:58
32
კანეშნა, შენაირი ანალიტიკოსის მქონე ქვეყანა მოუგებდა ინგლისს
gia
14 ნოემბერი 2020 21:32
0
მწვრთნელი როდესმე გვეყოლება??????????????????????????????????????????????????
???????????????
14 ნოემბერი 2020 20:57
6
ნიაზ მამრიკაშვილის თამაშის "ღლაბუცა" წაყვანა მარტო მე მაღიზიანებს?
არდილეს
14 ნოემბერი 2020 20:55
38
Ki marto shen gagizianebs.

Memgoni ki
14 ნოემბერი 2020 21:53
6
კიდევ 6-ს :)
ვვვ
14 ნოემბერი 2020 21:34
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული