საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
კომენტარი მიღებულია. დაელოდე 10 წელი, მალე გამოქვეყნდება.!!! რა გვეშველება რომ არ ვიცი სად და ვისთან ვილაპარაკო და გავაგებიოთ ამ რაგბის ფედერაციონსკებს რომ დაალაგონ ყველაფერი დროზე. ერთი ეს მიდიოდა სწორი გზით და ასეც ჩააგდეს ჭაობში.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 23:25
2
იმას კი ჯობია 45-10 რო გაგვაკატავეს მარა ხელით თამაში ვერ ვისწავლეთ და მოთამაშეების უმრავლესობას სწრაფი გადადგილება უჭირს ისინი კიდე დაფრინავდენ მოედანზე.არაფერია თაობათა ცვლა უნდა მოხდეს და ისინი ამათზე კარგადაც თამაშობენ ხელით.ფიჯი კიდე იტალიასაც ჯობია და ჩვენც.
zaza
05 დეკემბერი 2020 19:44
2
არ ველოდი რომ ფიჯის მოვუგებდით, მაგრამ ასე მთლად უშანსოდ წაგებაც ნამეტანია!
რაც მანამდე დავაკომენტარე იგივეს დავწერ: რაშივ ვვარგობდით - შერკინება- აღარ ვვარგივართ! აუტი ხომ ვერ ვისწავლეთ, გაუაზრებელი ფეხით თამაში, ნუ ხელით თამაში არც ვიცოდით და ვერც პროგრესს ვატყობ! მწვრთნელიც ამ სიაშია და ზოგადად სანამ ფრანჩაიზი კლუბი არ გვეყოლება სადმე (საფრანგეთი) შანსი არაგვაქვს პროგრესის!
ვინც პროგრესს ვიტომ ამჩნევთ - ეგაა ილუზიები და თავის მოტყუება!!!
leonardo
05 დეკემბერი 2020 18:40
2
რედაქციავ, თუ ეს კომენტარი არ გამოაქვეყნოთ, თქვენ იყოთ ქართული რაგბის მტრები! მივმართავ ქომაგთა უმრავლესობის სახელით ლევან მაისაშვილს:
"ბ-ნო ლევან, თუ სინდისის ნატამალი მაინც შეგრჩენია, ნაცვლად იმისა რომ იხტიბარი არ გაიტეხო, გამოდი და კაცურად განაცხადე რომ აუცილებელია რადიკალური ცვლილებები ანუ ნაკრებს სჭირდება ახალი სისხლი! ეს ეხება როგორც მოთამაშეებს (ანუ ძველი თაობის მოთამაშეთა მადლობით გაშვებასა და ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთებას), ისე მწვრთნელის შეცვლის საკითხსაც. მხოლოდ ასეთი ვაჟკაცობის გამოჩენის შემთხვევაში გექნება შანსი, რათა ახალი მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დარჩე და შესაძლოა, მერე სამომავლოდ გახდე ნაკრების ღირსეული დამრიგებელი. სხვა შემთხვევაში, თუკი პირადი ინტერესები გადაწონის, იცოდე რომ ეს ჭაობი არათუ გაგრძელდება, არამედ უფრო გაღრმავდება! ამიტომ გთხოვ, რეალობას თვალებში ჩახედე და სწორად მოიქეცი, ამით ქართული რაგბის საქმეს გააკეთებ!"
ტყეშელაანთ გიჟი
06 დეკემბერი 2020 01:42
3
აუ ამ კაციჭამიებთან როგორ უნდა დამარცხდე ტო, საქართველოს რაგბის ფედერაცია მოძებნე ნორმალური წვრთნელი თორემ უკვე სასაცილოა ამდენი წაგებები, თუ რამე პრეტენზია გვაქ 6 ერში თამაშზე, უნდა დავამტკიცოთ კიდეც რომ საუკეთესოები ვართ და სულ მცირე ფიჯის მოგება მაინც შეგვიძლია, თორე ესე შორს ვერ გავფრინდებით.
gia
05 დეკემბერი 2020 18:11
17
ახლა რაგბის ოდნავ მცოდნე კაცი მაისაშვილს როგორ გალანძღავს?! ვაა...??
aburjga
05 დეკემბერი 2020 19:54
7
ვერ ვხსნი რატომ გააფუჭეს ამდენი ინდივიდუალური ბოჭვა და რატომ არ ვცდილობდით აგრესიულ დაცვას,შესაძლოა გადაღლილობა ზუსტად ამაში გამოჩნდა ყველაზე მეტად.დიდი ენერგია წაიღო არა უბრალოდ იმან რომ 4 შეხვედრა ვითამაშეთ,არამედ თუ როგორ ვითამაშეთ,უდიდეს წნეხში და დაცვაში ძირითადად რამაც გამოფიტა გუნდი უბრალოდ.ფაქტიურად ამან წაგვაგებინა თამაში.ასევე გუნდი აშკარად ვერ უღებს ალღოს ასე ვთქვათ "არატრადიციულ" ბარბაროსულ რაგბის,როგორსაც ფიჯი თამაშობს და არ აქვთ სიმწყობრე არც შეტევაში და არც დაცვაში და დისციპლინა მათთვის უცხო ხილია,მიუხედავად იმისა,რომ უმაღლესი კლასის უკანა ხაზი ყავთ,ფიზიკურად გამორჩეული და მართლა ფენომენალური ინდივიდუალურად. ამას რომ ალღო აუღო შენ თავად უნდა გქონდეს უკვე ჩამოყალიბებული სათამაშო სისტემა და ფილოსოფია,რაც ჯერჯერობით არ გვაქვს. 14 ქულიანი სხვაობა ამ გუნდთან არავითარი ტრაგედია არ არის თუკი ზოგადად თამაშში არის პოზიტიური მომენტები და ასეთები ნამდვილად იყო და განსაკუთრებით შეტევით პოტენციალში.3 ლელო ამაზე მეტყველებს,ინდივიდუალურიც და გუნდურიც და 1-2 კიდევ შეგვეძლო დაგვედო. სტატიკაში ცუდად არ გვითამაშია,დერეფანში მოსალოდნელიც იყო რომ ვაჯობებდით,შერკინებას უფრო თანაბარი ეთქმის ჩვენი ძალიან მცირე უპირატესობით. ასევე რამდენიმე ახალგზარდამ შესანიშნავად წარმოაჩინა თავი.სხვათაშორის ყველა მაისაშვილის ხელშია გავლილი 20 წლამდელებში და ძალიან უადგილოა ხომ არ არის თქვენი მხრიდან ამ კაცზე ქილიკი.რა გუნდი ყავდა ხომ არ დაგავიწყდათ?? მის შეცდომად ვთლი რომ ნინიაშვილს ბევრად მეტი დრო არ მისცა,კიარადა ჩემი აზრით ძირითად ფულბეკად უნდა დაეყენებინა კიდეც,უდიდეს გამოცდილებას მიიღებდა და ნიჭიერი რომ არის უდაოდ იმ ძალიან მცირე დროშიც დაამტკიცა.
ალექს
05 დეკემბერი 2020 19:27
4
მატჩის 65 წუთიდან ფიჯელებმა რომ მიხვდნენ თამაში მოგებულია გვაქსო უცბად მოეშვნენ,საქართველოს ნაკრებმა ამით ისრგებლა...ერთი ეს გამაგებინა ამ ფიჯის ნაკრებს ჩვენ როგორ მოვუგეთ? ან კიდე ტონგასა და სამოას ნაკრებებს ვუგებთ რო.
....
05 დეკემბერი 2020 19:20
0
ასეთისთის არ მოგვიგია. მეორე შემადგენლობით იყო. ეს ფიჯი ამ ტურნირზე ინგლისის გარდა ყევლას მოუგებდა
zuka
06 დეკემბერი 2020 00:43
0
მაისაშვილის წინა მატჩისშემდგომი კომენტარი იყო მარაზმი. თქვენო წარუმატებლობა გიხარიათო, გვაცადეთო, თავი დაგვანებეთო.

კრიტიკაც არუნდა რო მოისმინოს ამ ხხისთავიანმა. თავი დახარეთ და მიიღეთ კრიტიკაც და ლანძღვას, როცა სალანძღავები ხართ.

ვპროგრესირებთ და გამოცდილებას მივიღებთო, რით ვერ მიიღეთ ეს გამოცდილება 30 წელია, ტემპი - არა, რაქი - არა, აუტი - არა, მოლი - არა, პასი - არა, შერკინება - არა.
აბა რადარჩა, ისე კაი ადამიანები ჩვენც ვართ.

მარა, აფციაური რა ადამიანიც იყო გამოჩნდა იქ მუქარის კომენტარებში, სირცხვილი. თუ გამოვიდა ფედერაცია და თუ გააკეთა განცხადება და თუ დაგმო ეგ უღირსი საქციელი? არა

მარა ფედერაციაში პერესტრელკებია, სანგარშია ხალხი ვის ცალია საქმისთვის
საბა
06 დეკემბერი 2020 08:46
2
ეს თამაში მოგვიგო ნადოლომ და ტუისოვამ. ჯამში 5 ლელო მიითვალეს იმ ოფლოუდის ჩათვლით. ამ ფორმაციის ფიჯის ნაკრებს ბევრი გრანდის მოგება შეუძლია და რომარა კორონა მოუგებდნენ კიდეც ვინმეს ქვეჯგუფში. ნინიაშვიკისთვის მეტი დრო უნდა მიეცა განსაკუთრებით სოსოს სუსტი ტამაშების ფონზე. ჯალაღონია მესიმპატიურება ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა.
Beeq
05 დეკემბერი 2020 18:55
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული