იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დიდი სხვაობაა - იტალიური რაგბის თავკაცობის კანდიდატი

AutoSharing Option
ჩვენთან სულ ცოტა ხნის წინ რაგბის კავშირის პრეზიდენტი აირჩიეს. პერიპეტიები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მაინც. აი, იტალიელები კი საარჩევნო პროცესში არიან და აპენინელთა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბიზნესმენი ალფრედო გავაცი მედიასთან საუბრობს.

"გუნდმა იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე თავი კარგად წარმოაჩინა. იქამდეც მშვენივრად ვთამაშობდით და ეს სიურპრიზი არ ყოფილა.

ფლორენციაში მოპოვებული გამარჯვებით, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენსა და საქართველოს შორის ძალიან დიდი სხვაობაა.

ერთი სიტყვით, პოზიტიური ნიშნები არის, მაგრამ ვიცით, კიდევ უნდა გავიზარდოთ და ჩემი მუშაობის მიზანი სწორედ პროგრესი იქნება", -
onrugby.it-თან საუბარში თქვა "ბრეშიას" 69 წლის ხელმძღვანელმა, რომელიც იტალიური რაგბის სათავეში ორჯერ გახლდათ.



მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ კანდიტატს მგონი იტალია საქართველოს თამაში არ უყურებია და ანგარიშიც არ იცის ალბათ 11 ქულით მოგვიგეთ დრუნცუკ თქვენს მოედანზე ჩვენივე ძალიან ცუდი თამაშით პირვრლ ტაიმში განსაკუთრებით ერთი დონის გუნდები ვართ სამწუხაროდ სამწუხაროდ იმიტომ რომ ყველა ქართველს გვინდა ზელანდიის დონის გუნდი გვყავდეს მაგრამ რას ვიზამთ ამას კიდე საქართველოზე უკეთესი გუნდი თუ ეყოლება მეტი ამბიცია არც აწუხებს და ხის კოვზების კოლექციას მიუმატებს მისი ნაკრები კიდე ვ ბევრ ხის კოვზს ეს თუ აირჩიეს პრეზიდენტად
აკინ
18:52 16-01-2021
0
სიმართლეა,თამაშმა გამოაჩინა,რომ ბევრად გვჯობია იტალია.
lasha
17:25 16-01-2021
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული