7 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, "ბორჯღალოსნებთან" რუსეთის ნაკრებს 34 წლის ვიკტორ გრესევი (პენზის "ლოკომოტივი") უკაპიტნებს, რომელმაც რუსეთის რაგბის ფედერაციის საიტთან ინტერვიუში მომავალ მატჩზე ისაუბრა.
- ლინ ჯონსმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი პრობლემა სათამაშო დროის უკმარისობაში მდგომარეობს. ეთანხმები?
- სინამდვილეში ყოველთვის არასაკმარისია. მით უმეტეს, ასეთ სერიოზულ მეტოქესთან. საქართველოს ნაკრებს მუდამ კარგი მოთამაშები ჰყავს და, რა თქმა უნდა, "შემოდგომის ერთა თასზე" ისეთ გუნდებს ეთამაშა, რომლებიც პლანეტის საუკეთესოებს განეკუთვნებიან და ურიგო თამაში არ უჩვენებია. ისევ ვთვლი, რომ ირლანდიასთან უბრალოდ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს.
როდესაც ასეთ რამეს ხედავ, თვით ამ შესაძლებლობისაც კი თეთრი შურით გშურს. თუ ეს მათ ყოველწლიურ პრაქტიკად ექნებათ, რა თქმა უნდა, შემდგომ განვითარებას დიდ ბიძგს მისცემს. თუმცა ჩვენ ვემზადებით და ვფიქრობ, ყველაფრის გაკეთებას ვასწრებთ, რაც მწვრთნელებმა დაგვიგეგმეს.
- თბილისში მომავალ მატჩთან დაკავშირებით როგორი მოლოდინი გაქვთ?
- სინამდვილეში ყოველთვის არასაკმარისია. მით უმეტეს, ასეთ სერიოზულ მეტოქესთან. საქართველოს ნაკრებს მუდამ კარგი მოთამაშები ჰყავს და, რა თქმა უნდა, "შემოდგომის ერთა თასზე" ისეთ გუნდებს ეთამაშა, რომლებიც პლანეტის საუკეთესოებს განეკუთვნებიან და ურიგო თამაში არ უჩვენებია. ისევ ვთვლი, რომ ირლანდიასთან უბრალოდ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს.
- თბილისში მომავალ მატჩთან დაკავშირებით როგორი მოლოდინი გაქვთ?
- ასეთი შეხვედრები რუსეთის ნაკრებს სჭირდება და რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ თამაშს ველით, ორჯერ გადაიდო და ალბათ, ახლა მისი გამართვის ყველაზე დიდი სურვილი არსებობს. ისე გვეჩვენება, ახლა უმთავრესად სწორედ ამაზე ვფიქრობთ.
- მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ეს შეიძლება დამატებით ფაქტორად იქცეს?
- მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ეს შეიძლება დამატებით ფაქტორად იქცეს?
- რა თქმა უნდა, ეს სრულიად უჩვეულოა, როდესაც საერთაშორისო მატჩზე ცარიელი ტრიბუნებია. პირადად მე სავსე ტრიბუნები გაცილებით უფრო მომწონს. თვით მაშინაც კი, როდესაც 50 ათასი გულშემატკივარი მოწინააღმდეგეს უჭერს მხარს - ეს მხოლოდ მოტივაციას გძენს. ბიჭების უმეტესობაც ამას იტყვის, დარწმუნებული ვარ.