გვეყო, საქართველო 6 ერში თამაშის შანსს იმსახურებს! - უელსის ნაკრების ექსკაპიტანი

AutoSharing Option
AUTO PLAY
უელსის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სემ უორბართონმა (უელსური რაგბის ისტორიაში ყველაზე მეტი კეპი კაპიტნის რანგში) "ბი-ბი-სის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ 6 ერში გავარდნისა და დაწინაურების სისტემა უნდა შეიქმნას.

ცვლილებები აუცილებელია. მხოლოდ ერთი თამაშის გამო არ ვამბობ ამას, იტალია ბოლო რამდენიმე წელია ანგარიშგასაწევი ძალა ნამდვილად არ არის. პირადად მე მიმაჩნია, რომ 6 ერში დაწინაურება-გავარდნის სისტემა უნდა ამუშავდეს.

საქართველო რომ ავიღოთ, რომელმაც მეორე დონის შეჯიბრება მოიგო. რამდენი ხანი უნდა დავაფაროთ ამ ევროპულ გუნდებს გამჭვირვალე ჭერი და როგორ უნდა გავიგოთ, რა ფორმით ვითარდება
რაგბი ევროპაში?
თუ ეს სისტემა დაინერგა და იტალია ბოლო ადგილზე გავიდა, საქართველო კი თავის შეჯიბრებას მოიგებს, საქართველო იტალიაში უნდა ჩავიდეს, იტალიელებს კი შინ თამაშის უპირატესობა ისევ ექნებათ და 6 ერში დარჩენის უკეთეს შანსებსაც შეინარჩუნებენ. მიმაჩნია, რომ სატელევიზიო ტრანსლაციის მხრივაც წარმატებული იქნება, მაყურებლები აუცილებლად ეყოლება. მაგალითად, მე სიამოვნებით ვნახავდი ამ შეხვედრას.
იტალიის ნაკრები, უბრალოდ, ძალიან დაბალ დონეზე დაეცა. ადრე, როცა მაშინაც ვუგებდით, წინააღმდეგობას მაინც გვიწევდნენ, ძლიერი ბიჭები ჰყავდათ და მათთან ბრძოლა ძალიან რთული იყო. ახლა კი, ნახეთ, საფრანგეთმა მათივე კედლებში ზედმეტად იოლად მოუგო", - განაცხადა უორბართონმა.
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის უკანასკნელ ტურში რუსეთს 16:7 მოუგო, ხოლო იტალია სახლში საფრანგეთთან განადგურდა - 10:50.

altსაქართველოს ნაკრებმა რუსეთი ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

altმერაბ შარიქაძე: ბიჭები ამბობდნენ, ინგლისთან არ გვინერვიულია ასეო


მკითხველის კომენტარები / 17 /
საქართველო იმსახურებს უკვე დიდი ხანია!
irakli
08 თებერვალი 2021 14:03
8
გუშინდელი თამაშის ხარისხის დონით, სადაც ვართ იქაც არ უნდა ვიყოთ!!!
მთ
08 თებერვალი 2021 13:49
22
აბა სად უნდა ვიყოთ?:დ
არც დაიგინო
08 თებერვალი 2021 16:58
2
ამას საქართვეელო რუსეთის გუშინდელი თამაში არ უნახავს ალბათ, თორემ მაგას არ იტყოდა.
გენა
08 თებერვალი 2021 13:17
13
ე ბიჭო რა შეუკიკინეთ, იობრძვის ის რუსეთიც და ომობს და სულ ერთნაირად ვერ მოუგებ! მთავარია მოვიგეთ და ნელ ნელა დალაგდება ყველაფერი! რამდენი უნდა თარსოთ ნაკრები>??? მადლობა ბიჭებს იომეს და მოიგეს!მორჩა!მწვრთნელი ულაპარაკოდ უცხოელი უნდა იყოს და ძალიან მაღალი კვალიფიკაციის!
Drago
08 თებერვალი 2021 16:13
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული