ირლანდიელი ვეტერანი მორაგბე: საქართველოსა და მსგავს გუნდებს 6 ერში არაფერი ესაქმებათ

AutoSharing Option
ირლანდიის რაგბის ნაკრების ყოფილმა მორკინალმა შეინ ბაირნმა RTE-სთან მიცემულ ინტერვიუში "6 ერის" შესახებ ისაუბრა და საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი.

"იტალიელების საკითხზე სულ ვფიქრობდით და ყოველთვის ერთ აზრზე ვიყავით, რომ მათ საქართველოსა თუ მსგავსი ნაკრები გუნდებით არასდროს ჩავანაცვლებდით, "6 ერს" მეორე დონის ტურნირად არ გადავაქცევთ.

მაგრამ, თუ "6 ერს" არგენტინა ან სამხრეთი აფრიკა შემოუერთდება, სხვა თემაა, ეს უკვე მომხიბვლელი ჩანს", - თქვა ბაირნმა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
სულ იმაზე ვფიქრობ 2007-ში რომ მოგვეგო ირლანდიისთვის ის 14-10 თამაში როგორი სხვანაირი იქნებოდა ყველაფერი
წარსული წარსულად დარჩეს
02 მარტი 2021 18:09
1
სრული სიმართლეა არანაირად არ ვიმსახურებთ 6 ერთი ყოფნას, გორგოძის და ძლიერების ხარჯზე ჭიდაობით მოგებული რაგბი არ ფასობს და არც საინტერესოა ნეიტრალური მაყურებლისთვის, ერთი საშუალო დონის ნაკრები გვაქვს და ამდენი ფული რაც რაგბში ჩაიდო სხვა სპორტში,რომ დახარჯულიყო მინიმუმ მსოფლიოზე კარგ შედეგებს დადებდა ის სპორტი. კორუფციაში იხრჩობა რაგბის სამყარო და 6 ერზეა პრეტენზიები . ვის სჭირდება საქართველო იქ ? ან აქ ჩამოფრენა და ეგ ხარჯები უღირთ 6 ერთი რო მიგვიღონ ? სანაცვლოდ რას ვაძლევთ იმათ ჭიდაობას და ძალისმიერ თამაშს?
Simartle
02 მარტი 2021 17:33
22
დიდი ამბიციები კი გვაქვს მაგრამ ბოლო წლებში რუსეთის და ბელგია/რუმინეთის გარდა ვისთან ვაჩვენეთ ნორმალური შედეგი ? რუსეთმა ლამის მოგვიგო ბოლოს საერთოდ, სრული რეგრესია სახეზე . იტალია არ იმსახურებსო და შეგხვდა მოგვიგო უშანსოდ იმ იტალიამაც. სულ ამ ადგილას ვიქნებით იმიტომ რომ არ ვართ ტრადიციული რაგბის ქვეყანა ჩვენ არც ფინანსურადაა საინტერესო საქართველო 6 ერისთვის.
Tom
02 მარტი 2021 17:30
15
ასეთი ადამიანები არიან ზუსტად უინტელექტო და გონება ჩლუნგები, ეხ ბიძიკო მარტო მაგ 6 ერით შორს ვერ გაფრინდებით, პირიქით თუ განვითარება უნდა რაგბს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უნდა ჩაერთოს მის პოპულარიზაციაში.
gio
02 მარტი 2021 16:57
12
ვიცი ბევრს არ ესიამოვნება რასაც დაწერ,მაგრამ ისიც ვიცი,რომ სიმართლეა:თუ ასე გაგრძელდა ორ წელიწადში რუსების ბულკები გავხდებით.ისეთი რეგრესი წავა რაგბში რუმინეთი მონაგონი იქნება.იმასაც დავწერდი რაც ხდება ქართულში რაგბში და რატომ ხდება,მაგრამ დამბლოკავს ადმინი.ორჯერ დავწერე აქ და ორივეჯერ დავიბლოკე.ისე ერთხელ არ წამიკითხია რომელიმე ჟურნალისტს დაეწეროს კორუფციის შესახებ რომელი სპორტულ ფედერაციებში.საქართველო იმდენად პატარაა და ის რაც ხდება სხვადასხვა ფედერაციებში იმდენად ადვილი შესამჩნევია,რომ ყველა ყველაფერს ვამჩნევთ,ვხედავთ,ვიგებთ გარდა სპორტული ჟურნალისტებისა,მაგრამ არიან მომსხდარი თბილად და ბევრს სპორტული ჟურნალისტობა საიტებიდან ინფოს გადმოთარგმნა ჰგონია მარტო.
ბაბუაწვერა
02 მარტი 2021 16:42
2
100%-ით გეთანხმები რუმინეთი არავის ხელწამოსაკრავი გუნდი არ იყო, მაგრამ დღეს ხედავთ რა დღეშიცაა იქაც ზუსტად იგივე პრობლემები შეიქმნა რაც ჩვენთან დღეს და ყველაფერს მომჯდარი ერთი კაცის ხელი რო ტრიალებს მანდაც ეგეც არი, არც მაგისი სტადიონი გვინდა და არც ხელფასი ეგეთი. უსადიონოდ და ასფალტზე და ხრეშზე ნათამაშებმა ხალხმა წაწია ქართუი რაგბი წინ.
me
02 მარტი 2021 17:55
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული