მერაბ შარიქაძე: ამ თამაშიდანაც შეიძლება პოზიტივის დანახვა

AutoSharing Option
პორტუგალიასთან რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნამატჩევს (29:16) საქართველოს რაგბის კავშირის საიტთან კომენტარი "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"საუკეთესო თამაში არ გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვება შევძელით. ამ თამაშიდანაც შეიძლება პოზიტივის დანახვა. კარში იმიტომ არ ვარტყამდით, რომ მეტოქეს ძალისმიერ თამაშში, მოლში ვჯაბნიდით და ძირითად შემთხვევებში ამან შედეგი მოიტანა. გარდა ამისა, გვსურდა რომ ტაბლოზე დამაჯერებელი ანგარიში დაგვეფიქსირებინა და ეს მოვახერხეთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული შემოდგომის მატჩების გაკვეთილის სწორი ინტერპრეტაცია და, შედეგად, დიდი მონაპოვარი - შედეგიანი თამაში მოლში რომელიც ასეთ მატჩებში, საკმარისად ძლიერ შერკინებასთან ერთად, გამარჯვების საწინდარი უნდა გახდეს. მოლი, ფაქტობრივად, შერკინების დერივატივია, მისი წარმოებულია, მისი გარძელებაა მდგომარე პოზიციაში. ერთობლიობაში, ისინი თამაშის ბედის გადაწყვეტისათვის, ხშირ შემთხვევაში, საკმარისია, როგორც ეს ინგლისში ვნახეთ. ამ თამაშში, ჩემთვის, ეს არის აღსანიშნავი და იმედისმომცემი სიახლე და მიღწევა.
კახა
01:05 07-03-2021
3
დასალაგებელია ყელა რგოლი და ყველა ასპექტი, უფრო ძლიერი გუნდი ამდენს არ გვაპატიებს.. მარტო ფიჯი რომ გავიხსენოდ ისიც კმარა გადგვიარეს
0

სიახლეები პოპულარული