ბორჯღალოსნებმა ესპანეთს ბრძოლაში მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბის ევროპის გათამაშების ფარგლებში გასვლაზე ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 25:19.

შეხვედრა ჩვენი ნაკრების უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე ჯალაღონიამ მასპინძელთა ჩათვლის მოედანი დაალელოვა, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 0:7.

მალე კი ესპნალებმა გაგვითანაბრეს - ლელო ლინკლაითერმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად გუემესმა დაარტყა - 7:7.

საქართველოს გუნდი მე-17 წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმით დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს გუემესმა ჯარიმითვე გვიპასუხა და პირველი ნახევარიც ფრედ დასრულდა - 10:10.

მეორე ნახევარი აქტიურად ესპანელებმა
დაიწყეს და გუემესმა მეორე ჯარიმა გაიტანა - 13:10.

თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა მალევე მოახერხეს დაწინაურება - შარიქაძემ კარგად გაჭრა ხაზი და ტაბუცაძემ ლელო დადო. ამჯერად აბჟანდაძე არაზუსტი იყო - 13:15.

მალე ჩვენი ნაკრების შეტევას მასპინძელთა მხრიდან დაჯარიმება მოჰყვა და აბჟანდაძემ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა - 13:18.

მაგრამ, შორს ესპანელებმა ისევ არ გაგვიშვეს და 66-ე წუთზე მათი მხრიდან ლელოს ავტორმა ლინკლაითერმა ჯარიმა გაგვიტანა - 16:18.

67-ე წუთზე კი ბორჯღალოსნებმა კარგი მოლი დააყენეს, რომელიც ლელოთი ჯაბა ბრეგვაძემ დაასრულა, აბჟანდაძე გარდასახვაზე ზუსტი იყო - 16:25.

ბრძოლისუნარიანობა ამ შეხვედრაში მასპინძლებს არ დაეწუნებოდა - მალანიას დაუფარეს, აბჟანდაძეზე 3 კაცი მივიდა და დავჯარიმდით. ჯარიმა ზუსტად ლინკლაითერმა დაარტყა - 19:25.

ამის შემდეგ ქულები არცერთ გუნდს არ მოუპოვებია და საქართველოს ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში მოიგო.

"ბორჯღალოსნებს" 2 ტურის შემდეგ აქტივში 2 გამარჯვება აქვთ და მომავალ კვირას, 21 მარტს გასვლაზე, სოჭში რუსეთის გუნდს დაუპირისპიდება.




მკითხველის კომენტარები / 53 /
რა განგაში ატეხეთ? როდის იყო მადრიდში დიდი ანგარიშით ვიგებდით? ყველაზე მეტი, 26 ქულა 2015 წელს ავიღეთ ესპანეთში. ვაცადოთ ამ ახალგაზრდებს და შედეგიც მოვა უკეთესი.
შოთა
15 მარტი 2021 01:58
12
ამ შეხვედრით მსჯელობ მხოლოდ?რვა ერის შემდეგ უკან მიდის გუნდის საქმე ყველა თამაშში,მწვრთნელი არ გვყავს,არა!!!
თაზო
15 მარტი 2021 10:24
1
ესპანეთთან შემხედვარეს (უამრავი შეცდომები) დამრჩა შთაბეჭდილება რომ რუსეთთან შეიძლება წააგონ. თუ ასე მოხდა, მაისაშვილს საერთოდ უნდა აუკრძალო მწვრთნელობა.
პაატა
15 მარტი 2021 01:32
1
თამაშს ვერ ვუყურე, მხოლოდ ონლაინ ანგარიშს ვადევნებდი თვალს. თითქმის 10 წუთი რომ დაამატეს ე.ი. გვაჯდნენ და ბურთი ვერ გადავიტანეთ, თუ მეოთხე ლელოს ეჩალიჩებოდნენ ჩვენები? მოკლედ სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ.
emigranti
15 მარტი 2021 00:38
1
ცენზურა გაქვთ დაწესებული? კომენტარებს რატომ არ აქვეყნებთ?
ვაი, ვაი!
14 მარტი 2021 23:13
0
თან კაი ხანია უკვე
მეგრელი
15 მარტი 2021 04:00
0
კვირაა და ისვენებენ:)
emigranti
15 მარტი 2021 00:40
0
ირლანდიელი ვეტერანი მორაგბე: საქართველოსა და მსგავს გუნდებს 6 ერში არაფერი ესაქმებათ!!!
გიორგი
14 მარტი 2021 22:54
4
გილოცავთ...
ემზარი
14 მარტი 2021 22:04
1
ისე გავქრებით სარაგბო რუკიდან, როგორც ამგალითად რუმინეთი და ბულგარეთი გაქრა საფეხბურთო რუკიდან. აქ პრობლემა არა მოთამაშეებში არმედ ორგანიზაციულ ასპექტშია. არასებულია ზედა ეშელონების პერობლემები, რომ არ შეეხოს ქვედა რგოლს
დავით
14 მარტი 2021 21:59
0
ფაქტია უფრო მეტი კვალიფიციური მწვრთნელია საჭირო... მოწინააღმდეგეებმა კი არ მოუმატეს ჩვენ მოვუკელით და ზემოტივირებულ რუსებთან ასეთი რაგბი არაფერში არ გამოდგება.
Giorgi
14 მარტი 2021 21:47
0
ჩემი აზრით სისწრაფე და ხელით თამაში ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს, 20 წლის ბიჭს ნაკრების მწვრთნელი 2 კვირაში მაგას ვერ ასწავლის, როგორც ჩანს მთელი საბავშვო რაგბი ამოსაყირავებელია...
zviads
14 მარტი 2021 20:58
0
კარგით ხალხო, ტრაგედიას ნუ შექმნით, ეეპანეთის ნაკრებთან ყოველთვის გვიჭირდა, როდის ვუგებდით ადვილად, გორგოძე რომ გვყავდა მაშინაც ვერ ვუგრბდით ადვილად და სულ დაძაბული თამაშები გბქონდა ხოლმე ამათთან.
Dato505
14 მარტი 2021 20:39
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული