დღეს, 20 მარტს კალინინგრადში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა.
"ბორჯღალოსნებმა" შეხვედრა კარგად დაიწყეს და ჯერ კიდევ მატჩის დებიუტში, მე-3 წუთზე მიშო გაჩეჩილაძემ კარგი კომბინაციის შემდეგ ლელო დადო, თუმცა არბიტრმა ვიდეო რეფერის გამოყენებით ლელო გააუქმა და ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნა. საბოლოოდ, თედო აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა და ქართველებმა ანგარიშში სხვაობა ჯარიმის გატანის შემდეგ შეცვალეს.
"ბორჯღალოსნებმა" უპირატესობა შეხვედრის 21-ე წუთზე გააუმჯობესა, როდესაც იმავე თედო აბჟანდაძემ მეორე ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 6:0 გახადა.
მატჩში პირველი ლელო 29-ე წუთზე გავიდა, თავდაპირველად ქართველებმა ცენტრში მოლი ააგორეს და მეტოქის ჩათვლის მოედნამდე დიდი მანძილი მოიგეს, აფრასიძემ რაქიდან ბურთი მალევე გამოიტანა, მორაგბეებმა ბურთი ხაზზე ჩაათამაშეს და საბოლოოდ აკა ტაბუცაძემ ქართველებს 5 ქულა მოუტანა, თედომ კი გარდასახვა ვერ გამოიყენა.
რუსებმა აქტივში პირველი ქულა მატჩის 38-ე წუთზე ჩაიწერეს, როდესაც გაისინმა ჯარიმა სწორად გარდასახა.
თითქოს ტაიმი 11:3-ისკენ მიდიოდა, როდესაც მატჩის მე-40 წუთზე თედო აბჟანდაძემ ხაზი გაჭრა და "დათვებს" რიგით მე-2 ლელო დაუდო.
საბოლოოდ, შეხვედრის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 16:3 დასრულდა.
რაც შეეხება მე-2 ტაიმს, მატჩის 48-ე წუთზე გაისინმა რუსეთის შემადგენლობაში მე-2 ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა.
შეხვედრის მე-60 წუთზე დავით ნინიაშვილმა მე-3 ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 23:6 გახადა.
საბოლოოდ, ქართველებმა რუსეთის ნაკრები 23-6 დაამარცხა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 23-1 გახადა.
ხაზმაც ხელი შეუწყო და დღეს გამორჩეულად ითამაშა. ნინიაშვილმა ხომ პირდაპირ რა...