![](https://sportall.ge/pictures/image5/99a85e957b0c0394ebf6994c909a9e36.jpg)
კორონავირუსისგან განკურნებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამშობლოში დაბრუნდა, - ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი იტყობინება.
მაისაშვილი ივლისში კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩი ჩაატარა, ფილტვები დაუზიანდა, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში, Milpark Hostpitals-ში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და ექიმების დახმარებით დაავადება დაამარცხა.