მაისაშვილი: გვქონდა შეცდომები - თამაშიდან თამაშამდე განვვითარდებით

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში ურუგვაის 34:18 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს:

ლევან მაისაშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა შეცდომები და ბევრი ჯარიმა ავიღეთ, თამაშით კმაყოფილი ვარ. მოთამაშეები ჩქარობდნენ და შეცდომებიც ამის შედეგი იყო. ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო და დარწმუნებული ვარ, მომდევნო შეხვედრაში ამდენი შეცდომა და ჯარიმა აღარ იქნება. თამაშის არცერთ ეტაპზე სადავეები ხელიდან არ გაგვქცევია. იყო სამწუხარო მომენტები, როდესაც არასისტემურად ვითამაშეთ, მაგრამ მალევე დავბრუნდით. ახალგაზრდული გუნდი ვართ და ტექნიკური წუნი თუ შეცდომები ამის შედეგია, რომლებიც
აუცილებლად გამოსწორდება. კარგია, რომ გავიმარჯვეთ და თამაშიდან თამაშამდე განვვითარდებით. მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს და რა თქმა უნდა, გულშემატკივარს.

ეს კვირა მხოლოდ სამოაზე ვიფიქრებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვებით უელსზე. კუნძულელებს ახასიათებთ თამაშების ჩაგდება და სამოას იტალიასთან მარცხმა არ უნდა მოგვატყუოს. ამ გადასახედიდან საგანგაშო ტრავმა არავის აქვს და ვიმედოვნებ, მომდევნო შეხვედრას ყველა მორაგბე მზადყოფნაში შეხვდება“.

მერაბ შარიქაძე: „სავსე სტადიონი უკეთესი იქნებოდა, თუმცა თითოულ გულშემატკივარს, რომელიც დღეს ტრიბუნაზე იყო, უდიდეს მადლობას ვუხდი. ვისურვებ, რომ სამოასთან მატჩში ტრიბუნები ბოლომდე იყოს სავსე.

რაც შეეხება განვლილ შეხვედრას, ბევრი ბურთი დავკარგეთ, მაგრამ მთლიანობაში ლაღი თამაში ვაჩვენეთ და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შევქმენით. სამწუხაროდ, ყველა მათგანი ქულებში არ აისახა. მთლიანობაში ეს იყო თამაში, საიდანაც ბევრი რამ მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, სამოასთან შეხვედრამდე ინდივიდუალური შეცდომები გამოსწორდება. ამაზე მთელი კვირის განმავლობაში ბევრს ვიმუშავებთ“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 18 /
შეცდომას ჰქვია მაისაშვილი.
გიორგი
13 ნოემბერი 2022 04:05
0
რეგრესია ყოველი თამაშის შემდეგ! ასე თუ გაგრძელდა მალე ესპანეთი და პორტუგალია მოგვიგებს
15
12 ნოემბერი 2022 23:21
0
ნაკრებს სჭირდება უბრალოდ მწვრთნელი არა სერიოზული მწვრთნელი მაღალი დონის გუნდი ვერ ანახებს იმ თამაშს რასაც უნდა ანახებდეს ამდენი წლის შემდეგ შავ ლომსაც სჭირდება მაღალი დონის მწვრთნელი შედეგს დებს მაგრამ რაგბის წინ სვლა არ ჩანს მაისაშვილი დიდი ხანია გასაშვებია
NIGHT
12 ნოემბერი 2022 14:28
0
ეს მსისაშვილი ხომ ყოველთვის მართალი არის მისი წინამორბედივით. შეცდომები გვქონდა, ხან გუნდის ახალგაზრდობას აბრალებს და ზან რას. თვითონ ხომ არ იტყვის თუ რაშია მისი ბრალი ეხლა მოთამაშეების არ გამოძახებაც იმათი ბრალი ყოფილა, მათ სინდიზე თამაშობს. გარდა მელიქიძისა, კაკოვინის, ჟვანიას, ყაულაშვილის, კარკაძის, ჩილაჩავა და კიდევ სხვათა ისიც მათი არაპატრიოტობის ბრალია? და ეს რამდენი ხანია გეძელდება. ვიღაცა კი იტყვის რა დროს ეგენი არიან დაბერდნენო, მაგრამ თავის დროზე ჰეიგიდან მოყოლებული ასე იყო. გორგოძეც და ზერაქაც ისე წავიდნენ ეტყობოდა რაღაც იქ გუნდში არ იყო წესრიგში შარიქაზეს რომ უკვირს ხალხი რატომ არ დადისო?! კარგი ვიღაცა იტყვის ძვირიაო, მაგრამ ის 10 ლარიანი ბილეთების ადგილებიც ფაქტიურად ცარიელი იყო. რატომ კითხონ საკუთარ თავს, ფედერაციას,იმიტომ რომ ის ხალისი როცა ხალხი დადიოხა რაგბზე აღარ არის.
ანდრო
08 ნოემბერი 2022 08:08
0
ლევან, პატივს გცემთ და ხშირად დამიცვიხართ სიტყვით...მაგრამ ახლა არ ხართ გულწრფელი, ამბობთ: ,,დავუშვით შეცდომები და ბევრი ჯარიმა ავიღეთო და თამაშით კმაყოფილი ვარო''.... ეს ხომ არაადეკვატური შეფასებააა... ალბათ, კმაყოფოლება ანგარიშზე უნდა გამოგეთქვათ... და კიდევ, თუ თავისით ვერ ხვდებიან, ცალკე ძმაკაცურად აუხსენი და დაუსაბუთე თქვენს 30-ს გადაცილებულ ძმაკაცებს, რომ წავიდნენ ან პატივით გავაცილოთ და გააგრძელონ თამაში ,,შავ ლომში'' და შერკინებაში მოიყვანეთ ახალგაზრდა ბიჭები... ხომ ატყობთ, რომ შერკინებაში პრობლემები და ბოლოწლების სამწუხარო უკუსვლის ტენდენცია გრძელდება...
გიორგი-50
08 ნოემბერი 2022 02:05
0
30 ს გადაცილებული ვინ არის შერკინებაში? ჰუკერები? კი, ბატონო. სხვა ვინ?
რეზო
09 ნოემბერი 2022 15:35
0
სად არის ცუცქირიძე ,რატომ არ იძახებს?დაცვაში კედელივით გაუვალი იყო
მაის
07 ნოემბერი 2022 21:31
0
ტრავმა
რეზო
09 ნოემბერი 2022 15:35
0
ეჰ,რა ეშველება ამ გაუთავებელ შურს,ბოღმას,გაუტანლობას?....
მერაბი
07 ნოემბერი 2022 15:42
3
ერთი გამოსავალია - თუ ქართული რაგბის გულშემატკივრად მიაჩნია ვინმეს თავი, უნდა შევთანხმდეთ რომ საფრანგეთში მსოფლიო თასზე თამაშებამდე მაისაშვილის ბურღვას უნდა შევეშვათ. იქ თუ წარმატებები იქნება - დიდი მადლობა და უნდა დავუფასოთ, წარუმატებლობის შემთხვევაში უკვე საფუძლიანად პასუხი მოვთხოვოთ. ეხლა რაც ხდება ქართულ რაგბის მენტალობაში ვერ ეწერება - იტალიასთან მოგება მხოლოდ ბიჭების დამსახურება და პორტუგალიასთან ფრე მხოლოდ მაისაშვილის ქესტუმი? ურუგვაისთან კომფორტული ანგარიშით მოვიგეთ და სერიის პირველი თამაში რომ იყო და ეს შეცდომები რომ სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა ძალიან ცუდია, მაგრამ რამდენად გამოსწორებადია სამოასთან თამაშში ვნახავთ.
07 ნოემბერი 2022 21:25
1
ეს რა მოუშორებელი ჭირია ! წადი დაგვანებე თავი რა თაობას აფუჭებს !
ცოტნე
07 ნოემბერი 2022 12:20
14
პირველი, რაც თვალში მომხვდა, დებიუტანტების კარგი თამაში იყო. განსაკუთრებით პაპიძის და ჩაჩანიძის. კარგი იყო აბდალაძეც. ნინიაშვილი როგორც წესი გამორჩეული, ბექა გორგაძე კი საერთოდ საუკეთესო იყო, მაგრამ მუდმივად შეტევაში ჯარიმას და დერეფანში ცუდ თამაშს დასასრული არ უჩანს. ამიტომ იფლანგება ზღვა ენერგია. მერე როცა თამაში მიგვყავს და მეტოქისგან საფრთხე არ მოდის, ზუსტად მაშინ გვაქვს ჩავარდნა და კაცნაკლული ურუგვაი ლელოს გვიდებს. ასეთი შეცდომები შეიძლება მარცხის ფასად დაგვიჯდეს. მოკლედ, თავისუფლად შეიძლებოდა 20 ქულაზე მეტით მოგვეგო
: )))))))
07 ნოემბერი 2022 10:39
0
პატივცემულო, მე აქ სარეიტინგო ქულები არ მიგულისხმია. საქართველოს ნაკრებს შეცდომები რომ არ დაეშვა და შეტევაში არ დაჯარიმებულიყო, მეტი ქულით შეძლებდა მეტოქის დამარცხებას - მეთქი
:)))))))))))
08 ნოემბერი 2022 10:43
0
ნაკრებების სატესტო მატჩებში, როცა გუნდების რეიტინგში 10 ქულაზე მეტი სხვაობა არაა, მნიშვნელობა აქვს 16 და მეტი ქულით მოგებას - ამ შემთხვევაში დარიცხული რეიტინგი ერთნახევარჯერ იზრდება. კონკრეტულად მოცემულ შემთხვევაში საქართველოს რეიტინგია 74.51 ურუგვაის 65.97. მასპინძელს (საქართველოს) პირობითი სარეიტინგო 3 ქულა ემატება და სხვაობა გამოვიდა 12.54. ეს ნიშნავს საქართველოს მოგების შემთხვევაში 0 ქულა ემატება, ფრეს შემთხვევაში 1.00 ქულას დავკარგავდით, 15 და ნაკლები ქულით დამარცხების შემთხვევაში 2.00 ქულას, ხოლო 16 და მეტი ქულით მარცხის შემთხვევაში 3.00. (ზოგადად თამაშის მერე რაც აკლდება დამარცხებულს იმდენივე ემატება მოგებულს).
07 ნოემბერი 2022 20:59
0
გაანახევრეთ ბილეთის ფასი და იქნება სტადიონი სავსე
პაატა
07 ნოემბერი 2022 10:14
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული