მაისაშვილი: გვქონდა შეცდომები - თამაშიდან თამაშამდე განვვითარდებით

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში ურუგვაის 34:18 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს:

ლევან მაისაშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა შეცდომები და ბევრი ჯარიმა ავიღეთ, თამაშით კმაყოფილი ვარ. მოთამაშეები ჩქარობდნენ და შეცდომებიც ამის შედეგი იყო. ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო და დარწმუნებული ვარ, მომდევნო შეხვედრაში ამდენი შეცდომა და ჯარიმა აღარ იქნება. თამაშის არცერთ ეტაპზე სადავეები ხელიდან არ გაგვქცევია. იყო სამწუხარო მომენტები, როდესაც არასისტემურად ვითამაშეთ, მაგრამ მალევე დავბრუნდით. ახალგაზრდული გუნდი ვართ და ტექნიკური წუნი თუ შეცდომები ამის შედეგია, რომლებიც
აუცილებლად გამოსწორდება. კარგია, რომ გავიმარჯვეთ და თამაშიდან თამაშამდე განვვითარდებით. მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს და რა თქმა უნდა, გულშემატკივარს.

ეს კვირა მხოლოდ სამოაზე ვიფიქრებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვებით უელსზე. კუნძულელებს ახასიათებთ თამაშების ჩაგდება და სამოას იტალიასთან მარცხმა არ უნდა მოგვატყუოს. ამ გადასახედიდან საგანგაშო ტრავმა არავის აქვს და ვიმედოვნებ, მომდევნო შეხვედრას ყველა მორაგბე მზადყოფნაში შეხვდება“.

მერაბ შარიქაძე: „სავსე სტადიონი უკეთესი იქნებოდა, თუმცა თითოულ გულშემატკივარს, რომელიც დღეს ტრიბუნაზე იყო, უდიდეს მადლობას ვუხდი. ვისურვებ, რომ სამოასთან მატჩში ტრიბუნები ბოლომდე იყოს სავსე.

რაც შეეხება განვლილ შეხვედრას, ბევრი ბურთი დავკარგეთ, მაგრამ მთლიანობაში ლაღი თამაში ვაჩვენეთ და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შევქმენით. სამწუხაროდ, ყველა მათგანი ქულებში არ აისახა. მთლიანობაში ეს იყო თამაში, საიდანაც ბევრი რამ მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, სამოასთან შეხვედრამდე ინდივიდუალური შეცდომები გამოსწორდება. ამაზე მთელი კვირის განმავლობაში ბევრს ვიმუშავებთ“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს რა მოუშორებელი ჭირია..... კაკოვინი ჩილაჩავა ჟვანია მელიქიძე... კიდე არიან ბიჭები ვინც მოიძულეს რა არის ნაკრებია თუ მაისას საკუთრება?
რონი
08:21 07-11-2022
9
მაისაშვილის მწვრთნელობაზე ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი და მიტომ. აი ტყემლაძე როგორი ნიჭიერი პრეზიდენტი ყავს რაგბს! ევროპა ლიგა რომ მოიგეს გაიქცა და თასს წამოუწვა თითქოს მაგის დამსახურება იყო.
სამაგიეროდ ნიჭიერად ამოიღო ნაკრების ფორმიდან ეროვნული სიმბოლო, ვაზის რტო, იტალიის თან რომ მოიგეს ბიჭებმა ეგაც მაგის დამსახურება ყოფილა. მაგიტომ ილაპარაკა მერე თავის თავზე საათნახევარი.
როგორ გატრუნულები ხართ ყველანი! გეშინიათ ხმა რომ ამოიღოთ ნაცობა არ დაგაბრალონ. სიმართლის თქმა სალანძღავი გახდა ამის .
ქორ-პარიკმახერი
09:51 07-11-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული