საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]

AutoSharing Option
ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უელსი 13:12 დაამარცხა.

კარდიფის პირთამდე სავსე „ფრინციფალითიზე“ შეხვედრა სტუმრების იერიშით და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ. მერე უელსმა სწრაფი კონტრშეტევისას კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა. ბოლოს "დრაკონების" მრავალფაზიანი იერიში მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა
ვიზავიზე წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ უზადოდ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. 63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა. 74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, 78-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო გამოიყენა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

"ბორჯღალოსნებმა" ორი გაშვებული ლელოს შემდეგ შეძლეს თამაშის შემოტრიალება, გასვლაზე პირველად დაამარცხეს TIER 1 ნაკრები და წელს მეორედ სძლიეს "ექვსი ერის" წარმომადგენელს.

მკითხველის კომენტარები / 90 /
ქალბატონებო და ბატონებო გიხაროდენ...საქართველოს ყველა კუთხე -კუნჭულო....ყველა კეფამაგარო ქართველო....გიხაროდეს!!!! წმინდა სისხლის ქართველებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ასევე ქართველი მწვრთნელის წინამძღოლობით დაამარცხა მსოფლიო რაგბის დასტურ ელიტის წარმომადგენელი და თანაც სად???!!!!! არგენტინის დამარცხების შემდგომ საქართველოს დამარცხების მომლოდინე ხელების ფშვნეტითა და თვალებში უსიკვდილო გამარჯვების ციაგით ანთებული 55 0000 უელსელით გაჯიჯგვული კარდიფის „ფრინციფალითიზე“ ....ეს კიდევ ერთი ექვსი ერის წარმომადგენელი დავამარცხეთ..მაგრამ თუ იტალია ამ ექვსი ერის მეწინავედ არ ითვლება..უელსი ნამდვილად მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი გამორჩეული ქვეყანაა რაგბის ისტორიაში და ეს არი საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება და არა მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხი რასაც ხსირად აქვს ადგილი ქართულ პრესაში და თანაც უადგილოდ. ქართველ კაცს მიმტევებლობასა და სხვა ერებისადმი და კონფესიებისადმი ტოლერანტობაში ვერავინ დაუდგება დამრიგებლად...დიდი დავითი და სხვა ქართველი მეფეები დიდი პატ.ივით ექცეოდნენ თბილისში ერთმანეთის გვერდით განლაგებულ სამლოცველოებს...უამრავ ლტოლვილებს აპურებდნენ და თავშესაფარს უჩენდნენ..სად იყო მაშინ "green Card" და მისი ევროპული ნაირსახეობები???..და მაინც ნუ ჩამითვლით ჰომოფობიაში ეროვნულ ნაკრებში მინდა წმინდა სისხლის ქართველმა იჩაუქოს..მინდა შავდათუაშვილმა..მამუკელაშვილმა ..ნინიაშვილმა..ჭიჭიკო მაღულარიამ ...იბრწყინოს რამეთუ ლაარაკია ეროვნულ გუნდზე და არა ..ქე იცით რასაც ვჩივი!!! ყველა ერს აქვს საამაყო და ყველა რელიგია კაცთმოყვარებას ქადაგებს..ამინ ..და მაინც მიეცით ქართველ კაცს იამაყოს თავისი ქრისტიანობით ..მიმტევლობით..სიბრძნით .....სილამაზითა და ფიზიკური სიძლიერით...დაუბრუნდეთ კარდიფში გამარჯვებას!!!! ნატოს და ევროკავშირის არ იყოს ( კანდიდატის,ასპირანტის და ნატოსთან ძალიან ნუ პირდაპირ ძალიან ახლოს მიახლოვებულის სტატუსის მორჭმა!!!მაგალითად ალბანეთი დაგვიყენა!!! ..ევროკავშირმა ა ბატონო მოლდავეთი..ისწავლეთ მაგნებისაგანო!!) .ალბათ ექვსი ერი ამ გამარჯვებას საკურსოს წინა სამუშაოდ ჩაგვითვლის და.....დავიწყებთ 7 მილიმეტრიანი ნაბიჯებით......მაგრამ ერთს ვიტყვი!!!! ჩვენ თუ ერთმანეთს ისე დაუდგებით გვერდში როგორც რეგბისტები იმ კარგად მოსაგონარ კარდიფის საღამოს ვერანაირი ტაკიმასხარები ევროპული პარლამენტიდან ვერაფერს დაგვაკლებენ..შეიძლება რაცხა გამოგვტყუონ და თუ რა ქე იცით.......შეუნდოთ ერთმანეთს მოვეფეროთ ერთმანეთს..სხვა არაფრის დიდებით არ იზამს ამას..გეხვევით გეფერებით ჩემო ლამაზო და დასტურად სათნო ქართველებო...გაუმარჯოს საქართველოს ამინ!!!!
ნუგზარი ნუცუბიძე
21 ნოემბერი 2022 07:52
0
მადლობა ბიჭებს ამ გამარჯვებისათვის!!! მადლობა ყველას, ვისაც წლილი აქვს შეტანილი ამ უდიდეს სიხარულში!!! წარმატებები ჩვენს რაგბს!!!
tngh
20 ნოემბერი 2022 15:30
0
თქვენ გენაცვალეთ ტელევიზორი მხარზე გადებული მქონდა და ისე დავრბოდი ოთახში ხო გამაგიჟეთ ..მაისაშვილი საღოლ რა შენ დაამარცხე ორი ტიერ ერთის გუნდი .
vova
20 ნოემბერი 2022 15:30
0
მადლობა ბიჭებს ამ გამარჯვებისათვის!!! მადლობა ყველას, ვისაც წლილი აქვს შეტანილი ამ უდიდეს სიხარულში!!! წარმატებები ჩვენს რაგბს!!!
tngh
20 ნოემბერი 2022 15:29
0
მიჰას დოურიგებია სუდია და ამიტომ ყიფილა საქარველოსკენ. კიდე კარგი თქვენ შენიშნეთ მადლობა თქვენი ანალიზისთვის!!!
Lebron
20 ნოემბერი 2022 13:15
0
აბა რაგბის მამებო რეიტიგ ლისტი გამოაქვეყნეთ. შᲔვედით ათეულში თუ არა...
რომა
20 ნოემბერი 2022 12:41
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო ! ხომ დაუმტკიცეთ ევროპას , რომ რეგბი ჩვენი თამაშია ! სულ წინ იარეთ ძმებო ! ეგ ორი და სხვა მრავალი !
გიორგი ვარშავიდან
20 ნოემბერი 2022 12:19
0
ლუკა მანტკავა - შენ გქონია ტერმინატორის კვერცხები ძმაო!
გივი
20 ნოემბერი 2022 12:18
0
მანტკავა კვაზი იყო :))))))) ეს მატკავაა
:D
21 ნოემბერი 2022 11:00
0
გამოუშვი, გამოუშვი, გამოუშვი შოტლანდია
Goga
20 ნოემბერი 2022 11:24
0
ეს მსაჯი ჩვენიანი იყო?
დავითი
20 ნოემბერი 2022 01:17
54
არავისიანიც არ იყო. იმ 8 ერისგან განსხვავებით ყველაფერზე არ გვისტვენდა.ჩემი აზრით, იტალიასთან მოგებამ გარკვეული ავტორიტეტი მოგვიპოვა და იმის შედეგია. შეიძლება ვინმემ სამოასთან მსაჯობა შემახსენოს, მაგრამ ის კაცი აშკარად კვალიფიკაციის ნაკლებობას განიცდიდა. აკი თამაშიც ძალიან უცნაურად დაამთავრა და ეგრევე მოკურცხლა გასახდელში
:)))))))))))
21 ნოემბერი 2022 10:07
0
არა! იმათიანი არ იყო!
ბექა
20 ნოემბერი 2022 11:29
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული