ედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?

AutoSharing Option
2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ედი ჯონსი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტს დატოვებს. როგორც კი ეს ცნობილი გახდა, დაიწყო საუბრები, თითქოს ის ფრანგულ "რასინგ 92"-ს ჩაუდგება სათავეში ან იაპონიის ეროვნული გუნდის კონსულტანტი გახდება.

ახლა მას ახალი ვარიანტი და როგორც ამბობენ, ყველაზე სერიოზული გამოუჩნდა. ედის თვალი ამერიკელებმა დაადგეს და ნაკრების ჩაბარება შესთავაზეს. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რვაწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ასეთ შემთხვევაში ჯონსი აშშ-ის ნაკრებს 2031 წლის საშინაო მსოფლიო თასისთვის მოამზადებს.

თავად ჯონსმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ ინგლისის შემდეგ
ნაკრებში მუშაობა არ სურს, მაგრამ ეტყობა, ამერიკელთა წინადადება ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო საინტერესოა Sydney Morning Herald-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, გამოცემა ირწმუნება, რომ ამერიკულ მხარეს ედისთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხში ქართველების მხრიდან სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ.

ეს ამბავი, ცოტა არ იყოს და, დაუჯერებლად მოჩანს, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს რაგბის კავშირმა 62 წლის ჯონსს ამერიკელებზე უფრო მაცდუნებელი წინადადებით მიმართოს. თუმცა, ვინ იცის...

მკითხველის კომენტარები / 37 /
აცადეთ მაისაშვილს, რა არ მოგწონთ? ნელნელა ატყობს ხელს ნაკრებს, უელსს მეორე ტაიმში ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა და რა მიზეზით უნდა გაუშვათ? ორი დიდი გამარჯვება მაისაშვილს ეკუთვნის. ვაცადოთ მსოფლიო თასიც იქნებ რას აკეთებს. არ იქნება სწორი მაისაშვილის შეცვლა.
anti
11:23 22-11-2022
20
ცოტაც მოვიცადოთ და მაისაშვილი თუ ჯგუფიდან გაგვიყვანს მერე მოქალაქეობაც ჩამოვართვათ და მწვრთნელობაც. შემდეგ საერთოდ გავაგდოთ ქვეყნიდან. ღირსია აბა რა? წელს რა შედეგებიც გვქონდა ისტორიაში არ გვქონია და პატივი ვცეთ ქართულად.
G.LA
19:36 22-11-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული