კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
ძალიან მაინტერესებს ვინ რას იტყვის მთელი ერი გელოდებათ აბა რა გამართლებას მოუძებნით სირცხვილია უბრალოდ. მაისაშვილი წადი და რაგბს ტელევიზორშიც აღარ უყურო
ქართველი
23 სექტემბერი 2023 19:50
10
რაგბი და სოციალური ყოფა ,და ყველაფერი სხვაც, რამ გაჰყო?არაფერმა,ცხოვრება ჰქვია,ყველცერს, ჯამში ერთად აღებულს,და სიცოცხლის დონის,ცხოვრების წესის,სოციალური ყოფის,თავის უფლების სიმაღლის ,ეროვნული განსწავლულობის,ჭკუის მაჩვენებელია.კომენტარებში წავიკითხე,კარგს რატომ ვერ ხედავთო,ამავე პორტუგალიასაც რამდერჯერ მოუგეს ბიჭებმაო,უელსი,იტალიაც დაგვიმარცხებიაო,ამგვარი კვეხნაა არის ? ჩვენი დონე პროფესიონალიზმისა?,თქვე "ენაწყლიანო პატრიოტებო",უმაღლესი მაჩვენებლების,შედეგის დადების მწვერვალი,თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა არა?მაშ რაღა ჯანდაბაა,რაღაცის დონის ქონა,ანაზღაურებად საქმეში,ხალხის გადასახადების აღებით,მის კისერზე ჯდომა?და ეხლა უმთავრესსზე! დროულად მთქმელს,გამგონიო,როდიდან იძახის ჭკვინი ქართველი ხალხი:აქ და აქ წავიბორძკეთ,შესაცვლელია ეს ა ეს,ყველფერიო ,ხან პოლიტიკაში,ხან სპორტში,ხან ეკონომიკაში,ხან კულტურაში....აბა ყურის დამგდები?თევზი ხომ თავიდან ყროლდება,მაგრამ ვერ ვართ თავის უფალნი,სამშობლოს პატრიოტები,მომავალი თაობების ქართულად ამღზრდელები,თუმცა ყველამ იცის,რომ სიტყვას არ დაეჯერება,მხოლოდ ალლად მამა პაპურდ ქართულად კეთებულ,ქართულ საქმეს ,მხოლოდ, და თუ ,აწიც არ "შევიბერტყავთ ყურს" ,თუნდაც ამ რაგბის მაგალითიდან დაწყებულით,გაგვსრესენ,გაგვაქრობენ, საქრთველოს არაკეთილის მსურველნი..... სამიათას წელზე მეტი გვიცხოვრია როგორც ერსა....რამ დაგვავიწყა ეს დალოცვლი სიტყვები,სხვათა მომნობაში ?,ფულის სიხარბეში ყოფნამ?თუ ყველაფერმა ერთად საძაგლობამ ნებისმიერ ადამიანში რომ "იბუდებს", ისივე გაუნათლებლობისა მიზეზით,"უფსკრულის პირს "მისულებს"-.წაგებებს ვინ ჩივის,გადავიჩეხებით...
ზ.მ. ლონდონიდან
23 სექტემბერი 2023 19:47
3
პირველ ტაიმში უნდა მოგვემთავრებინა, მგონია ყველაფერი სწორად იყო დაგეგმილი, უბრალოდ ვერ შესრულდა, ერთი ნინიაშვილს და ერთიც ჯალაღონიას პასი ტაბუცაძისკენ რომ გაეკეთებინათ მორჩენილი იყო ბაზარი.. იდეაში პორტუგალიამ ის გვეთამაშა რაც ჩვენ უნდა ვითამაშოთ ფიჯისთან, სამწუხაროდ გამოუვიდა...
Zviads
23 სექტემბერი 2023 19:46
1
მეორე ტაიმს მწვრთნელები იგებენ. ხოდა მოუგო ჭკვიანმა და "სიმპატიურმა" ფრანგმა ჩვენ "გიგანტს"!!! საერთოდ სანამ ქართულ სპორტში მწვრთნელებზე ეკონომია იქნება, ძნელად თუ რამე შეიცვლება უკეთესობისკენ. დადეთ
S.K.K.
23 სექტემბერი 2023 19:46
1
ყველაფერში ჩავისვარეთ, გარდა დიდებული ბატონ დომკრატისა, თუმვა მგონი პირველად მოხდა, რომ მან ბოლო ცდა ვერ აქაჩა. კალათბურთელებისა და ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომელთა იმედი მხოლოდ ბრიყვებს, გატუზოს ძმაკაცს და მადამ წულუს ჰქონდა, რაგბისტების მცირედი იმედი მეც მქონდა. არ მგონია, რომ ეს ვარაუდი სულმთლად უსაფუძვლო იყო, თუმცა აქ მეც ჩავისვარე. ახლა ყველანი ჩასვრილები ვართ (ვინც შეურყვნელად მიიჩნევს საკუთარ თავს, ღმერთმა ხელი გაუმართოს). ფიჯელი დევები, ალბათ, გადაგვივლიან და კრასნოდარის კრაის მიგვასრისავენ, ჩასვრილების ადგილი ხომ მხოლოდ იმ ვეებერთელა სუპერმყრალ ჭაობშია. წადით კი არა და წაეთრიეთ!!!
ელიასი
23 სექტემბერი 2023 19:43
4
შარიქაძე ოქრო ბიჭია, ყოველმხრივ კარგი. მაგრამ კაპიტანი უნდა იყოს მგელი მოტივატორი, ფსიქოლოგიურად რთულ მომენტებში გუნდს ლომივით უნდა შეუძახოს.
Რაგბის ფანი
23 სექტემბერი 2023 19:40
0
მაისაშვილი უნდა გადადგეს ახლავე და უპირობოდ!
Rezo
23 სექტემბერი 2023 19:40
7
მაგრად გადაგვირჩით !!!
პორტუგალიელი
23 სექტემბერი 2023 19:40
2
მარტო მეორე ტაიმი იყო კატასტროფა?
გულშემატკივარი
23 სექტემბერი 2023 19:38
1
Ნაცებს აღარ ვაბრალებთ?!ვაზელინის ქვეყანა. Ინტერნეტ ლომებით
Ვახტანგ კაპანაძე
23 სექტემბერი 2023 19:37
6
აააწმყოოო თუ არა გვწყაალოოობს....,
მომავააალიი "ჩვეეეეენიიიიააა" ! :(((
დიმა
23 სექტემბერი 2023 21:09
0

სიახლეები პოპულარული