კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
სირცხვილი! აი, რა არის სახელი იმის, რაც ჩვენმა გუნდმა ქნა. ზუსტად ეს იცის, ხამობამ, ნეპოტიზმმა. ფული ბაბაია, ფული, რატომ წაეღო ის ფული ვიღაც სხვა ქვეყნიდან მოსულ მწვრთნელს, ჩვენ გავინაწილოთ ძმაააო. ჰოდა, ააა შედეგი, მერე რაა რო, წინ ხომ მივდივართ არაა?
ეეეეეჰ...
ლევანი
23 სექტემბერი 2023 18:31
5
ლევანი, ფული ბიძინასია და მკაცრად კონტროლდება, ასეთი იყო პირობა, როდესაც რაგბის დაფინანსება გადაწყვიტა, თუ არ იცი. ფეხბურთსაც იგივე შესთავაზა, მაგრამ, არ ინებეს, რამდენაც ვიცი. ნეპოტიზმი კიდევ რას ნიშნავს თქვენი აზრით - უკეთესი მოთამაშეები გვყავს და არ შეყავთ ნაკრებში, მერწმუნე, რაგბში ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია.
ლევანი 1
23 სექტემბერი 2023 19:51
4
აბჟანდაძე და ჩაჩანიძე ნაკრებისთვის ფიზიკურად სუსტები არიან.მელიქიძე ბურჯებს შორის უძლიერესია და ნაკრებში არ იწვევენ!ამიტომაც კატასტროფის პირისპირ დავდექით!!!
1964 ავთო
23 სექტემბერი 2023 18:31
2
მელიქიძეს პრინციპულად არ სურს ნაკრებში თამაში, კლუბში უფრთხილდება ადგილს... თუ ვცდები, შენზე ჩახედულმა შემისწოროს...
ვოოტ
23 სექტემბერი 2023 18:53
1
რაგბიში დაპატენტებული ტყუილი ყველა წაგებაზე - "ბიჭებმა ყველაფერი დადეს" ამ თამაშზე არ მიდის? თუ მხოლოდ წაგებაზე ვრცელდება?

ყველა სპორტში მათ შორის "ბიჭებმა ყველაფერი დადეში"-ც მეორე ტაიმი არის მწვრთნელის დამსახურება
დააT
23 სექტემბერი 2023 18:31
2
უკვე მესამე კომენტარს ვწერ.. შოკი მაქვს.. უბრალოდ ვერ ვიჯერებ ასე გატეხილ და დაჩოქილ ნაკრებს პორტუგალიასთან. საქართველოს ნაკრებმა წააგო ფსიქოლოგიურად, წააგო მოტივაციით, წააგო თავდადებაში, წააგო სამშობლოს სიყვარულში, წააგო განწყობით და სულისკვეთებით. ეს ფრე უბრალოდ ანგარიშია, ჩვენ დღეს დაგვაჩოქეს! ბიჭებო!! მოიკრიბეთ ყველაფერი და ფიჯისთან და უელსთან საქართველო ფეხზე წამოაყენეთ და ღირსება დაუბრუნეთ!!!
ალექს
23 სექტემბერი 2023 18:28
4
თამაშამდე წაგებული თამაშია, ფსიქოლოგიურად დაჟანგულები გამოვიდნენ. საერთოდ ვერ დარბიამ და აუტის ჩაწოდება დღემდე ვერ ისწავლეს. იმედი გვქონდა პირველად ჯგუფიდან გავიდოდით, ჩვენ კი ჯგუფში ჩავჩით, მეტად სამწუხაროა
rugby
23 სექტემბერი 2023 18:28
1
ჯერ არ ჩავრჩენილვართ, შანსი კიდევ არსებობს. მგონია რომ ფიჯის მაინც მოვუგებთ!მესამეც კარგი შედეგია.
.
23 სექტემბერი 2023 19:01
18
ყველაფერი დაიწერა უკვე კომენტარებში და რა დავამატო არ ვიცი, მაგრამ ისე ვარ გაცეცხლებული გაჩუმებაც არ შემიძლია. 90 იანების რაგბი გამახსენდა მეორე ტაიმში. Ყველაფერში უკან როგორ მივდივართ. Ერთი რაგბისღა გვქონდა იმედი და ჰააა. Დარწმუნებული ვარ უკეთეს შემთხვევაში მაისაშვილს შეაწმენდენ ხელებს და მეტი პასუხისმგბლობას არავინ აიღებს. ასე გაგრძელება არ შეიძლება!
Irakli
23 სექტემბერი 2023 18:27
2
ეტყობა გუნდი ვერ მოამზადეს სათანადოდ, არც შერკინება ვარგა, არც მოლი და არც სხვა სათამაშო კომპონენტები. შერკინებიდან ნაკრებში თამაშს იმსახურებენ მხოლოდ მამუკაშვილი და გიგაშვილი, სამწუხაროდ ნარიაშვილი დაბერდა და ვეღარ ქაჩავს, ზამთარაძე არ არის მზად სანაკრებოდ, სხვებიც არ არიან ფორმაში. ეჰ აღარ მინდა წერა, გასკდა გული….
დათო
23 სექტემბერი 2023 18:26
1
სანამ არ გააბანძა ნაკრები მანამდე დატოვეს და ახლა უკვე გვიანია 4 წლით უკან დაგვხია
ჩელენჯერი
23 სექტემბერი 2023 18:26
4
მაისაშვილო არ გრცხვენია ეს ყველაფერი?? გამოვა ახლა და დაიწყებს შეცდომები დავუშვით და გამოსწორებაზე ვიმუშავებთო, აქამდე რო არ გიმუშავიათ და კარასტროფულ შედეგზე ვართ ახლა რის გამკეთებლები ხართ მთელი სამწვრთნელო შტაბი, ყველაზე ცუდი და სამარცხვინო შედეგით დავამთავრებთ ამ მსოფლიოს და ყველაზე დიდი წვლილი მაისაშვილს და მთლიანად რაგბის კავშირს მიუძღვის ამაში
Nik
23 სექტემბერი 2023 18:25
3
მეორე ტაიმი ცუდად ვითამაშეთ მაგრად გადავჩით , ფრე ბევრს არაფერს ცვლის იმიდია შეცდომებს გამოასწორებენ ფიჯის და უელს მოუგებთ არაუშავს ბიჭებო საქრთველო წინ!!!
გიო
23 სექტემბერი 2023 18:24
7

სიახლეები პოპულარული