კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
აი ჩასაფრებულების კარნავალია რა და კიდე კვარას სექტანტები იტყვით ამ ბიჭის ჯინი გაქვთო.
იტალიას და უელსს რომ მოვუგეთ მაშინ კაი მწვრთნელი იყო მაისაშვილი და კაი მორაგბეები ბიჭები და ეხლა გახდნენ ცუდები დღეეს?
მაისაშვილი მაშინაც ნული იყო და ახლაც ნულია,მაგრამ ბიჭებს თავი დაანებეთ.
ხდება ასე ხანდახან.
ძაან მაინტერესებს ეს ორი კვირა რაში ემზადებოდნენ ან შესვენებაზე რა უთხრა ესეთი გაჩერდითო?
გულშემატკივრობა არაა რომ იგებს გუნდი და გიხარია და რომ აგებს და აგინებ.ეგ რა სიყვარულია?რეალურად ამ თამაშის მოგება შეგვეძლო მხოლოდ და ისისც წავაგეთ!დიახ ეს წაგებააა აბა რა არის.მაგარი დასანანია ძაან.ყველაფერს ველოდი ამის გარდა რა..
Lobotka
23 სექტემბერი 2023 18:49
18
დისლაიქი შემთხვევით დავსვი. ბიჭები მამდვილად არაფერ შუაშინარიან - მწვრთნელის პრობლემაა დიდი ხანია
???
23 სექტემბერი 2023 19:06
1
არასდროს არ ყოფილა მაისასვილი კარგი მწვრთნელუ!!!!!! იტალიასთან უნდა მოგვეგო ყველა შემთხვევასი და უბანძეს უელსთან ყარაულის თოფივით რო გაგვივარდა, იმიტო რო ყველაფერი საჩვენოდ დსჯდა- მორატორიუმი განოვაცხადე. ამ თამაშს გსმარტლება აქ? მაგრამ ეს დიდი ხანია ჩანს და თქვენნაირი ამართლებდით. ლამის თამაში დამალაო! პ.ს. არ ვილაპარაკოთ თუ გინდა კადრებზე, ვინ წაიყვანა, ვინ არა. რომელ კომპონენტში ვაჯობეთ " 6 ერის მკვიდრ" პორტუგალუას?
Rezo
23 სექტემბერი 2023 19:39
2
ყველა გამოხმაურება
აბჟანდაძე და ჩაჩანიძე ნაკრებისთვის ფიზიკურად სუსტები არიან.მელიქიძე ბურჯებს შორის უძლიერესია და ნაკრებში არ იწვევენ!ამიტომაც კატასტროფის პირისპირ დავდექით!!!
1964 ავთო
23 სექტემბერი 2023 18:31
2
მელიქიძეს პრინციპულად არ სურს ნაკრებში თამაში, კლუბში უფრთხილდება ადგილს... თუ ვცდები, შენზე ჩახედულმა შემისწოროს...
ვოოტ
23 სექტემბერი 2023 18:53
1
უნდა შეიცვალოს მთავარი მწვრთნელი!
მან თავის "შავ ლომს" მიხედოს! ვუნდერკინდია? რომელი ნაკრების მწვრთნელია გუნდის მწვრთნელიც?
ნაკრებს სჭირდება მაღალ დონეზე ნამუშევარი, თანამედროვეს განსწავლული ტრენერი! რაც მეტს იყოყმანებთ, მეტს წავაგებთ!
ანდუყაფარ მეშვილდიშვილი
24 სექტემბერი 2023 12:35
1
ჯარიმის დარტყმის ნაცვლად ლელოზე რომ უნდა ითამაშო, ამას მაისაშვილი უნდა უყვიროდეს მოედნის კიდიდან? კაპიტანი რით აზროვნებს? ლოგიკა ხომ უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებისას? შეტევაში გარღვევაზე რომ მოგყვება რამდენიმე კაცი და პასს მანამდე არ აკეთებ, სანამ არ წაიქცევი და ბურთი იკარგება, ესეც მაისაშვილის ბრალია?
პასუხი
24 სექტემბერი 2023 12:42
2
ვკითხულობ კომენტარებს და მგონია, რომ ვჩქარობთ მეგობრებო.
ვაცალოთ, ჯერ ხომ ყველა შესაძლებლობა არ მისცემიათ და ყველაფერი ხომ ვერ მოასწრეს, რომ გამოავლინონ და სრულად დავინახოთ ის რაც არის.

დავიცადოთ ფიჯი და უელსია წინ, აი დამთავრდება ეს თამაშებიც და სრულად გამოვლინდება ჩვეი ამბავი. მერე ერთიანად შევაფსოთ.

ცოტაცა, ცოტაცა და აი მერე ნახეთ.....ჯერ ადრეა მთელი ბუკეტი წინ არის...
hmmmm
23 სექტემბერი 2023 18:51
36
კი, აბა რაა განსაკუთრებით ფიჯი გადაგვახევს ბურთს. არა ქართული რაგბი დღეს ჯანსაღი ორგანიზმი და ამიტომ არ გვაქვს შედეგი
David
23 სექტემბერი 2023 19:14
5
ცუდი შედეგია,მაგრამ მიდით ბიჭებო;
1-ლი პორტუგქლოამ ის გააკეთა,ჩვენ რომ უელს ფრე გავუკეთოთ და ფიჯის მოვუგოთ,
და ერთო მაგათც- ოროვეს მოვუგოთ!
2- პორტუგალიის მძლავრმა წინააღმდეგობან დაბნეულობა გამოიწვია, დროზე მოიხსენით- დაივიწყეთ და ახალო მოგებები დადეთ.
3-პორტუგალიის მწვრთნელებმა აშკარად პროფესიულად იმუშავეს, შეგვისწავლეს შერკინებაში,მოლში მაგრად მოემზადეს- დაგვიდგნენ,დაცვაში თავგანწირულად და
..-გაგვიჭედეს,მით უმეტეს ძალიან ერთფეროვანი შეტევები გვაქვს-მხოლ9დ ჯიქურ მივარდნით,თან მეტოქე წინასწარ რომ ხედავს-რომელ მხარეს.

4- სერიოზულო პრობლემებია შერკინებაში,მოლში,რაქში...საჭოროა ყურადღება-დარჩენილ თამაშამდე კარგად მომზადება.

რქც შეეხება სამწუხარო რეგრესს სპორტის ყველა სახეობაში (ჭიდაობაშიც თავისუფ, კლასიკური,შეიძლება მსოფლიო ჩემპიონო არ გვყავდეს და ძალიან ცოტა ოლიმპიური საგზური გვაქვს),შეიძლება ამ ოლიმპიადაზე ყველაზე ცოტა წარმომადგენელი გვყავდეს(?!) ძირითადი მიზეზი არის-უპასუხისმგებლობა- პასუხისმგებლობის დაბალი ხარისხი,რაც შედეგია-არსებული ოლიგარქიულ კრიმინალურ-კლანური მმართველობის სისტემა-რეჟიმის, სახელისუფლო ფიმანსურ- ,,პოლტიკური,, კლანი,რომლის ძირითადი მიზანი ხდება- ხელისუფლების შენაჩუნება-პასუხი რომ არაზოდეს აგოს არა მარტო შეცდომებზე-დანაშაულებებზე და მას ინარჩუნებს,თან უცხო,მტრულად განწყობილო,,სახელმწიფო,,-იმპერიის ძალისხმევით-რა პასუხისმგებლონაზე შეიძლება საუბარიც კი-ოდესმე(?!),ამდაგვარ მმართველობა- სისტემაში სპორტის ფედერაციები სახელისუფლო ფინანსური კლანის მაწილია,რომელსაც ვერ გადაირჩევ და-რა შედეგებზე შეიძლება საუნარი(?!).
იქ სადაც არ არსებობს კანჯასაღი კონკურენცია,მისთვის სამართლებრივი გარემო-წესრიგი,მით გამჭვირვალობა,მით სტიმულირება...რეგრესირება,თან ყველა სფეროს და ყველა მიმართულებით-შეუქცევადია!

გლახუნა
24 სექტემბერი 2023 12:43
4
მაისაშვილი კიარა პირველ ტაიმში უნდა დაემთავრებიათ თამაში მეორეში ძალიან თავდაჯერებულები გამოვიდენ მერე ვეღარ დალაგდენ, ყველაზე ცუდ დროს წაგვართვა მოგება პორტუგალიამ
Soso
24 სექტემბერი 2023 00:44
4
მაისაშვილი ოუტ!!!!
გიორგი
24 სექტემბერი 2023 00:15
1
ჩემი აზრით ეს მეტოქის დაუფასებლობა უფრო იყო, ვერ განეწყვნენ სათანადოდ, ამ დიდმა შესვენებამაც ძალიან უარყოფითად იმოქმედა, რიტმიდან (ფორმიდანაც) ამოვარდნენ რაც დიდწილად სამწვრთნელო სტაფის დამსახურებაა. მახსენდება ძველი ჩემპიონატი როცა მთელი 4 წელი მხოლოდ ფიჯისთან თამაშისთვის ვემზადებოდით და ყველას გასაკვირად მივუგეთ კიდეც. ეხლა ანალოგიურ სიტუაციაში იყო პორტუგალიაც და მათდა სამწუხაროდ არ გაუმართლათ! ჩვენები არ ელოდნენ სიტუაციის ამგვარ შემობრუნებას და სულ აიჭრნენ! სწორედ ამ დროს ჭირდებათ ვინმე გორგოძილას მსგავსი ლიდერი რომ გუნდს შემოუძახოს... იმედია მალე მოეგებიან გონს და ამ მწარე აბს სასიკეთოდ გამოიყენებენ. მიდით ბიჭებო არ დანებდეთ!!!!!!!
rigiti
23 სექტემბერი 2023 23:59
5
ამ მწვრთნელს აკრიტიკებთ,მაგრამ ფაქტია,რომ წლების მანძილზე ბევრად გამოცდილი და კვალიფიციური უცხოელი დამრიგებლები ყავდა ნაკრებს,თუმცა მხოლოდ ამ კაცმა შეძლო მოკლე დროში იტალიის და უელსის დამარცხება.მსოფლიო თასზე კი თავს ზემოთ ძალა არაა,ადრეც ასე იყო ჯგუფში მაქსიმუმ 1 თამაშს ვიგებდით და ბევრი არაფერი შეცვლილა.
ქომაგი
23 სექტემბერი 2023 22:00
32
ის დაგვემართა რომ იმ ერთ თამაშსაც ვეღარ ვიგებთ
6 ერი
24 სექტემბერი 2023 00:44
1
ვინ იყო საერთაშორისო და გამოცდილი, მილტონა? ახლა სადაა იცი? გოგოებს ავარჯიშებს.
გიორგი
23 სექტემბერი 2023 23:56
1
არაუშავს!!! სპორტია და ყველაფერი ხდება! გამაგრდით ბიჭები! ფიჯი უნდა დავდოთ ბეჭებზე.
Profesto
23 სექტემბერი 2023 22:47
21
ბაქი-ბუქი მაგარი ვიცით, ოღონდ არგუმენტებით არ არის გამყარებული. ბოდიში ყველასთან, მაგრამ მე ამ ნაკრების იმედი, მით უმეტეს ფიჯისთან, არ მაქვს. იმედია, თავი არ მიგვეჭრება კიდევ უფრო მეტად. დღეს ბრძოლა ვერ ვნახეთ ჩვენი ნაკრების, უფრო უმიზნო და უნიჭო ჭიდაობი. ბევრი ფორმაში საერთოდ არ არის, მაგალითად ნარიაშვილი, მიქაუტაძე, გორგაძე, საღინაძე, აბჟანდაძე, აფრასიძეც, თოდუა; კვესელაძე ჰა და ჰა. ნინიაშვილი ზედმეტს იღებს საკუთარ თავზე, შეცდომებსხუშვებს აგერ ყკვე მერამდენე თამაშია, ირევა მერე საბოლოოდ; ბოლომდე არც ის არის ფორმაში. მწვრთნელი უკომენტაროდ :((( და არ გვეწყინოს: დღევანდელი ჩვენი თამაში სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კლასი არ გვყოფნის როგორც ინდივიდუალურად, ასე გუნდურად.
გიორგი
24 სექტემბერი 2023 01:17
1
ოცნებისტო
profesto - ს
23 სექტემბერი 2023 23:56
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული