კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
,,მწერალნი სხვისი ისტორიისა "
ახლა რაგბშიც ვისწავლეთ საკუთარი ქვეყნის თავს დაფის დასხმის სანაცვლოდ სხვისი დახმარება. აგერ პორტუგალიას დავეხმარეთ, რომ პირველად არ წაეგო მსოფლიოზე,
რას გავდა ბიჭებო თქვენი თამაში? სხვანაირ კაცებად და ჯიგრებად მიგვაჩნიხართ მთელ ქვეყანას, წაგებით აქამდეც წაგვიგია, მარა ასე უსუსურად არ უთამაშია რაგბი საქართველოს. თვალებში როგორ უნდა უყუროთ თქვენ ახლობლებს და გულშემატკივარს? შარიქაძე, კაპიტანო! რა ხდება გუნდში? რატო არ აფეთქდი და გადაირიე მოედანზე ნახევარი გუნდი რომჩასვოიდი დააბოტებდა მოედანზე ?მაისაშვილო, მაგარ კაცად გცნობთ და ჭკვიან მწვრთნელად, მაგრამ რა ქენით ეს დღეს? ბევრი მოშურნე გყავს და არ მინდა გაიხარონ, მაგრამ რაც თქვენმა გუნდმა დღეს გააკეთა ამის გამო უნდა შეგრცხვეს და წახვიდე. და ვინც დღეს გიღალატა და მოედანზე ჩაი..ვა იმათაც უნდა შერცხვეთ რომ მათ გამო თქვენ მიდიხართ. პასუხისმგებლობის თავზე აღება უნდა ისწავლოს ყველამ ამ ქვეყანაში. ფედერაციაზე არაფერს ვამბობ, აზრი არა აქვს, მად ხალხის წინაშე არ გრძნობენ თავს პასუხისმგებლად და მეტს არაფერს ვიტყვი, მაგათი კაიკაცობა მაშინ გამოჩნდა ქართული ტრადიციული შინდისფერი კვართი რომ გახადეს ნაკრებს. რაგბისტების სიტყვას ველოდები, ნაკრების წევრების, რომ დავიწყო რგოლების მიხედვით ვინ სად ჩაისვარა ძალიან ბევრი გამოვა და ისედაც ყველამ თავი ჩაღუნთ და ბოდიში მოიხადეთ, რა ქენით დღეს ბიჭო? რა იყო ეს!
ქორ-პარიკმახერი
23 სექტემბერი 2023 19:36
2
შინდისფერი კვართი გახადა და ვაზის ლერწიც ჩამოართვა, ,,...რა გინდათ ეგ მაიმუნობა, ახლა ისეთ რებრენდინგის ჩავატარებ რომ თქვენი მოწონებული, ვაზი არა კვერცხი, რად გინდათ ეს ზედმეტი სიმბოლოები და გადამეტებული სიყვარული და გულზე მჯიღის ცემა..."-ო
ვოტ!!!
Bs
23 სექტემბერი 2023 21:06
7
მიყევი რუსულ გემს! თავმოყვარეობა საერთოდ არ გაქვს?
მაისაშვილს
23 სექტემბერი 2023 19:34
8
რაც მთავრობაა იმისანა არის ყველაფერი, მათ შორის სპორტიც
ვაი ჩვენს პატრონს
23 სექტემბერი 2023 19:27
11
მოსაზრებაში ,რომ მონა ბატონს ვერ აჯობებს ,გეთანხმებით,მაგრამ იმაში რასაც შენ გულისხმობ არა.მონები კი ვართ მაგრამ არა ჩრდილოეთის არამედ დასავლეთის.იმედი არ მაქვს ,რომ შენ ოდესმე მაგას მიხვდები.ჩვენი სპორტსმენები კი ამ უთანასწორო პაექრობებში მიღწეული შედეგებით,ნამდვილად იმსახურებენ დიდ პატივისცემას და სიყვარულს ქართველი ხალხისგან.თუკი რაიმე ხარვეზია [ეჭვსგარეშეა რომ არის]ის ხომ იმ თავსმოხვეული სისტემის ბრალია რაც ჩვენს ცხოვრებაშია დანერგილ-გაბატონებული.ერი განახევრებულია,ახალგაზრდობა გაქცეულ-დაქცეული ,გარდაცვლილების რაოდენობა სჭარბობს დაბადებულებისას და წარმატებებს რის საფუძველზე ვითხოვთ?
las-ს
23 სექტემბერი 2023 19:26
17
აი ამიტომ არაფერი ეშველება ამ ქვეყანას შენნაირები რო ყავს.
ოკუპანტი რუსეთია და დამბყრობელი დასავლეთი გგონია.
კომენტარი ზედმეტია
Las
23 სექტემბერი 2023 22:12
4
კარგით რა, ხალხო, 3 წლის წინ რომ პორტუგალიასთან ფრედ დავამთავრეთ, იმის შემდეგ იტალიას და უელსს მოვუგეთ. მომავალშიც იქნება რაღაც. ბოლო ბოლო 20 წლამდელებს შეხედეთ.
.
23 სექტემბერი 2023 19:07
51
ადამიან-ოო აქ წაგება მოგებაზე არ არი ლაპარაკი, რა იყო ეს? ეს იყო სირცხვილი და თავის მოჭრა! ზამთარაძე რატომ თამაშობს ნაკრებში საერთოდ? შვილო შეგრცხვეს უნდა! არ ვიცი შემდეგი თამაშები რა იქნება მაგრამ აქ რომ ჩამოხვალთ თვალებში როგორ უნდა გვიყურეთ ბიჭო!
ბს
23 სექტემბერი 2023 19:40
1
პორტუგალიასთან იმის მერეც კინაღამ ფრედ დავასრულეთ შეხვედრა,ბოლო წუთზე მოვიგეთ ფაქტიურად. მაგრამ განსხვავება კოლოსალურია. იქ თავიდანვე დიდად არ წაგვივიდა თამაში, შეცდომები, ხარვეზები და ამის ფონზე ახერხებდა პორტუგალია თამაშში დარჩენას. დღეს მეორე ტაიმში ვიხილეთ ერთადერთი გუნდი სრული დომინაციით, ესაა კოშმარი. არცერთ ტიერ2 გუნდთან მსგავსი რამ არასდროს არ მომხდარა. თითქოს ტიერ3 ვიყავით ჩვენ. ამაზე მეტად გამაოგნებელი და აუხსნელია ამხელა სხვაობები ტაიმებს შორის,რაც უკვე ჩვევად იქცა გუნდისთვის. გუნდს რომ დიდი პოტენციალი აქვს მაგიტომ ვართ ყველა ასე დაშოკილი თორემ ნამიბია ან რუმინეთი რომ ვიყოთ კი გვეცოდინებოდა ჩვენი ადგილი. ეს თამაში იყო ყველაზე დიდი სილის გაწვნა რაც კი ოდესმე ვინმეს უქნია ჩვენთვის.
ალექს
23 სექტემბერი 2023 19:24
0
ყველაფერი სიმბოლური იმის, რაც ქვეყანაში ხდება. ის, რატომაც ვაგებთ კალათბურთში, ფეხბურთში და ეხლა (მოულოდნელად?!) რაგბშიც. იუთუბზე არის ძალიან საინტერესო ქართული “სარაგბო პოდკასტი”. მალე გაირჩევა ეს თამაშიც და … არ ვიცი?! ესე უჯიგროდ მითამაშე საქართველის ნაკრები, ასეთი უსუსური. ორი კვირა ჰქონდათ მოსამზადებლად და აი შედეგიც. იქნებ ისწავლის ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს ხალხმა პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება
გიორგი
23 სექტემბერი 2023 19:01
11
თეთრი მორაგბეები გვინდა და არა შავგვრემანი.შავგვრემანები მხოლოდ კუნძულელები თამაშობენ. რაგბი კელტური სპორტია. იტალიელები სულელები კი არ არიან სულ ჩრდილო იტალიელები ყავთ აბა სიცილიელი ან კამპანიელი მორაგბე ვის გაუგონია . ეს არაა რასიზმი
კონსერვატორი
23 სექტემბერი 2023 19:00
28
ჩემი დაკვირვება ვთქვი თორე მე რა. ისე გიქნიათ ღარიბაშვილის თვალები გამოგიცხადებიათ იბერიულ-კავკასიური რასის ნიმუშად:)))
კონსერვატორი
23 სექტემბერი 2023 19:43
2
ჰაბანა მაგარია ანუ აფრიკელი. აფრიკული რაგბი სად გინახია? მალკოლმ მარქსმა და დუ ტოიმ მოგიკითხეს
კონსერვატორი
23 სექტემბერი 2023 19:35
3
ყველა გამოხმაურება
პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მერე პირველად ერთ თამმაშაც ვერ ვიგებთ. უელსის და ფიჯის მომგებები მითუმეტეს არ ვართ
1111
23 სექტემბერი 2023 18:53
0
ვკითხულობ კომენტარებს და მგონია, რომ ვჩქარობთ მეგობრებო.
ვაცალოთ, ჯერ ხომ ყველა შესაძლებლობა არ მისცემიათ და ყველაფერი ხომ ვერ მოასწრეს, რომ გამოავლინონ და სრულად დავინახოთ ის რაც არის.

დავიცადოთ ფიჯი და უელსია წინ, აი დამთავრდება ეს თამაშებიც და სრულად გამოვლინდება ჩვეი ამბავი. მერე ერთიანად შევაფსოთ.

ცოტაცა, ცოტაცა და აი მერე ნახეთ.....ჯერ ადრეა მთელი ბუკეტი წინ არის...
hmmmm
23 სექტემბერი 2023 18:51
36
კი, აბა რაა განსაკუთრებით ფიჯი გადაგვახევს ბურთს. არა ქართული რაგბი დღეს ჯანსაღი ორგანიზმი და ამიტომ არ გვაქვს შედეგი
David
23 სექტემბერი 2023 19:14
5
აი ჩასაფრებულების კარნავალია რა და კიდე კვარას სექტანტები იტყვით ამ ბიჭის ჯინი გაქვთო.
იტალიას და უელსს რომ მოვუგეთ მაშინ კაი მწვრთნელი იყო მაისაშვილი და კაი მორაგბეები ბიჭები და ეხლა გახდნენ ცუდები დღეეს?
მაისაშვილი მაშინაც ნული იყო და ახლაც ნულია,მაგრამ ბიჭებს თავი დაანებეთ.
ხდება ასე ხანდახან.
ძაან მაინტერესებს ეს ორი კვირა რაში ემზადებოდნენ ან შესვენებაზე რა უთხრა ესეთი გაჩერდითო?
გულშემატკივრობა არაა რომ იგებს გუნდი და გიხარია და რომ აგებს და აგინებ.ეგ რა სიყვარულია?რეალურად ამ თამაშის მოგება შეგვეძლო მხოლოდ და ისისც წავაგეთ!დიახ ეს წაგებააა აბა რა არის.მაგარი დასანანია ძაან.ყველაფერს ველოდი ამის გარდა რა..
Lobotka
23 სექტემბერი 2023 18:49
18
არასდროს არ ყოფილა მაისასვილი კარგი მწვრთნელუ!!!!!! იტალიასთან უნდა მოგვეგო ყველა შემთხვევასი და უბანძეს უელსთან ყარაულის თოფივით რო გაგვივარდა, იმიტო რო ყველაფერი საჩვენოდ დსჯდა- მორატორიუმი განოვაცხადე. ამ თამაშს გსმარტლება აქ? მაგრამ ეს დიდი ხანია ჩანს და თქვენნაირი ამართლებდით. ლამის თამაში დამალაო! პ.ს. არ ვილაპარაკოთ თუ გინდა კადრებზე, ვინ წაიყვანა, ვინ არა. რომელ კომპონენტში ვაჯობეთ " 6 ერის მკვიდრ" პორტუგალუას?
Rezo
23 სექტემბერი 2023 19:39
2
კვარა რა შუაშია
ვასო
23 სექტემბერი 2023 19:29
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული