კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
მაისაშვილი არ გადაიბირონ სხვა ნაკრების მწვრთნელად, გავუფრთხილდეთ, ყურადღებით ვივოთ…
George
24 სექტემბერი 2023 00:01
4
ჩემი აზრით ეს მეტოქის დაუფასებლობა უფრო იყო, ვერ განეწყვნენ სათანადოდ, ამ დიდმა შესვენებამაც ძალიან უარყოფითად იმოქმედა, რიტმიდან (ფორმიდანაც) ამოვარდნენ რაც დიდწილად სამწვრთნელო სტაფის დამსახურებაა. მახსენდება ძველი ჩემპიონატი როცა მთელი 4 წელი მხოლოდ ფიჯისთან თამაშისთვის ვემზადებოდით და ყველას გასაკვირად მივუგეთ კიდეც. ეხლა ანალოგიურ სიტუაციაში იყო პორტუგალიაც და მათდა სამწუხაროდ არ გაუმართლათ! ჩვენები არ ელოდნენ სიტუაციის ამგვარ შემობრუნებას და სულ აიჭრნენ! სწორედ ამ დროს ჭირდებათ ვინმე გორგოძილას მსგავსი ლიდერი რომ გუნდს შემოუძახოს... იმედია მალე მოეგებიან გონს და ამ მწარე აბს სასიკეთოდ გამოიყენებენ. მიდით ბიჭებო არ დანებდეთ!!!!!!!
rigiti
23 სექტემბერი 2023 23:59
5
მოკლედ ეს მაისაშვილი რა ჭირი სჭირს ამ ჩვენს რაგბს,ჩააბარეს მთავარი გუნდები,თითქოს ისეთი მაღალ კვალიფიციური და ძლიერი მწვრთნელი იყოს.... ასე იცის ქვისლობა ნათესაობამ,ისე გამოდის რომ ის მოგებები იტალიასთან და უელსთან სასიამოვნო გამონაკლისი იყო...ვინ იტყვის რომ ეს მატჩი მწვრთნელის წაგებული არაა? და რომ ნაკრები წინ მიდის,ამ ჩემპიონატისთვის საერთოდ არაა გუნდი მომზადებული და ნამიბიის და რუმინეთის დონეზე თამაშობს,ბიჭებზე არაფერი მეთქმის ბოლომდე იხარჯებიან და იბრძვიან,ნაკრებს თითქოს არ ყავს სამრწთვნელო შტაბი,და მკაფიოდ ჩანს რომ მაისაშვილი არანაირი მწვრთნელი არაა,და ასეთი მაგარი თაობის ასე უხეიროდ გამოყენება უბრალოდ დანაშაულია ხალხის წინაშე და დაუშვებელია.... წადი მაისაშვილო წადი.... წარმატებები ბიჭებს და მთლიანად ქართულ რაგბს....
დავითი...
23 სექტემბერი 2023 23:02
4
წავიდა დაბოლება , მარტო თქვენ ითიშებით ? ავსტრალიასთან პირველ ტაიმში , პორტუგალიასთან მეორეში , შემდეგ თამაშებში ალბათ ორივე ტაიმში გაითიშებით , მანდ მწვრთნელი გყაავთ ?? და რას აკეთებს საერთოდ თუ იცის ???
დავითი
23 სექტემბერი 2023 22:50
2
არაუშავს!!! სპორტია და ყველაფერი ხდება! გამაგრდით ბიჭები! ფიჯი უნდა დავდოთ ბეჭებზე.
Profesto
23 სექტემბერი 2023 22:47
21
ნეტავი შენ თვითონ თუ გჯერა იმის რასაც ამბობ?!
პრაფესორას
24 სექტემბერი 2023 11:11
0
ბაქი-ბუქი მაგარი ვიცით, ოღონდ არგუმენტებით არ არის გამყარებული. ბოდიში ყველასთან, მაგრამ მე ამ ნაკრების იმედი, მით უმეტეს ფიჯისთან, არ მაქვს. იმედია, თავი არ მიგვეჭრება კიდევ უფრო მეტად. დღეს ბრძოლა ვერ ვნახეთ ჩვენი ნაკრების, უფრო უმიზნო და უნიჭო ჭიდაობი. ბევრი ფორმაში საერთოდ არ არის, მაგალითად ნარიაშვილი, მიქაუტაძე, გორგაძე, საღინაძე, აბჟანდაძე, აფრასიძეც, თოდუა; კვესელაძე ჰა და ჰა. ნინიაშვილი ზედმეტს იღებს საკუთარ თავზე, შეცდომებსხუშვებს აგერ ყკვე მერამდენე თამაშია, ირევა მერე საბოლოოდ; ბოლომდე არც ის არის ფორმაში. მწვრთნელი უკომენტაროდ :((( და არ გვეწყინოს: დღევანდელი ჩვენი თამაში სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კლასი არ გვყოფნის როგორც ინდივიდუალურად, ასე გუნდურად.
გიორგი
24 სექტემბერი 2023 01:17
1
ყველა გამოხმაურება
მე მგონი მაისაშვილმა ჩემოდანი უნდა ვაალაგოს
მერაბი
23 სექტემბერი 2023 22:45
3
ალბათ ალაგებს, მაგრამ “წონაში” ვერ ეტევა:)
გიორგი
24 სექტემბერი 2023 11:25
0
არის ესეთი გამოთქმა და ზუსტად მაისაშვილზეა ზედ გამოჭრილი , ცუდმა მოცეკვავემ ჭანჭლები მაქ გრძელიო და ხელს მიშლის კარგად რო ვიცეკვოო.. კარგით რა იქ პირველ ტაიმში გავითიშეთო აქ მეორეშიო , აბა მწვრთნელს რა ავალია ??? დისციპლინა და ეს უაზრო გათიშვები რო არ მოხდეს ზუსტადაც მწვრთნელის მოვალეობაა ...
დავითი
23 სექტემბერი 2023 22:42
3
ჭანჭლა ყ..რები ჰქვია ზემო იმერულად
ჭიათურელი
24 სექტემბერი 2023 00:54
1
ეგ "ჭანჭლები" აქვს?
:))))))
23 სექტემბერი 2023 22:56
1
ar damblokot exlac izaxet ragbi chveni tamashiao da fexburts edtebit jer tqven ragindat 6 ershi da meore rac tqven fexburtelebs stadionebi caartvivit sinatlis stadionis chatvilit da exlac ro etenebit dafexburto akademiebs shegvishvito unamusoebo ragbi kunt magara goneba chlungebis tamashia gaumarjos qartul fexburts romelic dabrundeba magal mcvervalze
Simartle
23 სექტემბერი 2023 22:33
20
უტაქტო და უზრდელი ხარ შენ მეტი არაფერი. შემოვევლე ქართულ ფეხბურთს, მაგრამ მორაგბეებს როგორ გვლანძღავ შე, ვითომ "გულ" შემატკივარო?! ან ფეხბურთს რომ 240 მილიონი აქვს სახელმწიფო დოტაცია, ის ფინანსები სად აქვს რაგბს?!ფეხბურთის ყურების დროს, რომ ვნერვიულობთ, მასე საკუთარ თამაშზე არ მინერვიულია და რეებსაა,რომ აბრეხვებ, შე უვიცო აქ?!!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
23 სექტემბერი 2023 23:08
5
სოლიდარულები არიან ძმაო, გვერდში უდგანან ფეხბურთელებს))
სოლიდარობა
23 სექტემბერი 2023 22:04
3
ამ მწვრთნელს აკრიტიკებთ,მაგრამ ფაქტია,რომ წლების მანძილზე ბევრად გამოცდილი და კვალიფიციური უცხოელი დამრიგებლები ყავდა ნაკრებს,თუმცა მხოლოდ ამ კაცმა შეძლო მოკლე დროში იტალიის და უელსის დამარცხება.მსოფლიო თასზე კი თავს ზემოთ ძალა არაა,ადრეც ასე იყო ჯგუფში მაქსიმუმ 1 თამაშს ვიგებდით და ბევრი არაფერი შეცვლილა.
ქომაგი
23 სექტემბერი 2023 22:00
32
ის დაგვემართა რომ იმ ერთ თამაშსაც ვეღარ ვიგებთ
6 ერი
24 სექტემბერი 2023 00:44
1
ვინ იყო საერთაშორისო და გამოცდილი, მილტონა? ახლა სადაა იცი? გოგოებს ავარჯიშებს.
გიორგი
23 სექტემბერი 2023 23:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული