კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
იგივე მოხდა რაც შოტლანდიასთან დაგვემართა.რაც ნიშნავს რომ სამწვრთნელობშტაბმმა ვერ იმუშავა კარგად შეცდომებზე .მეორე ტაიმს როცა აგებ მე ესე მგონი მწვრთნელის ბრალეულობა მეტია .წარმატებები ბიჭებს ცხვირი არ ჩამოუშვათ ბევრი გაქვთ დამამტკიცებელი.ისე ვთვლი რომ ამ მსოფლიოს მერე შემადგენლობა უფრო უნდა ახალგაზრდული უნდა შეიქმნას და ახალი ფურცლიდან რაღაც შინაარსიანი გუნდი ჩამოყალიბდეს
Geeee
23 სექტემბერი 2023 21:59
1
"ორი მოგების ილუზია" ჩაფლავდა?
პაოლო იაშვილის შვილიშვილის და მისი გუნდის აწყობილმა რაგბის ქართულმა სისტემამ აქამდე ინერციით იარა? თუ რა ხდება?
გაგვარკვიეთ თუ შეიძლება!!!
თუ არა და "იდი ნა ხუ-დოჟესტვენნი ი-ნსტიტუტ"!
ტყემალაძე: მართლა ტყემალზე ზიხარ და ბალსა ჭამ გგონია - თუ?
პლეხანოველი
23 სექტემბერი 2023 21:55
3
კომენტარებს ვკითხულობდი ხალხო პოლიტიკა თუ გინდათ აქ რას აკომენტარებთ ტვინი ნუ გაბურღეთ უკვე რატომღაც მგონია აქ ხალხს უხარიათ საქართველოს წაგება ნყველაფერში ????!!!!!! ეს მაისაშვილი არ იყო როცა ნაკრები იგებდა ან ეს უცხოელი რომ აგიჩემებიათ
თაზო
23 სექტემბერი 2023 21:36
39
თაზოს
ყველაფერში პოლიტიკა რომ არის მაქედან ვერ ჩაანს? ყველაგან რომ საქოცეთია შესული და ნეპოტიზმი ყვავის ეს ახალია? მეც ვამბობდი იტალიის და უელსისი მოგებების შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მართავ გედერაცია თქო, მთავარია ისტორიაში პიველად ტიერი 1-ის გუნდები დავამარცხეთ მეთქი. მარა აქ კომენტარებში რაგბში გარკვეულები წერდნენ მაშინაც, რომ კატასტროფა იქნება მსოფლიოზეო. აგერ კატასტროფა და ახლა პასუხიც ზუსტად იმ ''ქართულ ჯიგრულ პონტში'' მოსულმა ტყემალაძემ უნდა აგოს. გინდა პოლიტიკა დაუძახე გინდ ნეფოტოზმი ერთი სატკივარია ხალხისათვის. ვააახ არ ამოხვედით ყელში? პოლიტიკაა ყველაფერი ცხოვრებაში რით ვერ გაიგეთ?
D
24 სექტემბერი 2023 10:20
0
სოსომ რაო, ლევანა ჩემი ძმაკაცია და სანამ მე ვიქნები ისიც მარად მთავარი მწვრთნელი უნდა იყოსო??? რა თაობა იკარგება ამ დაბალ კვალიფიციური სამწვრთნელო შტაბის ხელში, არადა პოტენციალი დიდია...
ლადო
23 სექტემბერი 2023 21:33
10
გაიტანეთ გრელანდია,გ ა ი ტ ა ნ ე ე ე ე ე ე თ!!!
BOSS
23 სექტემბერი 2023 21:25
4
კატასტროფული მეორე ტაიმი? რას ამბობ, პირველ ტაიმში ხო დაბრდღვნეს ყველაფერი. იმხელა უპირატესობის ფონზე რო პირველი ტაიმი მხოლოდ 8 ქულით მოიგეს, იმიტო დაისაჯნენ!
ეეხ, ავტორ
23 სექტემბერი 2023 21:15
2
გუშინ ძალიან უცნაურად მომხვდა თვალში ფსონი ფრეზე _41.ჩვენების მოგება 1.13,პორტეგალიისა 6.5
ჰოდა ერთი კახური ანეგდოტი გამახსენდა :მამი, დღესა ორშაბათია თუ პარასკევიო
შე შობელძაღლო, ცოტა ახლო ახლო მკითხეო
ზურაბ
23 სექტემბერი 2023 21:13
2
მეორე ტაიმში ბურთი დაგვახიეს თავზე!!! წაგების ტოლფასი იყო. პორტუგალია უფრო იყო მოწადინებული მოგებაზე ვიდრე ჩვენი ნაკრები. და თან რა დროს, მსოფლიო ჩემპიონატის ასეთ მნიშვნელოვან მატჩში!! ასე როგორ გაითიშნენ... ეხლა უელსი და ფიჯი გადაგვიარს
ნიკა
23 სექტემბერი 2023 21:05
5
ბონუს ქულით მოგებას ველოდებიდით და მეორე ტაიმში ბურთი დაგვახიეს თავზე! სირცხვილი! უელსი და ფიჯი გადაგვიარს ეხლა და ასე შერცხვენილები ჩამოვალთ...
nika
23 სექტემბერი 2023 20:48
4
Ვისაც არ მოგწონთ ნუ უყურებთ ბატონო გაძალებთ ვინმე? ეს უარყოფითი ნეგატიური ფონის შექმნა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამს წყალს და ემსახურება რაგბის ფედერაციის და სრუალად სარაგბო თემის დისკრედიტაციას.
რაგბის კავშირი
23 სექტემბერი 2023 20:40
44
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული