ლევან მაისაშვილი: ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა

AutoSharing Option
მსოფლიოს თასზე პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირველ ტაიმში ლელოს დადების რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს, ანგარიშში ჩამორჩენისას შეცდომები დაუშვეს და ამის გამო დაისაჯნენ:

"ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა. პირველ ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მეორეში კი პორტუგალია ყველა კომპონენტში დომინირებდა. ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ და როდესაც შესაძლებლობები გვქონდა, ისინი ვერ გამოვიყენეთ. კარგი მეორე ნახევარი ჩაატარა პორტუგალიამ".

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 სექტემბერს ფიჯისთან ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 57 /
ორ მოგებას ვინ ჩივის ერთიც სანატრელი გაგვიხდა კარგით რა აბა ფიჯისთან და უელსთან რისი იმედი უნდა გვქონდეს 4 წელი ამისთვის ვემზადებოდით???
1
დატოვე ნაკრები გეყოს კაცობა და აიღე პასუხისმგებლობა შენს თავზე წადი სახლში
ქართველი
03:14 24-09-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული