"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით ფიჯისთან

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის მსოფლიო თასის მესამე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

30 სექტემბერს საქართველო ბორდოში ფიჯის უძლიერეს ნაკრებს ერკინება, რომელმაც გასულ შეხვედრაში ავსტრალიას 22:15 სძლია. მატჩი საქართველოს დროით 19:45 საათზე დაიწყება.

პორტუგალიასთან ფრის (18:18) შემდეგ 23-კაციანი შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული როლი ტრავმებმა ითამაშა. მიმდინარე მსოფლიო თასი დაასრულეს ბექა გორგაძემ და ლუკა ჯაფარიძემ. მათ ნაცვლად საფრანგეთში ოთარ გიორგაძეს და ირაკლი აფციაურს უხმეს. ფიჯისთან მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

მეექვსედ ნარიაშვილი

შარიქაძის არყოფნაში "ბორჯღალოსნების" კაპიტანი გამოცდილი მიხეილ ნარიაშვილი იქნება.
მის ანგარიშზე 74 კეპია, აქედან 5 კაპიტნის რანგში. ნარიაშვილთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა ბექა გიგაშვილმა.

კვაჭის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა თენგიზ ზამთარაძე. თითო ცვლილებაა მეორე და მესამე ხაზში. კოტე მიქაუტაძეს ამჯერად ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება; თორნიკე ჯალაღონია ტრავმირებული გორგაძის ადგილს დაიკავებს, ფლანკერად კი მსოფლიო თასზე თავის სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს მიხეილ გაჩეჩილაძე. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ.

ოთხი ცვლილება ხაზში

წინა მატჩის შემდეგ ოთხი ცვლილებაა ხაზში. შეიცვალა ღერძი და თამაშს ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი იწყებს. ცენტრში შარიქაძის ადგილზე გიორგი კვესელაძე გადაინაცვლებს და მას დემე თაფლაძე შეუწყვილდება.

ფულბეკის პოზიციაზე ამჯერად მირიან მოდებაძე დადგება, დავით ნინიაშვილი ფრთაზე იქნება, ხოლო მეორე ფრთაზე კვლავ აკა ტაბუცაძეს ვიხილავთ.

დებიუტანტები მარქაფაში

ლუკა ჯაფარიძის ნაცვლად გამოძახებულ ირაკლი აფციაურს ეგრევე მოუწევს საქმეში ჩართვა. მას "ბორჯღალოსნების" კვართით დებიუტი ფიჯისთან ექნება. აქამდე ჩვენ მისი თამაში "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში გვიხილავს.

მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება მარქაფის კვაჭ ლუკა ნიორაძეს, რომელიც "ბორჯღალოსნების" კვართით სულ მეორე შეხვედრას ატარებს. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შეცვლაზეა ნიკა აბულაძე. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილს, ხოლო მესამეში ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ.

ხაზის მარქაფაშია და მსოფლიო თასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს თორნიკე კახოიძე. ღერძის მარქაფაში არიან გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე.

კომენტარები

ვასილ ლობჟანიძე: „ვიცით როგორი ძლიერი გუნდია ფიჯი და შესაბამისად ვემზადებით. გავითვალისწინეთ პორტუგალიასთან დაშვებული შეცდომები და კვირის განმავლობაში მათ გამოსწორებაზე ვმუშაობდით. შევეცდებით უფრო ლაღად ვითამაშოთ და ვაჩვენოთ ის რაგბი, რისი ჩვენებაც ავსტრალიასთან და პორტუგალიასთან ვერ შევძელით“.

დემე თაფლაძე: „ფიჯი ბოლო დროს გაძლიერდა და ტაქტიკურად და ტენიკურად ძალიან განვითარდა. მაგრამ ვვითარდებით ჩვენც და ვეცდებით მათ ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ვცდილობთ აღმოვფხვრათ ის შეცდომები, რომლებიც პირველ ორ თამაშში გვქონდა“.

2023 წლის მსოფლიო თასი. IV ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ბორდო „სტად დე ბორდო“
30 სექტემბერი. 19:45 საქ. დრო
საქართველო – ფიჯი
საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი, კაპ.), 2. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 30 /
რა გჭირთ?! გაამხნევეთ ბიჭები.
თქვენ გენაცვალეთ, რაგბისტებო! ერთი ნაღდად ვიცი, თავს დადებთ, ყველაფერს გაიღებთ, არ შეარცხვენთ ქვეყანას, ქართულ რაგბს. უფალი თქვენსკენ! გაიხარეთ და გაგვახარეთ!!!
alexandre
28 სექტემბერი 2023 23:36
3
ერთა თასისთვის ამზადებს გუნდს?
ვანდა ჯიქია
28 სექტემბერი 2023 23:58
4
ომი გინდათ? რას ერჩით მაისაშვილს. ამ ნაკრებს მწვრთნელინსაერთოდ
რომ არ ყავდეს ქრამგონია ამაზე უარესად ეთამაშა
123
29 სექტემბერი 2023 12:13
3
შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ უელსთან მოგების იმედი მაქვს. ფიჯისთან შანსი არ გვაქვს, თუ თვითონ არ აურიეს. "გაიტანეთ გრელანდია"! ქრისტიანები არ ხართ?
გიორგი
28 სექტემბერი 2023 23:46
5
ჩვენების ტრაბახი მოვისმინე უკვე. მაინც რა გატრაბახებთ? თუ სამარცხვინოდ არ გადაგთელოთ ფიჯმა, მე ვიყო ჭანჯი. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ ჩვენი რაგბი უცხოელი მწვრთვნელების ხელში, დაწყებული სორელით და დამთავრებული ჰეიგით. მოვიდა ჩვენებური და წყალში გადაყარა ამდენი ნაშენები!
xuta
28 სექტემბერი 2023 23:27
11
ფიჯმა
Rezo
29 სექტემბერი 2023 06:59
0
Sait miveqanebit?
Martali
28 სექტემბერი 2023 22:58
6
მატუშკა რასიაში
კ.მარქსი ფ.ენგელსი
29 სექტემბერი 2023 00:22
12
აი ვინც მაისაშვილზე ლაპარაკობთ, აბა რომელიმემ რამე კომენტარი გააკეთეთ, ტაქტიკური კუთხით, შემადგენლობასთან დაკავშირებით, რატო დააყენა ვთქვათ ნინიაშვილი 11-ზე, და მოდებაძე 15-ზე, თუ შეამჩნიეთ საერთოდ ეგ ცვლილება და რას ნიშნავს.. ამით იმის თქმა მინდა რომ არ იცით რაგბი და რეალობასთან შორს ხართ.. ჩვენ გულშემატკივტებმა ჩვენს გულშემატკივრობას მივხედოთ, მარტო რუსეთზე რომ დადის ხალხი და შოტლანდიაზე ნახევარი სტადიონიც რომ არ იყო..
Zviads
29 სექტემბერი 2023 11:48
12
მაისაშვილმა რომ იცის იმიტომ გავედით ჯგუფიდან, ეგ მოლოდინიც თვითონ შექმნდა.
123
29 სექტემბერი 2023 12:35
3
28-13 რა თქმა უნდა საქართველოს სასარგებლოდ. Მიდით ლომებო!
თორო
29 სექტემბერი 2023 10:46
0
ლომი და ვეფხვი და აფთარი კარგია ძმაო მაგრამ რაგბის თამაშს ცოდნა და დისციპლინა უნდა, სამწუხაროდ ჯერ შორს ვართ, როგორც უბანში იტყვიან ჯერ აზრზე არ ვართ. იმედია გატეხავენ ნავსს
მეგრელი
29 სექტემბერი 2023 20:51
0
როგორ შეიძლება მაისაშვილის შეცვლა? თქვენ მართლა ომი გინდათ?
geo
29 სექტემბერი 2023 23:36
0
ვაი ქართულ რაგბს ამის ხელში.
გიორგი
30 სექტემბერი 2023 01:18
0
რას ველით?
გელა
28 სექტემბერი 2023 23:28
3

სიახლეები პოპულარული