საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო თასზე მესამე მატჩში საქართველოს ნაკრები ფიჯისთან 12:17 დამარცხდა.

შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ შეტევებით დაიწყო და მატკავას რეალიზებული საჯარიმოთი დავწინაურდით. ქართველი მორაგბეები დისციპლინირებულად მოქმედებდნენ და მოწინააღმდეგეზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ფიჯელებმა ანგარიშის გათანაბრების შანსი მე-14 წუთზე გაუშვეს, როდესაც საჯარიმო ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ შემდეგ საჯარიმო შორიდან ზუსტად შეასრულა ნინიაშვილმა. აქედან მოყოლებული მეტოქე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა, 31-ე წუთზე კი ნინიაშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო გამოიყენა. ბოლოს სწრაფი კონტრიერიშისას ტაბუცაძის დადებული ლელო არ ჩაითვალა
და პირველი ტაიმი 9:0 მოვიგეთ. სამწუხაროდ, ტრავმები მიიღეს ზამთარაძემ და ჯაიანმა და შეცვალეს.

შესვენების მერე მსაჯმა ფიჯელი რადრადა გაასინბინა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ და ლელო აქეთ მივიღეთ, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. მერე ფიჯელებმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენეს და წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ვიზავიმ ლელო-გარდასახვით ანგარიში გაზარდა. მე-80 წუთზე მეტოქის მორაგბე ტუისოვა გაასინბინეს, მატკავამ საჯარიმო ზუსტად შეასრულა, შეხვედრის დასასრულს ლელოს გატანის შანსი დავკარგეთ და წავაგეთ.

2023 წლის მსოფლიო თასი. IV ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ბორდო „სტად დე ბორდო“
საქართველო – ფიჯი 12:17
საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი, კაპ.), 2. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 96 /
მადლობა ბიჭებს, რეალურად ბევრად კარგ ფორმაში მყოფ და ძლიერ ფისტან მოგება შეგვეძლო მოგება, ბოლო მომენტს არ ვგულისხმობ,სხვათა შორის მაგაზე მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა ფიჯიმ კომპენსირებულ დროში უელსთან და წააგო თორემ ეხლა პირველ ადგილზე უნდა ყოფილიყო, ჩვენი ძირითადი პრობლემა უკვე მეორე მატჩია (პორტუგალიასთან მთელი პირველი ტაიმი) ლელოს ხაზთან უამრავი მომენტის არ გამოყენება, გადამწყვეტი აუტების წაგება იგივე ლელოს ხაზთან, ამდენი დაკარგული ქულამ ფიჯისთან კი არა პორტუგალიასთან კინაღამ წაგვაგებინა. მიუხედავდ 2 ქულის და არც ერთი მოგების თუ არ ცავთვლით პორტუგალისთან მეორე ტაიმში მთელი გუნდის გათიშვის, ნაკრები და საერთოდ რაგბი წინ მიდის, იტალიას და უელსთან მოგებას, რომ თავი დავანებოთ უბრალოდ გაიხსენეთ როდის შეგვეძლო თუნდაც ისეთ გრანდთან როგორც ავსტრალიაა ტოლსწორად გვეტამაშა, ანუ სტაბილურად პირველ ათეულტან შეგვიძლია თამაში, თან ადრინდელი ვარსკვლავებისნაირი (გორგოძე, ზირაქიშვილი) ეხლა არ გვყავს. ნუ დავესევით ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს, მადლობა ვუთხრათ ყველას, ვუსურვოთ წარმატება უელსთან და მომავლისკენ გავიხედოთ. რაც შეეხება მაისაშვილს, მადლობა ყველა წარმატებისათვის, მაგრამ ვფიქრობ მან უკვე თავისი რესურსი ამოწურა და ჯობია გავიჭირვოთ და მაღალი დონის მწვრთნელი ჩამოვიყვანოთ. მადლობა ბიჭებო კიდევ ერთხელ, მართლა ლომები ხართ!!!
guderian
22:15 30-09-2023
8
რას ვულოცავთ ხალხო ერთმანეთს?რა ომი?რის ომი?ომში წაგებას როდის ულოცავდნენ არ გამაგიჟოთ!ითამაშესო:დ უნდა ითამაშონ და ვის უნდა დაამადლონ?ნუ ხართ ბრმები და ფანატიკოსები!ფიჯი ფიჯი გასაგებია პრაიმშია ხალხი და ამბები მარა მაგათზე უკეთესი პირობები არ გვააქვს?ხალხი კუნძულზე კარვებში ცხოვრობს:დდ ან იმ გულშემატკივრების არ მესმის რა აი ყველაფერზე მადლობას რო იხდიან აი ეგ ხალხი მგონია ყველაზე დიდი მტერი სპორტული სამყაროსი.ერთხელ იბადები ადამიანო და ასეთი რა დავაშავეთ ყველაფერში ლუზერები რო ვართ ან რანაირად არ ბრაზდებით?აი ეს თამაში ახლა წასაგები იყოო? მაისაშვილი გასაშვებია კი ბატონო მარა ამ თოდუა ხმალაძე ნარიაშვილს რო აწვალებთ კიდევ ახლები არ მოდიაან?ამდენ რეფორმებს რო აანონსებთ და ვატარებთო იძახით შედეგი როდის უნდა მოგვცეს?100წლის მერე ქვას უთოვია მე თუ ვერ მოვესწარი გამარჯვებას:დ ან რაის მოდებაძე და ტაბუცაძე ბელგიას ხო არ ეთამაშები ან რუსეთს მართლა?ან მაგ ბიჭების მიკვირს ისეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე თამაშობენ არც ფიზიკა აქვთ არც ტექნიკა?მარტო სირბილი ხო არაა?გაქცევა კი კარგია მარა ტაბუცას პოზიციას სჭირდება პირველ რიგში დაცვის თამაში და ეს ბიჭი ვერ განვითარდაა!!!ნამიბიაც არ აიყვანდა გაფართოებულში მაგ ორს!მაისა უნდა წავიდეს და გუნდიც გაასუფთავეთ არაფრისმომცემი ვეტერანებისგან!შარიქაძე მაგარი ბიჭია მარა კაპიტნად არ ვარგა!კაპიტანი იყო გორგოძე.კაპიტანს საკლუბო კარიერაც მაგარი უნდა ჰქონდეს და შარიქა უკლუბოდ იყო დიდი ხანი კიდე კაი შავი ლომი შეიქმნა და დასაქმდა :დ ცოტა მეტი თვითკრიტიკა და რაციონალიზმი მერე იქნებ გვეშველოს!მადლობას მარტო გამარჯვების დროს ვიტყვი)
აბგდ
01:51 01-10-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული