თბილისში, სასტუმრო "პარაგრაფში" საქართველოს რაგბის კავშირსა და 53 წლის ინგლისელ სპეციალისტ რიჩარდ კოკერილს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

კონტრაქტის თანახმად, რომელიც 1+3 წლით გაფორმდა, კოკერილი როგორც "ბორჯღალოსნებს", ასევე "შავ ლომს" უთავკაცებს.

კონტრაქტზე ხელმოწერის დასმის შემდეგ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და რიჩარდ კოკერილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

იოსებ ტყემალაძე: "ამ დღისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. განვიხილეთ არაერთი კანდიდატურა, ორჯერ ვიმსჯელეთ გამგეობაზე, რადგან ჩვენთვის ქართული რაგბის ვინმესთვის ჩაბარება საკუთარი სისხლის გაღების ტოლფასია. ვფიქრობ, კოკერილის ასაკიდან, გამოცდილებიდან და შემართებიდან გამომდინარე, საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ. არჩევანის გაკეთებამდე გავითვალისწინეთ მისი რეკომენდატორები, რომლებიც გამგეობაშიც გვყავს და რიჩარდის შეფასებისას მათგან მხოლოდ პოზიტივი გვესმოდა.

დღეს საქართველოს მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავს, ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) თავმჯდომარე ბატონი დომინიკ მაკქეი, რომელსაც რიჩარდთან ერთად "ედინბურგში" არაერთი წელი უმუშავია და შოტლანდიური რაგბი მისი გარჯით ძალიან კმაყოფილია. იმედია, ამ გადაწყვეტილებას ჩვენი მორაგბეებიც სიხარულით შეხვდებიან და ქართული ხასიათის სირთულეების მიუხედავად, ახალ მწვრთნელს კარგად შეეწყობიან. ყველა მომდევნო მწვრთნელთან ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ ისტორიული გამარჯვებები ჯერ შეინარჩუნოს და მერე გააუმჯობესოს.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას მოვახსენებ ლევან მაისაშვილს. მას ზეგ ძალიან დიდი გამოცდა აქვს და მჭიდრო ურთიერთობაშია რიჩარდ კოკერილთან. ის გააგრძელებს რაგბის კავშირთან თანამშრომლობას და ვფიქრობ, ნაკრებიც და "შავი ლომიც" რიჩარდის ხელშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ლევანის დროს იყო. მინდა რიჩარდს ხმამაღლა ვუთხრა – მთელი ქვეყანა და პირადად რაგბის კავშირის პრეზიდენტი მის გვერდშია. ჩვენ გვაქვს მისი მაღალი ნდობა, ჩვენი ყველასათვის საყვარელი კვართი მის ხელშია და გვჯერა, გუნდურობა და ერთობა აუცილებლად მოიტანს არაერთ დიდ გამარჯვებას.

ერთი წელი მწვრთნელის საქმიანობის შესაფასებლად საკმარისი არაა, თუმცა ამ პერიოდში შეგვიძლია ვნახოთ როგორ შეეწყობა ის გუნდს, ბიჭებს, რაიმე სისტემური ხარვეზი ხომ არაა და ამის შემდეგ მივიღებთ კონტრაქტის გახანგრძლივების, ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას. ზაფხულსა და ნოემბერში რთული ტესტები გვექნება და გამარჯვების ამბიციაც გვაქვს, თუმცა ფოკუსი 4-წლიან ციკლში მსოფლიო თასზე ნაჩვენებ შედეგზე კეთდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე ვინმესთან რამეს დავთმობთ".

რიჩარდ კოკერილი: "უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ქართული რაგბის ოჯახის წევრობა. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია და ტრადიციები. ის მყარ ფუნდამეტზე დგას, რომელიც ბოლო წლებში მილთონ ჰეიგმა და ლევან მაისაშვილმა ჩაყარეს. მოუთმენლად ველი გუნდთან ერთად მუშაობის დაწყებას.

სავარაუდოდ მომავალ კვირაში წარვადგენ სამწვრთნელო შტაბის ორ ახალ წევრს, რომლებიც მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში იმუშავებენ. ჩვენ ასევე გვყავს სამწვრთნელო შტაბის ქართველი სპეციალისტები, როგორც ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში, ასევე "შავ ლომში" და მათთან მჭიდროდ ვითანამშრომლებ.

მე არ ვაპირებ რომელიმე ქვეყნის, ან გუნდის სათამაშო სტილის კოპირებას. ჩვენ უნდა ვითამაშოთ როგორც ქართულმა გუნდმა, საკუთარი დნმ-ით. ამისათვის გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეების ძალიან მაგარი თაობა. მსოფლიო თასის შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება ცვლილებები. ვიმედოვნებ, რომ 4-წლიანი ციკლის შუაში უკვე გვეყოლება ის ბირთვი, რომელიც მსოფლიო თასისთვის მოემზადება. წინ დიდი შრომა გველის, სტილი კი ჩვენს მოთამაშეებზე და მეტოქეზე იქნება მორგებული.

რაგბი ევროპაზე უპირველესად ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოვცდით. ზაფხულსა და ნოემბერში გვჭირდება ძლიერი მეტოქეები ეროვნული ნაკრებისთვის. რაც შეეხება "შავ ლომს", აქ უნდა დავიჭიროთ სტანდარტი, ავიმაღლოთ პროფესიონალიზმი და გავზარდოთ უკეთესი მორაგბეები ეროვნული გუნდისთვის.

ნაკრებსა და "შავ ლომში" ერთობლივი მუშაობა იდეალური კონცეფციაა, რადგან "შავი ლომის" მორაგბეების 50% ეროვნულ გუნდში თამაშობს. ეს დამეხმარება ქართული რაგბის შესწავლაში. მოთამაშეების არჩევის კუთხით მწირი არჩევანი გვაქვს, თუმცა საქართველო ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებებს აღწევს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისინი "შავ ლომში" დაწინაურდნენ, თუმცა ამისათვის უნდა იყვნენ ძალიან კარგები. მთლიანობაში, ამ ორ პოზიციაზე მუშაობა საინტერესო და პოზიტიური გამოწვევაა".

Rugby.ge

გუგა
იმედია,დასაწყისითვის შერკინებაში ისევ დავიბრუნებთ იმ უპირატესობას რაც თითქმის ყველა ნაკრების წინააღმდეგ გვქონდა და დერეფანს გამოვასწორებთ.
სოსო
დღემდე,ნაკრების ყველა მწვრთნელმა კარგად იმუშავა და იმედია,მომავალშიც ასე გაგრძელდება.წარმატებას ვუსურვებ,რიჩარდ კოკერილს! რა უბედურებაა,ისევ დაიწყო,მე არ ვარ რობოტის გამო,სურათების ამოყრა!
პაატა
კიდევ საკითხავია ამ დონეზე იქნებოდა თუ არა ჩვენი რაგბი რომ არა კლოდ სორელი და რიჩი დიქსონი, ასე რომ ამ ადამიანების ღვაწლის არ დაფასება დიდი უმადურობაა!!!
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
რიჩარდ კოკერილი: მეტი კონტროლი მეტ ქულას მოგვიტანს
"შავი ლომი" | "იბერიანსთან" ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ" – რიჩარდ კოკერილი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
რიჩარდ კოკერილი: გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ
რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"შავი ლომი" | კოკერილის დებიუტი მშობლიურ "ლესტერ თაიგერსთან" შედგება