რაგბი. ლეგიონი: ნარიაშვილი სიმბოლურს იმსახურებდა...

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის გათამაშებაში ოთხი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ერთი გუნდი დარჩა.

მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიემ" ოთხი თამაშიდან ოთხივე მოიგო.

ახალზელანდიელი ვერნ კოტერის მისვლის შემდეგ "მონპელიე" საგრძნობლად შეიცვალა. გუნდი უფრო მობილური და მძლავრი გახდა. თანაც, კოტერმა იცის, მის ხელთ არსებული მორაგბეების პოტენციალი როდის და ვის წინააღმდეგ გამოიყენოს მაქსიმალურად. ასე მაგალითად, მიხეილ ნარიაშვილს იგი წინა მატჩებში ასვენებდა ხოლმე, პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებაში კი ნარიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.

მის წინააღმდეგ შერკინებაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ლევან
ჩილაჩავა
იდგა. ტულონელთა თავკაცმა ფაბიენ გალტიემ ის მალევე, 23-ე წუთზე შეცვალა. ნარიაშვილმა კარგი დღე არც მის შემცვლელს დააყარა და გალტიემ 69-ე წუთზე ჩილაჩავა ისევ უკან შეაბრუნა. ნარიაშვილი ნამდვილად იმსახურებდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას, მაგრამ...

ტულონელთა მხრიდან აშკარად გამორჩეული იყო კიდევ ერთი ქართველი, მესამეხაზელი მამუკა გორგოძე. ალბათ, სწორედ მისი ჰიპერაქტიურობის ბრალია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში მაღალი ბოჭვა გააკეთა და არბიტრმა 68-ე წუთზე ის სინბინში გაუშვა. საკმაოდ კარგად ჩაერთო მატჩში "მონპელიეს" მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა.

წინა ტურში "ლა როშელთან" დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონმა" ჯავრი იყარა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივზე". ამ მატჩში ლობჟანიძემ პირველად ითამაშა საფრანგეთის ჩემპიონატში გუნდის სასტარტო შემადგენლობაში და ის 66-ე წუთზე შეცვალეს. "ვულკანებმა", რომლებსაც ბოლო ხანს "ყვითელ არმიასაც" უწოდებენ, ბრიველებს 62:6 სძლია. თუ ასე გაგრძელდა, "ბრივი" გავარდნის ყველაზე რეალური კანდიდატი გახდება.

მეოთხე ტურის შემდეგ ლიდერებში გაერია თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის "ლიონი". ამ გუნდმა შინ ძალზე მობილურ და მებრძოლ "ბორდოს" დამაჯერებლად,  49:14 მოუგო. სამწუხაროდ, შერკინების ახალგაზრდა ქართველ ბურჯებს თამაშის საშუალება ჯერ არ ეძლევათ. არადა, სეზონისთვის მზადების პერიოდში საწვრთნელ შეხვედრებში მათ ხშირად უწევდათ ასპარეზობა.

TOP-14. IV ტური
ტულუზი-სტად ფრანსე 53:17
აჟენი-ლა როშელი 15:20
ლიონი-ბორდო 49:14
პო-კასტრი 28:13
კლერმონი-ბრივი 62:6
რასინგი-ოიონაქსი 25:13
მონპელიე-ტულონი 43:20

ქართველი ლეგიონერები
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) შეცვლაზე (59 წთ)
ოთარ გიორგაძე (კლერმონი) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ტრავმა
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) შეცვლაზე (52 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (23 წთ)
ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (რასინგი) შეცვლაზე (49 წთ)
ლაშა ტაბიძე (ბორდო) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (52 წთ)
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) განაცხადში არ იყო
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) ძირითადში (66 წთ)
თორნიკე მატარაძე (ლიონი) განაცხადში არ იყო
გურამ პაპიძე (ლიონი) განაცხადში არ იყო
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) განაცხადში არ იყო
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) შეცვლაზე (49 წთ)
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. მონპელიე 4 4 0 0 +88 19(3)
2. რასინგი 4 3 0 1 +31 14(2)
3. ლიონი 4 3 0 1 +43 13(1)
4. ლა როშელი 4 3 0 1 +34 13(1)
5. ტულუზი 4 2 1 1 +36 12(4)
6. კლერმონი 4 2 0 2 -23 9(1)
7. ტულონი 4 2 0 2 +3 9(1)
8. პო 4 2 0 2 0 9ს(1)
9. ბორდო 4 2 0 2 -22 8(0)
10. კასტრი 4 1 0 3 -10 7(3)
11. აჟენი 4 1 0 3 -32 6(2)
12. ოიონაქსი 4 1 1 2 -41 6(0)
13. სტად ფრანსე 4 1 0 3 -54 4(0)
14. ბრივი 4 0 0 4 -99 0(0)

* * *
ელიტურ, მეორე დივიზიონშიც ერთი დაუმარცხებელი შემორჩა: ბექა შეყლაშვილის "კოლომიემ" ხუთიდან ოთხი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. მეხუთე ტურში "კოლომიემ" შალვა სუთიაშვილის "ანგულემი" დაამარცხა - 26:6.

ცხადია, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, მაგრამ, როგორც ჩანს, პირველობისთვის, რომელიც პირველი დივიზიონის საგზურს პირდაპირ იძლევა, "კოლომიესთან" ერთად "პერპინიანი" იბრძოლებს. მათ დავაში, სავარაუდოდ, შეიძლება ჩაერთონ ბექა გიგაშვილის "გრენობლი" და ბექა გორგაძის "მონ დე მარსანიც".

PRO D2, V ტური
ვანი-ბაიონი 38:22
ორიაკი-ნარბონი 15:6
მასი-დაქსი 21:19
კოლომიე-ანგულემი 26:6
ბიარიცი-ნევერი 32:20
მონ დე მარსანი-კარკასონი 39:23
გრენობლი-ბეზიე 33:23
პერპინიანი-მონტობანი 30:6

ქართველი ლეგიონერები
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) შეცვლაზე (67 წთ)
ბექა შეყლაშვილი (კოლომიე) ძირითადში (40 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ვანი) ძირითადში (41 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) განაცხადში არ იყო
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) ძირითადში
ბექა გიგაშვილი (გრენობლი) ძირითადში (70 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო
შალვა მამუკაშვილი (კარკასონი) განაცხადში არ იყო
მირიან ბურდული (კარკასონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) ძირითადში (50 წთ)
ბექა ბიწაძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ილია კაიკაციშვილი (მასი) განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. პერპინიანი 5 4 0 1 +108 20(4)
2. კოლომიე 5 4 1 0 +52 20(2)
3. გრენობლი 5 4 0 1 +32 17(1)
4. მარსანი 5 3 0 2 +71 16(4)
5. მონტობანი 5 3 1 1 -16 14(0)
6. ბიარიცი 5 3 0 2 +13 13(1)
7. ორიაკი 5 2 1 2 +29 12(2)
8. მასი 5 2 0 3 +7 11(3)
9. ვანი 5 2 0 3 -2 11(3)
10 დაქსი 5 2 0 3 -31 10(2)
11. ანგულემი 5 2 0 3 -11 9(1)
12. ბეზიე 5 2 0 3 -17 9(1)
13. ნევერი 5 2 0 3 -18 9(1)
14. ბაიონი 5 2 0 3 -59 9(1)
15. კარკასონი 5 1 0 4 -83 4(0)
16. ნარბონი 5 0 1 4 -75 3(1)

* * *
რუსეთის ჩემპიონატში ფინალისტების ვინაობა გაირკვა. 24 სექტემბერს ერთმანეთს კრასნოიარსკული გუნდები, "ენისეი" და "კრასნი იარი" დაუპირისპირდებიან.

დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეიმ" ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში იოლად დასძლია მონინოს ვვა-ს წინააღმდეგობა. განმეორებით შეხვედრაში ჩვენებურთა გუნდმა შინ 45:5 მოიგო. გაჩეჩილაძე თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო. კაჭარავა განაცხადში არ იყო.

ლაშა მალაღურაძისა და გიორგი ფრუიძის "კრასნი იარმა" კრასნოდარის "ყუბანთან" პირველი შეხვედრა 27:35 წააგო. განმეორებით შეხვედრაში ჩვენებურთა გუნდს რვაქულიანი ჩამორჩენა უნდა დაეძლია. იარელებმა ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს და მეტოქეს 30:13 სძლიეს. ფრუიძემ 25-ე წუთზე ლელო გაიტანა, მალაღურაძემ სამ-სამი გარდასახვა და საჯარიმო მიითვალა.

* * *
რუმინეთის სუპერლიგას მიხეილ არჩუაშვილის "სტიაუა" ლიდერობს, რომელმაც მეოთხე ტურში ფრეს მიაღწია ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ტიმიშოარასთან" - 15:15. ქართველი მეორეხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო.

არმიელებს კვალში უდგას ორი დედაქალაქური გუნდი - "ბუქარესტი" და "დინამო". ომარ ბალიაშვილისა და ლაშა აზალაძის "ბუქარესტმა" სტუმრად წააგო ბიძინა სამხარაძის "ბაია მარესთან" - 14:25. თუმცა, დედაქალაქაელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს მაინც ინარჩუნებენ. სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო.

მერაბ მატკავას "დინამომ" კი, სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი "კლუჟი" - 38:25. ქართველი კვაჭი ძირითად შემადგენლობაში იყო.

სატურნირო მდგომარეობა
1. სტიაუა - 17 ქულა, 2. ბუქარესტი - 11, 3. დინამო - 10, 4. ბაია მარე - 9, 5. ტიმიშოარა - 6, 6. იაში - 2, 7. კლუჟი - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული