ჯაბა ბრეგვაძე კარიერას რუსულ "კრასნი იარში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე კარიერას რუსეთში, კრასნოიარსკის "კრასნი იარში" გააგრძელებს. ქართველმა მორაგბემ გასული სეზონი ინგლისურ "ვორსტერში" გაატარა. გუნდმა მას კონტრაქტი აღარ გაუგრძელა და სამშობლოში დაბრუნებული ახალი სეზონისთვის თბილისის "ლოკომოტივში" ემზადებოდა.

ბრეგვაძემ "ლოკომოტივი" სეზონის დაწყებამდე დატოვა და რუსულმა გუნდმა, რომელიც ოქტომბრიდან ევროთასზე, კერძოდ, "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ჩაებმება, თავის რიგებში მიიწვია. ქართველ პირველხაზელთან ერთად "კრასნი იარი" კიდევ სამი ტონგელი მორაგბით გაძლიერდება.

შეგახსენებთ, რომ კრასნოიარსკულ გუნდში უკვე თამაშობენ საქართველოს ნაკრების უკანახაზელები: ლაშა მალაღურაძე და გიორგი ფრუიძე. "ჩელენჯ კაპის" ჯგუფური ტურნირის პირველ ტურში,
რომელიც 14 ოქტომბერს გაიმართება, "კრასნი იარი" შინ მიიღებს ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს უკვე აღარ მომწონს.ჩელენჯკაპი კარგია,მაგრამ რუსეთის ლიგა,გაცილებით სუსტია და ინგლის საფრანგეთიდან იქ გადასვლა კარგად ვერ წაადგება ქართულ რაგბის.მანდ უფრო უკეთესი ანაზღაურებისათვის გამოკიდებას ვხედავ.ნეტაავი ვცდებოდე.
სოსო
21:48 30-09-2017
0
მეოთხე კაცი რუსეთში!
zviads
15:18 29-09-2017
1

სიახლეები პოპულარული