ისე მოხდა, რომ ორ თამაშში მოედანზე 3-3 ჩვენებური გავიდა, ხოლო ორში - თითო-თითო.
გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფმა ‘აჟენმა’ ლიდერი ‘მონპელიე’ 31:29 დაამარცხა და ამაში ბორჯღალოსანმა თამაზ მჭედლიძემ 5-ქულიანი წვლილი შეიტანა.
24 წლის ბორჯღალოსანს წელს საქმეები ისე კარგად ვერ მისდის, როგორც გასულ 2 სეზონში. გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, მას ორი თამაშის შერკინების მესამე ხაზში ჩატარება მოუწია, ახლა კი
‘აჟენის’ შემადგენლობაში 53-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა, ხოლო ‘მონპელიეს’ ბურჯი დუდუ ქუბრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს. 31 წლის ქუბრიაშვილს 2017 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია.
ორი მნიშვნელოვანი მომენტიც - მე-6 წუთიდან ‘მონპელიე’ კაცნაკლული თამაშობდა, რადგან მეორეხაზელი წითელი ბარათით დაკარგა და ბოლო წუთზე ჯარიმა ვერ გაიტანა, რის გამოც მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩა. მიუხედავად ამისა, ის 61 ქულით პირველ ადგილზეა და 3-ით უსწრებს უახლოეს მდევარ ‘რასინგს’, ხოლო ‘აჟენი’ 31 ქულით მე-11 პოზიციამდე აღზევდა და 5 ქულით დაშორდა გასავარდნ ზონას.
‘რასინგმა’ ‘ბრივი’ მიიღო, საწყის 22 წუთში 2 ლელო გაიტანა, ორივე გარდასახა და ერთი ჯარიმაც მიითვალა, მაგრამ მონაგარს ვეღარაფერი შემატა და 17:13 იმარჯვა. პარიზელთა შორის 53-ე წუთიდან ითამაშა ვასილ კაკოვინმა. ‘ბრივის’ სასტარტოში იყო და მოედანზე 55 წუთი გაატარა კარლენ ასიეშვილმა, ხოლო ბეკოშვილი თამაშში სწორედ 55-ე წუთიდან ჩაერთო.
‘ლა როშელთან’ მატჩში მოედანზე ორჯერ გამოჩნდა ბექა კაკაბაძე. მან ტრავმირებული თანაგუნდელი ჯერ მე-8-დან მე-15 წუთამდე შეცვალა, ხოლო 52-ე წუთზე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. მისმა ‘კლერმონმა’ მეტოქე 21:17 დაამარცხა და 36 ქულით მე-10 ადგილზეა.
‘სტად ფრანსესთან’ 33:27 მოგების მიუხედავად, 22 ქულით ბოლო ადგილზეა ‘ოიონა’. ის 4 ქულით ჩამორჩება ‘ბრივს’ და 6-ით ‘სტად ფრანსეს’. ‘ოიონას’ სასტარტო შემადგენლობაში იყო ირაკლი მირცხულავა და 65-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ტაიმის მიწურულს ქართველმა ბურჯმა ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით