ნოემბრის სანაკრებო მატჩების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო საინტერესო ხდება, რა ფორმაში არიან ქართველი ლეგიონერები. შედეგიანობის კუთხით ყველაფერი წესრიგშია. ტოპ 14-ის და პრო დე2-ის მე-8 ტურში სამმა მათგანმა ლელო გაიტანა, თედო აბჟანდაძემ კი გუნდს 16 ქულა შესძინა.

ლიონში, "სტად მატმუტზე", ორი ქართული ლელო გავიდა. მასპინძელთა ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, მე-15 წუთზე მიიღო ბურთი, პასის იმიტირებით მცველი დააბნია და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. მატჩის მიწურულს "პოს" კაპიტანმა ბექა გორგაძემ, რომელმაც ასევე შეუცვლელად ითამაშა, კარის წინ რაქიდან შეუტია და ლელო ძელებშუა გაიტანა, რითაც თავის გუნდს ბონუსი მოუპოვა. "ლიონმა" 31:27 გაიმარჯვა. სტუმართა შორის შეცვლაზე 55-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ.

"რასინგ 92"-ისა და "მონპელიეს" შეხვედრაში პარიზელებმა პირველი ტაიმის მიწურულს და მეორის დასაწყისში 4 ლელო გაიტანეს და 38:31 მოიგეს. მათ რიგებში 50-ე წუთზე გამოჩნდა გურამ გოგიჩაშვილი.

გიორგი თეთრაშვილის "პერპინიანი" "ბაიონთან" სტუმრად 20:24 დამარცხდა და ნუგეშ-ქულას დასჯერდა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 49-ე წუთიდან ითამაშა.

"ბრივი" "სტად ფრანსეს" ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია და 0:27 დამარცხდა. გამარჯვებულთა შორის 31-ე წუთიდან ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

"ტულონმა" "კასტრს" 28:20 სძლია. გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს ბექა გიგაშვილი.

ფრედ, 23:23 დასრულდა "კლერმონისა" და "ბორდოს" შეხვედრა. "ვულკანების" მარქაფაში იყო და მოედანზე 32-ე წუთიდან გამოჩნდა დუდუ ქუბრიაშვილი.

პრო დე2

ქართველი ლეგიონერების 21-მა ქულამ ვერ მოაგებინა "მონტობანს", რომელიც "გრენობლს" მასპინძლობდა და მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა – 33:34. არადა, მეორე ტაიმის შუაში მასპინძლები 30:13 იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

"მონტობანის" ძირითადში სამი ქართველი იყო. ოთარ გიორგაძემ შერკინების შემკვრელად 62-ე წუთამდე ითამაშა, მე-20 წუთზე 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და ლელო გაიტანა. მანამდე მისმა გუნდმა შერკინებით საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, შესვენების წინ კი თედო აბჟანდაძემ მეტოქის 22-ში ფეხით შეაცურა ბურთი და მესამე ლელო გავიდა. აბჟანდაძემ სრულად ითამაშა, ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და 4 ჯარიმაც (13, 15, 56, 63) გაიტანა. შერკინების პირველ ხაზში 59 წუთი გაისარჯა მირიან ბურდული.

ლაშა მაჭარაშვილის "მონ-დე-მარსანი" "აჟენთან" 11:33 დამარცხდა. ქართველმა ლეგიონერმა შესვენებაზე 56-ე წუთიდან ითამაშა.

"ნევერმა" "პროვანსი" მიიღო და 26:9 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა ლაშა ჯაიანმა; თორნიკე მატარაძე 53-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 5 წუთში მოედანზე მოუწია დაბრუნება; 53-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში და მეორე ხაზში ჯაიანს შეუწყვილდა ლადო ჩაჩანიძე.

უშანგი ჭეიშვილის "მასი" "ვანთან" სტუმრად 3:36 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა 48-ე წუთიდან ითამაშა. "რუანთან" 22:26 დამარცხდა, ნუგეშ-ქულას დასჯერდა "ანგულემი", რომლის რიგებში 55-ე წუთიდან ითამაშა ომარ ოდიშვილმა.

"კარკასონმა" "ორიაკს" 27:9 მოუგო და თან ბონუსიც აიღო. მოედანზე 7 ქართველი ვიხილეთ. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა სოსო ბეკოშვილმა. "ორიაკის" პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა 20 წლის დაჩი პაპუნაშვილს და ფრთის პოზიციაზე სრულად ითამაშა. ფულბეკის პოზიციაზე ასევე შეუცვლელად გაისარჯა გიორგი გოგოლაძე. ძირითადში იყვნენ და მეორე ტაიმში შეცვალეს ბურჯი გიორგი ქართველიშვილი (45) და მესამეხაზელი ბექა შვანგირაძე (57). შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ.

ტური "ბიარიცისა" და "კოლომიეს" ლელოუხვი შეხვედრით დასრულდა – 48:31. მასპინძელმა "ბიარიცმა" 4-ის წილ 7 ლელო გაიტანა და ბონუს-ქულაც ჩაიწერა. მათ რიგებში შეცვლაზე 55-ე წუთიდან ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ, მე-60-ედან კი - ლუკა ჭელიძემ.

კვესელაძე შეუცვლელია

ინგლისის პრემიერშიფში ზედიზედ სამი ტურია თამაშს ძირითად შემადგენლობაში იწყებს გიორგი კვესელაძე. "ბათთან" ის შეუცვლელად გაისარჯა, "ბრისტოლთან" მოედანზე 76 წუთი გაატარა, ხოლო "ლონდონ აირიშთან" - 57. სექტემბერში მან პრემიერშიფის თასზე 80-80 წუთი ითამაშა "ვუსტერისა" და "ბათის" წინააღმდეგ.

Rugby.ge

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
პსჟ ისევ დარჩა დემბელეს გარეშე?
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
ორბმა და თსუ-მ იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
გიორგი ჯაბნიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა!
"ნიცასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა
16 წ. 7-კაცა | პრინცესა შარლინი და მონაკო ორი გუნდით მარტყოფში
ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება
რემსიმ მექსიკური კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა
კანტე შესაძლოა, სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდეს
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
მბაპემ მადრიდის "რეალსა" და პსჟ-ის შორის სხვაობაზე ისაუბრა
მესი მხარდაჭერას ოპოზიციის კანდიდატს გამოუცხადებს - ლეოს ლაპორტას მიმართ წყენა არ დავიწყებია
"ნაპოლი" ჩემი ბოლო იტალიური კლუბი იქნება" - სპალეტიმ ახსნა, ამ სიტყვების მერე რატომ ჩაიბარა "იუვენტუსი" და მისი ტატუს მნიშვნელობაზეც ისაუბრა
[VIDEO] სანდროს 11 ქულა - "ტორონტოს" წაუგებელი სერია "კლივლენდ კავალიერსთან" შეწყდა
[VIDEO] ქართველი გმირის საავტორო გამარჯვება - შენგელიას ლიდერობით "ბარსამ" ურთულესი მატჩი მოიგო
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" "ალვერკას" ისევ სძლია
"კვარა" დაიწყებს - ქართველების დღე გამორჩეულ ლიგებში
ფრანგული რაგბის ოსკაროსანი - დავით ნინიაშვილი
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
ბექა გორგაძე: ფინალის მოსაგებად დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება
თედო აბჟანდაძემ ტოპ 14-ის სეზონი 4 ზუსტი ჯარიმით გახსნა
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ოთარ გიორგაძე: გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
"არასწორი ინფორმაციაა" - სფფ საქართველო-ბელარუსის უმაყურებლოდ ჩატარებას უარყოფს
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა