რაგბის მსოფლიო თასის პირველ ტურში იტალიის ნაკრები ნამიბიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე საკმაოდ იოლად დაამარცხა- 47:22. თამაში მცირე წყვეტის გარდა, საკმაოდ ძლიერი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩში პირველი ლელო აფრიკელებმა დადეს. მე-6 წუთზე სტივენსმა იტალიელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა ბურთი. ევროპელებმა 5 წუთში უპასუხეს საჯარიმო ლელოთი, ტაიმის დასრულებამდე კიდევ 2 ლელო დადეს და პირველი ნახევარი 21:7 მოიგეს.
მეორე ნახევარში გახსნილი, ლაღი თამაში იყო. გამარჯვებულებმა ნამიბიელები კიდევ 4-ჯერ დაალელოვეს, ხოლო აფრიკელებმა კი 2 ლელო მიითვალეს და მოედანი ბრძოლის შემდეგ თავაწეულებმა
დატოვეს.
იაპონია, ჰიგაშიოსაკა. მსოფლიო თასი. B ჯგუფი
იტალია - ნამიბია 47:22
ლელოები
იტალია: ალანი, ტებალდი, პადოვანი, კანა, პოლედრი, მინოცი
ნამიბია: სტივენსი, გრეილინგი, პლატო
გარდასახვა
იტალია: ალანი (3), კანა (2)
ნამიბია: ლუბსერი (2)
ჯარიმა
ნამიბია: ლუბსერი