მსოფლიო რაგბიმ საკუთარ "იუთუბ-გვერდზე" განათავსა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ იტალიისა და ნამიბიის თამაშზე მომუშავე ოპერატორმა 25 კმ/სთ სისწრაფე განავითარა.
იტალიელთა შეტევის დროს ფედერიკო რუძამ ტომაზო ალანს პასი გაუკეთა. ეს უკანასკნელიც ძალიან სწრაფად გაიქცა და ოპერატორი, რომელსაც კარგი კადრის გადაღება სურდა, ეცადა, იტალიელთა მხრიდან ლელოს ავტორს არ ჩამორჩენოდა.
25 კმ/სთ ადამიანისთვის არც ისე ცუდი სისწრაფეა და არამხოლოდ უბრალო "მოკვდავისთვის". ბევრი მორაგბეც ისურვებდა, რომ ამ სისწრაფით შეეძლოს სირბილი.