რაგბის მსოფლიო თასზე მსაჯის ხუმრობამ საქმე სკანდალამდე მიიყვანა [PHOTO]

AutoSharing Option
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე სამხრეთაფრიკელი მსაჯი იაკო ფაიფერის ერთი შეხედვით უწყინარმა ხუმრობამ საქმე სკანდალამდე მიიყვანა და საფრანგეთის რაგბის კავშირმა მსოფლიო რაგბისაგან სასწრაფო განმარტება მოითხოვა.

საქმე ეხება მომენტს მსოფლიოს თასის 1/4-ფინალური მატჩიდან უელსსა და საფრანგეთს შორის. ფრანგთა მორკინალი სებასტიან ვაჰაამაჰინა სულელურად მოიქცა და უელსელთა მორაგბე აარონ უეინრაითს იდაყვი უთავაზა. ამისთვის იაკო ფაიფერისაგან წითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო.

თუმცა ამის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ფაიფერი უელსელ გულშემატკივრებთან ერთად იყო და ვააჰამაჰინასა და უენრაითის ინციდენტის იმიტაციას აკეთებდნენ.

Sportall.Ge

საფრანგეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა სერჟ
სიმონმა აღნიშნულ ფოტოს "შემაშფოთებელი" უწოდა.

"ეს ფოტო ნამდვილად შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ განმარტებას საჭიროებს", - აღნიშნა მან.

მსოფლიო რაგბიში განაცხადეს, რომ იციან ამ ფოტოს შესახებ, თუმცა საკითხის ბოლომდე გარკვევის გარეშე არანაირ ზომას არ მიიღებენ.


მომზადებულია rugbypass-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფრანგებმა უფრო სანახაობრივი რაგბი ითამაშეს და სამხრეთ აფრიკასთან მეტი შანსი ექნებოდათ ვიდრე ისე რა უელსს.უბრალოდ ერთმა უდისიპლინო სულელმა დაღუპა. უელსი უბრალო წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევს ს.აფრიკას
ჩემი აზრით
17:43 22-10-2019
2
არის ლოგიკური მიზეზი იმისა თუ რატომ იყვნენ ფრანგები ასეთი კარგი უელსთან, მათ უბრალოდ ერთი თამაშით ნაკლები ითამაშეს ვიდრე უელსელებმა (ჯგუფში ბოლო შეხვედრა ინგლისი-საფრანგეთი ტაიფუნის გამო გაუქმდა) და შესაბამისად ძალებიც მეტად დაზოგეს ჯგუფურ ეტაპზე და თამაშამდე შესვენებაც ბევრად მეტი გამოუვიდათ ვიდრე დრაკონებს. რაგბიში კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, დააკვირდით ვინც 3 დღე დაისვენა თითქმის უშანსოდ წააგო მათთან ვისაც 7 დღიანი ან მეტი დასვენება გამოუვიდა. ასე რომ უელსი ობიექტურად მაინც საფრანგეთზე ძლიერი გუნდია.
ირაკლი
12:54 22-10-2019
1

სიახლეები პოპულარული