"ბათუმი" ევროასპარეზს იტალიაში "როვიგოსთან" მატჩით დაიწყებს

AutoSharing Option
წლეულს ევროთასებზე საქართველოდან ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" იასპარეზებს. ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარი" "ჩელენჯ კაპის" შესარჩევი ეტაპია.

აქ "ბათუმი" B ჯგუფში "კალვიზანოსთან" (იტალია), "ლისაბონის უნივერსიტეტთან" (პორტუგალია) და "პადოვასთან" მოხვდა. შესაბამისად, მისი მეტოქები A ჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან. ესენია: "ტიმიშოარა" (რუმინეთი), "როვიგო" (იტალია), "ვიადანა" (იტალია) და "ჰაიდელბერგი" (გერმანია).

თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე პლეი-ოფში გადის და იანვარში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მათ შორის გამარჯვებულები აპრილში შინ და გარეთ ორ თამაშს გამართავენ. ამავე ეტაპიდან ტურნირში ჩაერთვებიან რუსეთის კლუბები, "ენისეი" და "კრასნი იარი", რომლებიც ურთიერთშეხვედრაში "კონტინენტის ფარის" მეორე ფინალისტს
გამოავლენენ.

ფინალისტები 2018/19 წლების "ჩელენჯ კაპის" საგზურს მიიღებენ, "კონტინენტის ფარის" გამარჯვებული კი 2018 წლის მაისში, ბილბაოში გამოვლინდება.

"ბათუმი" ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს იტალიაში, "როვიგოსთან" 14 ოქტომბერს გამართავს, 21 ოქტომბერს კი "ჰაიდელბერგს" ბათუმში უმასპინძლებს. მერე, 9 დეკემბერს კიდევ ერთხელ ჩავა იტალიაში და "ვიადანას" შეხვდება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 16 დეკემბერს, ბათუმში "ტიმიშოარასთან" მატჩით დაასრულებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი ამბები გველის. წარმატება!
ანდრი
13:48 22-09-2017
0
საშინაო თამაშები სად იქნება? იქნებ ინტერვიუ აგეღოთ კლუბის წარმომადგენლებისგან?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული