17:11 04-10-2017
სონი ბილმა ტრუსი და წინდები გაიხადა და მაყურებლებს გადაუყარა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველად არ ხდება, როცა ეს სუპერვარსკვლავი ქომაგების მიმართ სიკეთეს იჩენს. სონი ბილი წამითაც არ დაფიქრებულა, ისე მოიხსნა მსოფლიოს ჩემპიონის მედალი და რაგბის პატარა ქომაგს აჩუქა. ეს 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა ლონდონში, ინგლისური რაგბის მექა "თვიქნემზე". მაშინ "მსოფლიოს რაგბიმ" სონი ბილის ეს საქციელი ძალიან მოიწონა და მისთვის ერთი მედალი სპეციალურად დაამზადებინა.
აღსანიშნავია, რომ მან ტრუსი წლეულს, ოქლენდში გამართული პირველი ტესტმატჩის შემდეგაც აჩუქა ერთ-ერთ ქომაგს.
"გამოდის, ის ან ყველაზე კეთილი მორაგბეა მსოფლიოში, ან უბრალოდ, საკუთარი სათამაშო ფორმის გარეცხვა ეზარება", - წერს rugbydump.com.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ხო სულ თვითონ რეცხავს ფორმას
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული