რუსული "კრასნი იარი" და ინგლისური "ლონდონ აირიში" თბილისში ითამაშებენ

AutoSharing Option
Сhallenge Cup-ის მეოთხე ჯგუფის მე-6 ტურის მატჩი თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე გაიმართება.

3 200 ადამიანის ტევადობის სტადიონზე 20 იანვარს რუსული "კრასნი იარი" ინგლისურ "ლონდონ აირიშს" დაუპირისპირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ "ავჭალის" სტადიონმა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. "ავჭალის" სტადიონზე ნატურალური ბალახის საფარია.

აქვე გეტყვით, რომ რუსული კლუბის შემადგენლობაში ორი ქართველი მორაგბე: გიორგი ფრუიძე და ლაშა მალაღურაძე თამაშობენ, ხოლო "ლონდონ აირშის" ღირსებას ლაშა ლომიძე იცავს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვისაც გგონიათ რო სპორტი და პოლოტიკა ერთმანეთან არ არის კავშირში შორს ხართ შორს ხართ საშუალო დონის აზროვნებასთანაც. სოჭის ოლიმპიადა გაიხსენოს ყველამ და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დაფარული ღრუბლებით. .კიდევსხვა ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. გაუმარჯოს საქართველოს . აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა , ტაო- კლარჯეთი საქართველოა , სოჭი საქართველოა
4
რა დონის ნაძირალა უნდა იყოს რუსი რომ დაპყრობილ ქვეყანაში ტურისტად ჩამოდიოდეს, ან სპორტულ ღონისძიებაში იღებდეს მონაწილეობას და რა დონის უთავმოყვარეოა ქართველები ვინც დათანხმდნენ მასპინძლობას. 1) რუსეთი და რუსები მტრები არიან 2) სპორტი პოლიტიკაა. ეს ორი რამ არის აქსიომა და ვისაც არ გჯერათ გადაბრუნდით მეორე გვერძე და განაგრძეთ ძილი.
დათო
20:35 20-12-2017
16

სიახლეები პოპულარული