ლიმონათი "ზანდუკელი" რაგბის კავშირის პარტნიორი, 20 და 18-წლამდელთა ნაკრებების სპონსორი ხდება!

AutoSharing Option
ქართული ტრადიციული ლიმონათი "ზანდუკელი" დღეს სიამაყით აღნიშნავს რაგბის კავშირთან დამეგობრებას.

ამ მოვლენას ლიმონათის სპეციალური ეტიკეტის გამოცემით აღნიშნავს და დღეიდან მომხმარებელს შეეძლება ქართული რაგბის მხარდასაჭერად ახალი შეფუთვით "ზანდუკელის" ლიმონათი შეიძინოს.

ხელმოწერის ცერემონიალი ოთხშაბათს, 11 ივნისს, 19:30 სთ-ზე "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გაიმართა, სადაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერეს.

ღონისძიებას რაგბის ეროვნული ნაკრების ვეტერანი, მოქმედი და ნორჩი მორაგბეები დაესწრნენ, რომლებმაც ბავშვთა სახლ "კარიტასის" აღსაზრდელებთან ერთად საჩვენებელი თამაში გამართეს.

Sportall.Ge

რაგბი ჩვენი თამაშია!
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაგბის სპონსორობა მაგარი საქმეა და კიდევ უფრო მეტი ძლიერი სპონსორი შემატებოდეს ჩვენს რაგბს!!!! მაგრამ.... ბ-ნო გოჩა, ამ ღონისძიებებს რომ ატარებთ და ზაფხულის ტესტებზე ეროვნულის ჩავარდნაზე ხმას არ იღებთ ეგ როგორაა??? ვერ გავიგე ქართული რაგბის გულშემატკივარი ღირსი არ არის რომ გაგვაცნოთ ფედერაციის პოზიცია და გეგმები, თუ რა ხდება??? ჰეიგსაც კომენტარი არ გაუკეთებია...ადრე საკმაოდ საუფძვლიანად გვიხსნიდა გიორგი ნიჟარაძე და ჰეიგი თუ რა ხდებოდა ჩვენს რაგბში, ამას მიგვაჩვიეს და თქვენგანაც ამასვე მოვითხოვთ! თუ შეიძლება, კეთილი ინებეთ და გაგავარკვიეთ სად ვართ და საით მიდის ჩვენი რაგბი!მადლობა
პაატა
21:44 12-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული