შესანიშნავი ქვეყანა, ადამიანები რაგბით სულში - ირლანდიელების შეფასება საქართველოში მოგზაურობის შემდეგ

AutoSharing Option
ფოტოს ავტორი: აჩიკო გეგენავა

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში ცოტა ხნის წინ სტუმრად მყოფმა ირლანდიური "ქულმაინის" ხელმძღვანელობამ საკუთარი შთაბეჭდილებები ირლანდიურ გამოცემა "ინდეფენდენთს" (Independent) გაუზიარა.

"ეპიკური" და "დასამახსოვრებელი" მოგზაურობა, "შესანიშნავი ქვეყანა", "ადამიანები რაგბით სულში" - ასეთია ირლანდიელების შეფასებები, რომლებიც ყველა კლუბს კატეგორიულად მოუწოდებენ, რომ ერთხელ მაინც იმოგზაურონ საქართველოში და დაიმუხტონ მუდმივი ემოციებით.

გთავაზობთ "ინდეფენდენთის" სტატიის თარგმანს, სახელწოდებით - "ქულმაინის 16U" საქართველოში მოგზაურობის ყველა მომენტით ტკბება":

"ქულმაინის 16U" საარაკო ("ეპიკური") მოგზაურობიდან დაბრუნდა - ტურნედან საქართველოში, სადაც თამაშობენ რაგბის და გახდა პირველი ევროპის ახალგაზრდული
გუნდი, რომელმაც ქვეყნის დასავლეთში, ქუთაისის "აიას" თანამედროვე არენაზე ითამაშა.

"აიას" ხელმძღვანელობისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ნიკა აბდალაძის დამსახურებით, რომლის შვილი ამჟამად "ლენსთერში" თამაშობს, ეს მოგზაურობა დიდხანს დარჩება "ქულმაინის" 20 ბიჭის მეხსიერებაში.

18-საათიანი მოგზაურობის შემდეგ, გუნდი სამი მწვრთნელით ქუთაისში გამთენიისას ჩავიდა. მცირე დასვენებისა და საუზმის შემდეგ გაიმართა პირველი ვარჯიში. შემდეგ ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მღვიმის - პრომეთეს მღვიმის კომპლექსის დასათვალიერებლად გაემგზავრნენ.

საღამოს ქუთაისის "აიას" 16-წლამდელთა გუნდთან ერთობლივი ვარჯიში გაიმართა. ამ ასაკშიც კი, ქართველი მორაგბეების ზომებმა "ქულმაინის" ბიჭები სერიოზულად ჩააფიქრა!

მეორე დღეს ირლანდიელი მორაგბეები რაფტინგისთვის "თეთრ წყალზე" გაემგზავრნენ, მერე კი მატჩისთვის ემზადებოდნენ, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. პირველი ტაიმი უჩვეულო გამოდგა, უპირატესობის მოპოვებას ვერცერთი გუნდი ახერხებდა. ზედ შესვენების წინ ქუთაისელების უკანა ხაზის ოსტატობამ მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მისცა. ორდღიანმა მომქანცველმა მოგზაურობამ და უძილო ღამეებმა (რაც ყველა კარგი ტურის თანმდევია), "ქულმაინის" მორაგბეებს ხელი დაატყო და მასპინძლებმა უპირატესობა სოლიდური გახადეს.

ამას მოჰყვა ბარბექიუ, საჩუქრების გაცვლა და ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდა.

საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, ემოციური ადამიანებით, რომელთაც რაგბი სულში აქვთ.

რაგბის კლუბი "ქულმაინი" კატეგორიულად მოუწოდებს ყველა კლუბს, რომ ერთხელ მაინც იმოგზაურონ და ითამაშონ საქართველოში, რადგან იქ გასაოცარი მასპინძლობა ელით. ეს გამოცდილება იყო საუკეთესო, რაც აქამდე მიგვიღია".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული