რაგბიშიც დაპირისპირებაა - მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა რაგბის კავშირი დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა ბაჩო ხურციძემ თანამდებობა დატოვა და რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა დააანონსა, - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველმა არხმა" გაავრცელა.

"ნებისმიერი წარმატების საწინდარია ჯანსაღი საკადრო პოლიტიკა, გააზრებული პროექტები და ქმედითობა, ხოლო არასწორი მენეჯმენტი, გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკა, ინერტულობა, რასაც ბოლო წლებში ვაკვირდებით, უამრავ პრობლემას გვიქმნის როგორც ზოგადად, ისე მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესშიც.

ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ და სხვა პრობლემებზე არაერთხელ ღიად დაგიფიქსირეთ ჩემი პოზიცია, შემოგთავაზეთ გულწრფელი რჩევები და ჩემი პირადი გამოცდილების გაზიარება. თუმცა, ურთიერთთანამშრომლობის ნაცვლად, დაპირისპირება არჩიეთ,
შესაძლოა, თქვენი მხრიდან ჩემი კონკურენტად დასახვიდან გამომდინარე, წელს გასამართ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ღია ბრძოლის გამოცხადება მეტად კრიტიკულ პერიოდში, სწორედ მაშინ, როდესაც ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პირველი შეკრება დაიწყო, ჩემი ჩამოშორება მზადების ამ მნიშვნელოვან პროცესში მსოფლიო რაგბისთან კომუნიკაციისგან; ჩემი ამოღება ჩემპიონატზე მიმავალი დელეგაციის შემადგენლობიდან, რომლის ხელმძღვანელადაც ვიყავი წარდგენილი, დაბოლოს, ვაკანსიის გამოცხადება ამჟამად ჩემ მიერ დაკავებულ პოზიციაზე, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს გასაკეთებელი საქმის მიმართ.

ამგვარმა მმართველობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქართული რაგბის ასე სათუთად ნაშენებ რეპუტაციასა და იმიჯს, შეარყია მისი ფუნდამენტი", - წერს ხურციძე.

ხურციძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
გიო და სოსო, არ არის საჭირო ეს იაფფასიანი პინგ-პონგი, არც თქვენ გიხდებათ და ნურც რაგბის გულშემატკივრებს აკადრებთ მსგავს ტყუილებს. უბრალოდ ძალიან მარტივად იშიფრებით, რომ არავის არ იცნობთ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანებიდან და შეკვეთილ თუ უნებლიე დეზინფორმაციას ავრცელებთ. გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს და ვისაც ჩვენების მარცხი გაუხარდება მათი გამოვლენაც თქვენზე იყოს თავის მოწმეებით )))
ცოტნე
20:34 10-09-2019
1
სოსო, ჩემი თვალით და ჩემი ყურით! მოწმეებიც არსებობენ.
გიო
16:28 10-09-2019
5

სიახლეები პოპულარული