პოლიციამ მორაგბის დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა

AutoSharing Option
მორაგბის, "შვიდკაცას" კაპიტან რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება." -
ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წყარო: kvirispalitra.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
რაგბი აქ არაფერ შუაშია, პირადი ამბების გამო მოხდა თაქი: ამბობენ ერთმა მეორეს მეუღლე გაჟი...აო. ატხეთ ეხლა ამისგან პოლიტიკური სკანდალი.
გივი
19:32 17-09-2020
4
გაუშვათ ქოცები და მოვიყვანოთ ვინ მიხუინები ბოკერია ხაზარაძე ვაშაძე აღმაშენებელი .დდ და დაალაგებთ მერე სიტუაციას როგორც ადრე ხო და მოხარჩული წაბლი არ გინდათ.ერთი ცუდი უარესით ჩავანაცვლოთ ხო იფ.მთავრობის ბრალია ბაკლანი და მოძალადე როცა ხარ თუ აღზრდის და შეგნების.
zaza
12:39 17-09-2020
10

სიახლეები პოპულარული