რაგბის კავშირის განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებს "ფეისბუქის" გვერდით ირაკლი აბუსერიძე გამოეხმაურა, რომელმაც 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. მან ახალი კანდიდატი იოსებ ტყემალაძე გააკრიტიკა:
"ხვალ, 2021 წლის 24 თებერვალს, ქართული რაგბისთვის არაკეთილის მოსურნე ხალხი, ყველა ჩვენი წარმატების, ყოველი დადებული ლელოს, გულშემატკივრის სიხარულის, მუხლჩაუხრელი შრომის, ვარჯიშის, ბრძოლის წყალში ჩაყრას შეეცდება!
ერთ, რაგბთან არაფერ შუაში კაცს - მშენებელ იოსებ ტყემალაძეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის უკანონოდ გაფორმება სურს (ალბათ ისიც კი არ იცის, ლელო რამდენი ქულაა).
მივმართავ ყველა იმ სარაგბო
მშენებელი იოსებ ტყემალაძე ვერ და არ დააკომპლექტებს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს! ვერ და არ გადაწყვიტავს საქართველოში საკლუბო რაგბის განვითარების ბედს, ახალგაზრდებში რაგბის პოპულარიზაციის ბედს, ქართველ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს, რადგან მშენებელი იოსებ ტყემალაძის წინააღმდეგ დგას ქართული რაგბი! მე, ბორჯღალოსანი კაპიტანი, საქართველოს რაგბის კავშირის ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე, ჩემი გუნდი და საქართველოს 18 სარაგბო კლუბის წარმომადგენელი! ჩვენ არ ვაპირებთ ხვალინდელ უკანონობაში მონაწილეობის მიღებას. ხვალ, არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ქვორუმი ვერ შედგება!
თხოვნით მოგმართავთ ჟურნალისტებს, სათითაოდ გამოკითხეთ ყველა სარაგბო კლუბის წარმომადგენელი ვინც ხვალ, რაგბის კავშირში, მშენებელი იოსებ ტყემალაძის მხარდასაჭერად მივა. გამოკითხეთ და აჩვენეთ ქართული რაგბის გულშემატკივრებს ვიღაც, ასევე რაგბთან არაფერ შუაში ხალხი, რომლებმაც კლუბებს ძალით გააფორმებინეს მინდობილობები და მათ მაგივრად აპირებენ ხმის მიცემას. ზოგს საერთოდ ნანახიც არ აქვს რაგბი, არ იცის რამდენი კაცი თამაშობს.
მივმართავთ მშენებელ იოსებ ტყემალაძეს: იოსებ, ხვალ შენ ქართულ რაგბს ხელში ვერ ჩაიგდებ! ეხლა დაჯექი და იფიქრე რამდენი ბოდიშის მოხდა მოგიწევს და რა ზომა-წონის ხალხი გადაგვიმტერე. იფიქრე! შენი პროფესიის კაცი, ორ აგურს სადმე იშოვნის!
და ბოლოს, მინდა ვკითხო ბაჩო ხურციძეს: ამ მშენებელი კაცის მოსაყვანად იბრძოდი ბაჩო?! ბოლომდე სამშენებლო კომპანიად გინდოდა რაგბის კავშირის გადაკეთება?!"
კაი მენეჯერი შეიძლება მიშაც იყოს და ინვესტიციებიც მოიძიოს, მაგრამ ხომ არ ნიშნავს რომ მიშა ჩამოვიყვანოთ რაგბის პრეზიდენტად. ქართულ რაგბს ეხმარებაო.... ჩვენ რაგბის განვითარება გვინდა ქვეყანაში თუ ლელოსი. არ შეიძლება ეროვნულის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყოს რომელიმე კლუბის მწვრთნელი და არ შეიძლება გახდე რაგბის კავშირის პრეზიდენტი, მხოლოდ იმიტომ რომ ხარ ეროვნულის მთავარი მწვრთნელის უახლოესი ძმაკაცი/ნათესავი.