ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!

AutoSharing Option
8 მარტს რაგბის კავშირის პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნებია. პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა.

"ოთხშაბათს, ტყემალაძის დაცვა, 3 სარაგბო კლუბის მაგივრად მისცემს ხმას არჩევნებზე! სულში გვაფურთხებენ!

მშენებლის დაცვა, 3 სარაგბო კლუბის ნაცვლად დასვამს ხელმოწერას და ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!

თუ გიყვართ რაგბი, გტკივათ რაგბი, ერთხელ მაინც დაგიკრავთ ტაში "ბორჯღალოსნებისთვის", თავად ხართ მორაგბე, გულშემატკივარი თუ უბრალოდ მოქალაქე, ვისაც ქართული სარაგბო წარმატებით ერთხელ მაინც უამაყია - გამოდით! გამოდით და გვერდზე დაგვიდექით, სანამ რაგბის მომავლის კარი საბოლოოდ ამოგვიშენეს!

ეს არ არის მოწოდება, ეს
არის ჩემი, მორაგბე ირაკლი აბუსერიძეს და ჩემი თანამებრძოლი მორაგბეების თხოვნა. ჩვენ მთელი ცხოვრება შევწირეთ ქართულ რაგბს და ქართველ გულშემატკივარს და ახლა, ამ გადამწყვეტ შერკინებაში, გადამწყვეტი გამარჯვებისთვის, ყველაზე მეტად თქვენი ძალა გვჭირდება!

ვისაც მოგწვდათ ჩვენი ხმა, ოთხშაბათს, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენასთან შეგხვდებით.
წარმატების ერთადერთი გზა თავისუფლებაა და თავისუფლება რაგბის ხვედრია!", - წერს აბუსერიძე "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 31 /
იმდენი ერთმანეთის საწინაამდეგო ინფორმაციაა ორივე მხრიდან რომ ჭირს ან შეუძლებელია სიმართლის გაგება.
საჭიროა: 1. IQ ტესტის შემოღება-შეუძლია თუ არა რამის გაკეთება კანდიდატს.
2. პოლიგრაფი- ტყუის თუ არა.

ასეთი მიდგომა უნდა იყოს არამარტო რაგბის პრეზიდენტის არჩევაში არამედ ყველა მაღალ თანამდებიბაზე!
გიორგი
07 მარტი 2021 23:51
0
იქნებ აგვიხსნას ვინმემ, თუ რატომ დაასამარებს ქართულ რაგბს მაინცადამაინც ტყემალაძე? რის გაკეთებას აპირებს აბუსერიძე განსხვავებულად? ეს კითხვა ფულის განაწილებას არ ეხება, ეგ ისედაც ცხადია.
გიორგი
08 მარტი 2021 11:49
7
ერთ მხარეს არიან რაგბისტები და მეორე მხარეს ფედერაციის კლანი კობახიძის მამის მეთაურობით. მიშა და მის მიერ ფეხბურთის ფედერაციის არცევნები მახსენდება. ჭკუას ვერ ვსწავლობთ რა.
ვახტანგ
08 მარტი 2021 02:49
9
ფული ბიძინასი უნდათ და და რა გასაკვირია ბიძინა თავის კაცს რომ ჩასვავს. არ იქნება თავისი კაცი არ იქნება ფული და მერე საიდან მოაქვთ ეს ფული. რას ამბობთ ფეხბურთის ფედერაციას თუ ფეხბურთელები მართავენ იმიტომ დაგლიჯეს ყველგან.ამიტო მე ვირჩევ ტყემალაძეს მაგრამ მაგის მოსვლით ნაკრების მწვრთნელი არ უნდა იყოს მაისაშვილი თავისი მწვრთვნელებით.არ არიან მაგ დონის რო მსოფლიოზე მაგათმა წაიყვანონ ნაკრები.ნაკრებს სჭირდება გამოცდილი უცხოელი მწვრთნელი უკანახაზელებისს და შერკინების იყოს გამოცდილი ქართველი მწვრთნელი. ვისურვებდი გიორგაძე მაგრაქველიძე და არიან კიდე სხვებიც.
Love rugby
08 მარტი 2021 11:21
4
აბუს მშენებლები მაგრა არ ევასება ეტყობა) აბა სხვა ახსნას ვერ ვპოულობ,ყველა ინტერვიუში ამ სიტყვას რაღაც შეურაცმყოფლად იყენებს
გია
08 მარტი 2021 10:26
1
ივანიშვილი აჭიდავებს ამათ და აკვირდება.
გიორგი
08 მარტი 2021 13:22
1
პრეტენზიულია
ლუკა
08 მარტი 2021 12:34
0
ყველა გამოხმაურება
თავიდან მიგეხედათ, ფულებს რომ ჭამდით, ერთმანეთს რომ ესროდით. ეხლა დაგჭირდით?
სტატუს ქუო
08 მარტი 2021 09:41
1
დავჭრდით, მაგრამ დროებით. თავისი თუ გაიტანა, მერე დაგვიღრენს რაგბის ოჯახში ნუ ერევითო.
გიორგი
08 მარტი 2021 11:36
1
აბა სარაგბო თემის საქმეებში ნუ ერევითო...
08 მარტი 2021 10:45
0
ამაში ნამდვილად არ უნდა ჩავერიოთ. თავად გაარკვიონ ერთმანეთში. პოლიციის ჩარევა კი დასჭირდება ამ ამბავს.
გიორგი
08 მარტი 2021 11:33
0
ისე არც ამ აბუსერიძის დაიჯერება და მითუმეტეს იმ მშენებელის ეხლა რო უპირებენ დასმას , უბრალოდ სანამ ეს ქოც-ნაც კაცუნები მართავენ ქვეყანას , ჩვენი საშველი არ იქნება , გამოიღვიძეთ ბოგანოებო შეგვჭამეს ამ მედროვე ძალათ დემოკრატებმა , ამათ დემოკრატიის ძირითად არსზე საუბარიც არ სურთ , სადაა შრომის კანონი ევროპულთან ფათანაბრებული ? და რომც მიიღონ ვინ დაიცავს შესრულებას ? ეს ძალათ კაცმაცუნები არაფრის დამცველები არ არიან
სიმართლე დათობ
07 მარტი 2021 22:04
6
აბუ გადახედე კომენტარებს და მიხვდები ხალხის აზრს და დაგვანებე თავი. რაგბი მარტო მირაგბეების საკუთრება კი არაა, თუმცა არც იმ მხარეწ აკლია ვეტერანი მორაგბეები. ბიძოწ თუ ფულია დახარჯვა უნდა და თქვენ არ გენდობათ, ვინც პარლამენტში შეგიყბანათ, თქვენი ბრალი ყოფილა, ამდენი ხანი კაცუს ნდობას რომ ვერ დაიმხსახურებ. ვინც დაიმსახურა კი მოყავს აგერ პრეზიდენტად.
გიორგი
09 მარტი 2021 08:23
3
რა ხდება გამარკვიეთ? რამე უფრო ვრცლად დადეთ?
იო
07 მარტი 2021 22:09
0
რა ხდება და ბატონ ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ რაგბისთვის გამოყოფილი თანხები(მათ შორის პირადად მისი კუთვნილი) რაგბის განვითარებისათვის დაიხარჯოს და მისი ნდობით აღჭურვილი პირია სწორედ ტყემალაძე, რომელსაც რაგბისათვის საკმაოდ ბევრი აქვს გაკეთებული და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს გააკეთებს. პარლამენტარ-რაგბისტის კი არ მჯერა. თუ რაგბის განვითარება უნდა დაუდგეს გვერდში და რაგბი გაიმარჯვებს, მაგრამ არა, თანხების კონტროლი უნდა და ამაშია საქმე.
emigranti
08 მარტი 2021 05:19
1
ეგ მესმის, მაგრამ ტყემალაძეზე რომ იძახიან, უცხო კაცია აქ არაფერი ესაქმებაო, იქნებ გაასაჯაროონ რა გააკეთა ამ კაცმა, რომ ფართო მასისთვის გახდეს ცნობილი, თორემ აგერ , ვერ ხედავ? ჩვენ მთელი ცხოვრება რაგბისთვის გავიღეთ და ამას აქ რა უნდაო? ცუდი იცი რა არის? ვერცერთი მხრიდან ვერ ვიგებთ, სამომავლოდ რას აპირებენ
ემიგრანტს
08 მარტი 2021 12:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული