რაგბის ახალი მოედნები აჭარაში

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ დაანონსებული 100 ახალი სარაგბო მოედნების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აჭარის რეგიონში წლის ბოლომდე სამი მოედნის მშენებლობა იწყება.

აჭარის მთავრობა ამ ინიციატივას პირველი გამოეხმაურა და პირველ ეტაპზე მშენებლობები დაიწყება ქობულეთის რაიონში სოფელ ხუცუბანსა და დაბა ჩაქვში, ასევე შუახევის რაიონში სოფელ ფურტიოში, ხოლო უახლოეს მომავალში მშენებლობები ბათუმში, ბენზეს დასახლებაში არსებულ მე-18 სკოლის ტერიტორიაზე, გონიოში და ქედაში იგეგმება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შუახევის რაიონის სოფელ ფურტიოში დაგეგმილი საზაფხულო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის მშენებლობა, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში
უმასპინძლებს ბავშვებს, როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ეს არის იმ დიდი წამოწყების გაგრძელება, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 მაღალი მიღწევების სარაგბო ცენტრი, 14 სარაგბო ბაზა და 27 რაგბის მოედანი ააშენა.

ცოტა ხნის წინ, ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობამ ქართულ რაგბს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა და 45 სხვადასხვა ლოკაციაზე 100 ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დააანონსა. აჭარის მთავრობამ, რომელიც წლებია მხარში უდგას ადგილობრივ სარაგბო კლუბებს, პროექტის განხორციელებისთვის პირველი ქმედითი ნაბიჯები გადადგა.

„დღეს უკვე შეგვიძლია გაცნობოთ აჭარაში 3 მნიშნელოვანი პროექტის დაწყება, რომელიც აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება“.

„აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონი პირველია, რომელიც ძალიან მოკლე დროში ჩაერთო რაგბის კავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ ახლახანს დაანონსებულ 100 მოედნის მშენებლობის პროექტში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს“.

„ამ ეტაპზე უკვე დაგეგმილია და მზადდება ტენდერები ფურტიოს, ხუცუბანის და ჩაქვის მოედნებისმშენებლობისთვის, რომლებსაც მიმდინარე წელს ჩაეყრება საფუძველი. უმოკლეს ვადებში ამ პროექტებს შეემატება ახალი ლოკაციები აჭარის ტერიტორიაზე, სადაც მომდევნო წლებში აშენდება სარაგბო ინფრუსტრუქტურა და ქვეყნის მასშტაბით, ხელს შეუწყობს რაგბის კიდევ უფრო მეტად დამკვიდრებას და განვითარებას“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

„ამავდროულად მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის მერიას და პირადად მერს, არჩილ ჩიქოვანს, ბათუმის სარაგბო კლუბის მაქსიმალური მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს პირველობაში მუდმივად იბრძვის მაღალი შედეგებისთის და ზრდის წარმატებულ ახალ თაობას.“- განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

„მოხარული ვარ, რომ რაგბის კავშირისა და საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს, აჭარის რეგიონიდან იწყება. დღეს ჩაქვში საფუძველს ჩავუყრით თანამედროვე, საერთაშორისო დონის სარაგბო მოედნის მშენებლობას, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელსაც წლის ბოლომდე დავიწყებთ“.

„წლის ბოლომდე ვგეგმავთ სამი ახალი მოედნის მშენებლობას, ჯამში კი აჭარას უნდა დაემატოს ექვსი სარაგბო მოედანი. ეს საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ისედაც წარმატებულ მორაგბეებს, კიდევ უფრო დავუჭიროთ მხარი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მორაგბეებს მივცეთ საშუალება ასახელონ როგორც საკუთარი ქალაქი, ასევე ჩვენი ქვეყანა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირს, მის პრეზიდენტს და წარმატებები ვუსურვო მორაგბეებს. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს, რაგბის კავშირისა და ხალხის ერთიანობით, კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები და წარმატებები გვექნება“ – თქვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
მატროსოვის სამი პოტენციური კლიენტი უაახლოეს მომავალში!
სერგი
11:25 19-09-2021
1
კაჭარავა არის ქართული რაგბის სირცხვილი შეძვერისოროში და საერთოდ აღარ გამოჩნდე არასდ
გიორგი
13:28 17-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული