მათ თითოეულ პოზიციაზე ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეები შეარჩიეს, რომელთაგან საუკეთესოები ქომაგებმა ხმის მიცემით გამოავლინეს და სიმბოლური, პირველი XV შეადგინეს.
8 ნომრის პოზიციაზე მამუკა გორგოძე ისეთი ვარსკვლავების გვერდით მოხვდა, როგორებიც კირან რიდი, ზინზან ბრუკი, სერ უეინ შელფორდი, როდნი სო’ოიალო, დუეინ ვერმიულენი, ბობი სკინსტადი, ლოურენს დალალიო, სებასტიენ შაბალი, სერჯიო პარისე, სკოტ ქვინელი და პიერ სპისი არიან. გორგოძემ 1508 ხმა მიიღო და
აღსანიშნავია, რომ 15-ეულში 7-7 მორაგბე ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან მოხვდა, ერთი ადგილი კი საქართველოს ერგო!
მამუკა გორგოძემ 2003-19 წლებში "ბორჯღალოსნების" კვართით 75-ჯერ ითამაშა და 27 ლელო გაიტანა, რაც საქართველოს ნაკრებში სარეკორდო მაჩვენებელია. ის ოთხი (2007, 2011, 2015, 2019) მსოფლიო თასის მონაწილეა და ოთხჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ – ახალ ზელანდიასთან, ინგლისთან, რუმინეთთან და ტონგასთან. საფრანგეთში ის "მონპელიესა" და "ტულონის" ღირსებას იცავდა.
რაგბის კავშირისა და მთელი სარაგბო თემის სახელით, ვულოცავთ მამუკა გორგოძეს მორიგ აღიარებას.
rugby.ge